მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიტიკურად უმჯობესი იქნებოდა სააკაშვილი შეემჩნიათ, მაგრამ არ დაეკავებინათ - გლებ პავლოვსკი

გლებ პავლოვსკი

„მიხეილ სააკაშვილი პატიმრის სახით საქართველოს ხელისუფლებას ძალზე ბევრ უხერხულობას უქმნის. ამით შეიძლება აიხსნას საქართველოში მისი დაბრუნება, ეს გათვლილი სვლა იყო“, - ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა.

„სუფთა პოლიტიკურად უმჯობესი იქნებოდა სააკაშვილი შეემჩნიათ, მაგრამ არ დაეკავებინათ. ეს დაახლოებით ჰგავს ხოჭოს, რომელსაც ბაყაყი ჩაყლაპავს და რომელიც შემდეგ მის მუცელს გამოხრავს. ანუ ეს ბაყაყის ბოლო ლუკმა იყო. დაკავებულის სახით სააკაშვილი პოლიტიკურ წონას იძენს, რომელიც მან მნიშვნელოვანწილად დაკარგა. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ გრძელი ისტორია იქნება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და როგორ მოხდება მისი გასამართლება - როგორც უკრაინის მოქალაქის? ეს თბილისისთვის დამატებით სირთულეებს და გაუგებრობას ქმნის“, - აცხადებს პავლოვსკი.

წამყვანის შეკითხვას შეიძლება თუ არა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის რუსეთში ალექსეი ნავალნის დაბრუნებასთან შედარება, გლებ პავლოვსკი ამბობს, რომ ეს სრულიად განსხვავებული ისტორიებია.

„მე აქ ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ, სააკაშვილს საერთოდ სხვანაირი წინაისტორია აქვს. მან ძალზე მარტივად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ, რასაც, როგორც წესი, ყოფილი პრეზიდენტები არ აკეთებენ. უკრაინაში კი მის მოღვაწეობას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მე არ მგონია, რომ მან მეორედ შეძლოს საქართველოს სათავეში მოსვლა. 2003 წელს ის ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა და გააკეთა, რაც გააკეთა საკუთარი გუნდის დამსახურებით, ეს ბრწყინვალე გუნდი იყო. შემდეგ კი მან, როგორც ეს ხშირად ხდება, ამ გუნდის დამსახურება მიისაკუთრა და მიღწევები კი ვეღარ შეინარჩუნა. მეორედ მე არ მგონია, რომ მან ასეთივე გუნდის შეკრება მოახერხოს“, - აცხადებს რუსი პოლიტოლოგი.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

დაახლოებით, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე