ანალიტიკა

„პომპეოს მოადგილე ოპოზიციას ვერ ურჩევს, ქუჩაში დარჩით და ასე გააგრძელეთო“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
1605699245
დაკოპირებულია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს 2 დღიან ვიზიტს გამოეხმაურა.

ექსპერტის თქმით, თუ რისთვის და ვისთვის იყო გამიზნული პომპეოს ვიზიტი, ამას დრო აჩვენებს. რამაზ საყვარელიძე პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქართველოს მნიშვნელობაზე მიუთითებს.

„როგორც საზოგადოების წევრს არ შემიძლია რაიმეს თქმა, გარდა იმისა, რომ ვიზიტი როგორც ასეთი ფაქტი, ძალიან მნიშვნელოვანია და მიუთითებს საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ დიდი პერსპექტივის მქონე წამყვანი პოლიტიკოსი საქართველოს არჩევს ვიზიტის ადგილად.

ვისთვის და რისთვის იყო გამიზნული ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. სხვა სახის რაიმე ინფორმაცია ამოტივტივდება. თავისთავად ასეთი პრიორიტეტის გამოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ, ასევე, ოპოზიციასა და მაიკ პომპეოს მოადგილეს ფილიპ რიკერს შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადოს, რომ ამერიკული ადმინისტრაცია მათ მხარს უჭერს.

„ვისი წარმომადგენელიც ეს პირი არის, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგადად, ტრამპი სასამართლოთი არკვევს ახლა გაყალბდა თუ არა შედეგები. შედეგების გაყალბება ტრამპის ადმინისტრაციის წევრისთვის ალბათ უცხო ხილი არ იქნება, ტრამპმა უფრო სასამართლოთი გარკვევის გზა აირჩია.

ეჭვი არ მეპარება, რომ მას ქუჩაში გამოყვანის რესურსი ჰქონდა. ასე რომ ამ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რა შეიძლება ურჩიოს ქართულ ოპოზიციას? ქუჩაში დარჩით და ასე გააგრძელეთო, ამას ვერ ურჩევს ვერავინ და მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან ეს არადამაჯერებელი ვერსიაა, რომ ასეთმა რჩევამ და დამოკიდებულებამ გაიჟღეროს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრიდან გარეთ გამოსულმა ოპოზიციონერებმა თქვან, რომ „ჩვენთან არის ამერიკული ადმინისტრაცია“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მაიკ პომპეო 17 ნოემბერს 2 დღიანი ვიზიტით ეწვია. პომპეომ საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ამავდროულად მთავრობის მეთაურთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ასევე შეხვდა პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან პომპეოსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

🔴 პომპეო გახარიას: ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება

კორონავირუსის ახალი შტამი

„ომიკრონს“ „დელტასგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს

„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.01 თეთრი შეადგინა.
1638191425
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.
1638188611
საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას - „მაროს სახელით“ - სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.
1638193796
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში.
1638193424
პროკურორი ჯარჯი წიკლაური

28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცე...

„28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პროკურორი ჯარჯი წიკლაური სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 
„სააკაშვილს ერთი ნატამალი სინანულიც არ წამოსცდენია დღეს გრძელი გამოსვლ...
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება. 
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ...
მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს, 1-ელ დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო პარასკევს, 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე  ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭ...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილა.