მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერის დღევანდელი სამთავრობო ინიციატივები ცალსახად სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯებია - ოთარ ანგურიძე

 თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე

„ის, რომ სოციალური მომსახურების არსებული მოდელი საჭიროებს რეფორმირებას არაერთხელ თქმულა, რადგან ამ პროგრამაში ჩართული ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღარ აქვს სურვილი ამ პროგრამიდან იქნენ ამოღებულნი, რადგან ეს ე.წ. სახელმწიფოს შემწეობას უყურებენ როგორც საიმედო შემოსავლებს გრძელვადიან პერიოდში“, - ასე აფასებს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს, რომლებიც მან 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

ოთარ ანგურიძე პრემიერის ინიციატივებს წინ გადადგმულ ნაბიჯებად აფასებს.

მისი თქმით, რადიკალურად განწყობილმა პოლიტიკურმა პირებსაც კი, არ შესწევთ უნარი დაიწუნონ და გააკრიტიკონ პრემიერი დღევანდელი განცხადებების პასუხად.

„პრემიერის დღევანდელი ინიციატივა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გადამზადების კუთხით, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ გარკვეულ პროფესიას, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და ჰქონდეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ და საკუთარი შრომით გაიუმჯობესონ ცხოვრების დონე და პირობები. წარმოდგენილი ინიციატივა შეიძლება შევაფასოთ, როგორც ორმაგი ეფექტის თვალსაზრისით, ერთი რომ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა უფასოდ მიიღოს პროფესიული განათლება და დაეუფლოს პროფესიას და მეორე, როცა ხდება პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის ხაზგასმა ჩვენს ქვეყანაში.

კამათ გარეშეა, რომ საქართველოში ონლაინ კაზინოები არის ეკონომიკის ის სფერო, რომლებიც ეკონომიკას არა ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა. ხშირად ჩვენთვის უცხო ქვეყანაში ქმნიან. შესაბამისად, ამ სექტორის როლი ქვეყნის განვითარებაში არის მინიმალური, ხოლო გავლენა არის ცალსახად ნეგატიური რადგან ამ სერვისით ჯერ კიდევ სარგებლობენ მცირეწლოვნები და მოსახლეობის ის ფენა, რომლებიც ითვლებიან დაბალ შემოსავლიანებად. ამიტომ ნებისმიერი მთავრობის ვალდებულებაც კი არის, რომ მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს. მით უფრო, როცა პრემიერმა მოიხმო სტატისტიკა, რომლითაც დგინდება რომ 99% მოთამაშეების არის ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობა და როცა ასეთი სოციალური ფენიდან უცხოეთში მიედინება 1,5 მლრდ ლარი, არის კატასტროფა.

ინფორმაციისათვის ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია ონლაინ კაზინოების მსგავსი სერვისები, რომლებიც ემსახურება ევროკავშირიდან თანხების გადინებას“, - აცხადებს ანგურიძე.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ახალგაზრდებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე თავისუფალი წვდომა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა:

„მედიკამენტების ბაზრის კონტროლის გამკაცრება ცოტა ხნის წინაც დააანონსა პრემიერმა და როგორც ჩანს დღევანდელი ინიციატივაც ამის გაგრძელებაა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღევანდელ ახალგაზრდებში არის ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე თავისუფალი წვდომა, რასაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება, რაც უკვე გვამცნო პრემიერმა დღევანდელი სხდომიდან.

დღევანდელი ინიციატივები არის იმდენად წინ გადადგმული ნაბიჯები, რომ არ მგონია რადიკალურად განწყობილმა პოლიტიკურმა პირებსაც კი, არ შესწევთ უნარი დაიწუნონ და გააკრიტიკონ პრემიერი დღევანდელი განცხადებების პასუხად“, - აცხადებს ოთარ ანგურიძე.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.