
რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშის გამოქვეყნების ვადის გადაწევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ბონუსად მოცემული პერიოდი.
ბატიაშვილის აზრით, ხელისუფლება რეფორმებს არ გაატარებს არც 1 წელიწადში და არც 6 თვეში.
„ყველა კარგად ხვდება, რომ სამწუხაროდ ეს ხელისუფლება არ არის რეფორმების გამტარებელი მომავალ არც 6 თვეში და არც 1 წელიწადში. ეს არის ბონუსად მოცემული პერიოდი იმისათვის, რათა საქართველოში შეიქმნას პირობები. კონკრეტულად, რა თქმა უნდა ამის გაწერილი გეგმა არ არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს პირობები წევრობის კანდიდატისთვის.
პირობებს და სტანდარტებს არავინ შეცვლის ჩვენს გამო და ამის მოლოდინი არავის არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ამ პერიოდში ის პირობები, რომელიც არის წამოყენებული და გაწერილი. ეს უნდა იქცეს ნომერ პირველ საკითხად მომავალი 1 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ბატიაშვილი „ფორმულას“ ეთერში.
ამავე თემაზე:
🔴 ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სიჯიუტესა და ტალახის სროლაში არ ჩამოუვარდება - პაატა ზაქარეიშვილი