მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო - ვახტანგ ხმალაძე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე

კონსტიტუციონალისტი

„ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო,“ - ასე გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი, ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. 

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას ხმალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება იმ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან არის მითითებული. 

ამასთან, ხმალაძემ მოსამართლეების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა არის მთლიანად უზრუნველყოფილი კონსტიტუციაში. 

„გააკეთებენ? სავსებით ვეთანხმები ზვიად ძიძიგურს, რომ ხელისუფლება არაფერს შეასრულებს. უფრო მეტს ვიტყოდი, განა არ გააკეთებენ, ვერ გააკეთებენ. იმიტომ რომ არ უნდათ. დეოლიგარქიზაციის ყველაზე მარტივი მეთოდი იცით რა არის? ერთ დღეში შეიძლება გაკეთდეს.

მე, თანამდებობის პირი, მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, არ ვუსმენ ოლიგარქის დავალებებს და არ ვასრულებ მათ და მორჩა აღარ არსებობს ოლიგარქიის საფრთხე, მაგრამ ამას იზამენ? არ იზამენ. 

კონსტიტუციაში და კანონებში თუ ჩაიხედავთ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა არის მთლიანად უზრუნველყოფილი, უფრო მაღალი კანონმდებლობა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ არიან დამოუკიდებლები? მოსამართლეს თვითონ უნდა უნდოდეს დამოუკიდებელი იყოს, თორემ თუ თვითონ ეძებს პატრონს და თვალებში ჩახედოს იმას რა ესიამოვნება, რამდენიც გინდა კანონში ჩაუწერე, დამოუკიდებელი არ იქნება. 

ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო. აი, იმას ჰგავს ეს ყველაფერი. პირობები, რომელიც სამ სახელმწიფოს წარუდგინა, ევროკავშირმა თითქმის ერთნაირია, ოღონდ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და უთხრა, აი, ეს პირობები უნდა შეასრულო და შესრულების კვალდაკვალ წარმოებული იქნება მოლაპარაკება წევრობის თაობაზე, სადაც დეტალურად ჩამოთვლილი იქნება უამრავი რამ. 

ერთი პირობა შესრულდება და დაიწერება პლუსი. ჩვენ გვითხრეს - არა, ჯერ შეასრულეთ ეს პირობები და მერე ვილაპარაკოთ კანდიდატობაზე. რატომ? მთავარი განსხვავება რა იყო? ვეთანხმები დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა ამბობენ, რომ მთელი რიგი პარამეტრებით საქართველოს მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინის, მაგრამ არის ერთი პარამეტრი, სადაც ქვესკნელში ვართ და ეს არის ევროპის ქვეყნების ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ.

იმდენჯერ გადააგდო ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ უბრალოდ აღარ ენდობიან. ხელისუფლებამ პირველ რიგში ქართველი ხალხის ნდობა უნდა დაიბრუნოს, სხვანაირად ვერ დაიბრუნებს საერთაშორისო პარტნიორების ნდობას“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე. 

ინფორმაციისთვის, 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივას. 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

🔴 კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას დიდ დროს თუ არ დავუთმობთ და ვალდებულებებს შევასრულებთ, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული - კახა გოგოლაშვილი

🔴 „იმედია, ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, ყველა ზომა მიიღოს ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ - დიპლომატები

🔴 ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი რომელიმე ქვეყანას უყენებს, ევროკავშირის დნმ-ში ასეთი სიტყვა არ ზის - ვანო ჩხიკვაძე