მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ნოდიას განცხადებით, ივანიშვილმა არ იცის დემოკრატია რა არის ან დასავლეთი როგორ მუშაობს 

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში

პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რა არის დემოკრატია და არც ის თუ როგორ მუშაობს დასავლეთი.

ნოდიამ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ ივანიშვილმა იცის როგორ მუშაობს რუსეთი და საქართველოს სიტუაციაშიც გაერკვა. 

„მან დასავლეთი არ იცის. ბიძინა ივანიშვილმა რაღაცნაირად იცის რუსეთი როგორ მუშაობს, საქართველოშიც გაერკვა, მაგრამ დასავლეთი არ იცის. კი ბატონო საფრანგეთის მოქალაქე არის, ან დემოკრატია რა არის, ან დასავლეთი როგორ მუშაობს, მან ეს არ იცის. 

მას მართლა სჯერა, რომ შვეიცარიული ბანკი, რაღაცნაირად, ამერიკელების დაკვეთას ასრულებს. დასავლეთში ასეთ რამეს რომ იტყვი, ამას სერიოზულად ვინ მიიღებს? 

ის ისეთ გარემოში გაიზარდა და ისეთ ურთიერთობებს არის შეჩვეული, რომ ეს შესაძლებლად მიაჩნია. რუსეთში სრულიად ნორმალურია იფიქრო, რომ ბანკმა პოლიტიკურად მნიშვნელოვან კლიენტს „გაუჩმახა“, შეიძლება ვიღაცამ დაურეკა მთავრობიდან. 

ივანიშვილს სწამს რომ თავისი სიმართლე უნდა მიიტანოს, სისულელეა, მაგრამ კონსულტანტები რომ ჰყავს, რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს ასეთ ახირებას?  ფულს უხდის ივანიშვილი და ხომ არ ეტყვიან „შენ რა, ალაოდ ხომ არ ხარ?“, - აცხადებს ნოდია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს

👉 მექსიკაში აშშ-ის საზღვართან ახლოს 57 მოზარდი სატვირთო მანქანაში იპოვეს