მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას დიდ დროს თუ არ დავუთმობთ და ვალდებულებებს შევასრულებთ, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული - კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

„თუ 6 თვეში შევასრულებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ევროკომისიამ წაგვიყენა და შემდეგ ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა, ამ თვალსაზრისით მოლდოვას და უკრაინას დავეწევით “, - ამის შესახებ რონდელის ფონდის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას „ევრონიუსის“ ეთერში განაცხადა. 

კახა გოგოლაშვილის თქმით, მოლდოვა-უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება სწრაფად მოხდა, თუმცა ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი ასე სწრაფად განხორციელდება. 

„თავისთავად დროს ყოველთვის მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან სწრაფად მოხდა ამ ორი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა, მაგრამ იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ შემდეგ ნაბიჯი ასე სწრაფად განხორციელდება. 

ანუ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს გაწევრიანებაზე, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება კვლავ იქნება საჭირო და ევროკომისიამ მთლიანად უნდა შეისწავლოს განსხვავება ჩვენს საკანონმდებლო გარემოსა და ევროკავშირის საკანონმდებლო გარემოს შორის, შემდეგ მოლაპარაკებების მანდატი უნდა შეიმუშაოს, რაც იკავებს გარკვეულ დროს. 

თუ 6 თვეში შევასრულებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაგვიყენა ევროკომისიამ და შემდეგ დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, ჩვენ დავეწევით ამ თვალსაზრისით მოლდოვას და უკრაინას. სრულიად შესაძლებელია, რომ მაშინ ერთად ან შეიძლება ცალ-ცალკე შეიძლება დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. 

რაც შეეხება დანაკარგს, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას ძალიან დიდ დროს არ დავუთმობთ და ბევრი წელი არ დაგვჭირდება იმ ვალდებულებების შესრულება, რომელსაც ევროკავშირი გვთხოვს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული. 

როდესაც პოტენციური კანდიდატი ხდები, პოტენციურ კანდიდატსა და კანდიდატს შორის დაფინანსების კონტექსტში და პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, დიდი განსხვავება არ არის. მთავარი განსხვავება შემდეგ ჩნდება, როდესაც გაწევრიანების პროცესში ხარ და იქ ბევრად უფრო დიდი დახმარების პაკეტები მოდის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უახლოვდებიან გაწევრიანებას, მაგრამ კანდიდატის ეტაპზე კანდიდატს და პოტენციურ კანდიდატის შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის დახმარების კონტექსტში“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში რა ფინანსური დახმარების სარგებელი აქვს ქვეყანას ევროკავშირისგან? - გოგოლაშვილი ამბობს, რომ კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტი აქვთ დახმარების პაკეტები.

„რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტი აქვთ დახმარების პაკეტები, მაგრამ არ არის ისეთი დიდი განსხვავება, მით უმეტეს გარდა ამ კონკრეტული პაკეტისა, რომელსაც ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ეს არის „იპა“ ან გაწევრიანების წინა ინსტრუმენტი. 

აქ მთავარი არის ის, რომ როდესაც კანდიდატი ხდები, შენ უკვე დგახარ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გაწევრიანებისკენ მიდიხარ და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი“, - განმარტა კახა გოგოლაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივას. 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

🔴 „იმედია, ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, ყველა ზომა მიიღოს ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ - დიპლომატები

🔴  ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი რომელიმე ქვეყანას უყენებს, ევროკავშირის დნმ-ში ასეთი სიტყვა არ ზის - ვანო ჩხიკვაძე

🔴  ევროპული პერსპექტივა დასაკნინებელი არ არის, როგორც ეს ზოგიერთმა გადაწყვიტა - გია ვოლსკი