ანალიტიკა

ხელისუფლებამ ძირითადი მოთხოვნები თუ არ შეასრულა, არ არის გამორიცხული, კიდევ ერთხელ გადავადდეს - კორნელი კაკაჩია 12 პუნქტის შესრულებაზე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში
1657806531
დაკოპირებულია

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშის გამოქვეყნების ვადის გადაწევას გამოეხმაურა.

კაკაჩიას თქმით, ხელისუფლება, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ჯერ ვერ შეჯერდა 12 პუნქტის შესრულებაზე, განსაკუთრებით ისეთ პუნქტებთან დაკავშირებით, როგორიც არის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. 

„2023 წლისთვის თუ არ წავიდა პროცესები ისე, რომ ვთქვათ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და არ შეასრულა ეს ძირითადი მოთხოვნები, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადავადდეს. 

უკვე 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელი ხელისუფლებაც იქნება, მის პირობებში მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა. ასე რომ ეს რისკი ბუნებრივია არსებობს, არ დაგვავიწყდეს, რომ მომავალი წელი არჩევნების წელია და სიტუაცია პოლარიზაციის თვალსაზრისით, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს, ვიდრე გაუმჯობესდეს. 

ხელისუფლება, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრი ჯერ ვერ შეჯერდა ამ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ პუნქტებთან დაკავშირებით, როგორიც არის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია. 

ბუნებრივია, ეს ქმნის გარკვეულ რისკებს, რომ საქართველომ ფიზიკურად ვერ მოახერხოს დეკემბრის დასასრულამდე პუნქტების შესრულება. აქედან გამომდინარე ევროკავშირი ცდილობს, რომ რაღაც დრო მისცეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს“, - აცხადებს კაკაჩია „ფორმულასთან“ საუბარში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სიჯიუტესა და ტალახის სროლაში არ ჩამოუვარდება - პაატა ზაქარეიშვილი

🔴  მთელი ტრაგედია არის იმაში, რომ „ოცნების“ მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ოპოზიციის კი თვითონ წაართვას ეს ძალაუფლება - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვა რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე