მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთელი ტრაგედია არის იმაში, რომ „ოცნების“ მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ოპოზიციის კი თვითონ წაართვას ეს ძალაუფლება - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „საქართველო თეთრი ლაქაა რუკაზე, არც იქით არის, არც აქეთ და ეს არ გამოვა“.

„პალიტრანიუსის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და გეოპოლიტიკაზე საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ამ მიდგომით ხარ რუსეთთან და ეს არის შემაშფოთებელი“. 

ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველო პრაქტიკულად დამოკიდებული არ არის რუსეთზე და ამ დროს უსინდისოდ შემოაქვთ ომის რიტორიკა. 

სწორედ ამიტომ, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ გზით ხდება ქართველი ამომრჩევლის „დაბოლება“. 

„ამ დროს საქართველო თეთრი ლაქაა რუკაზე, არც აქეთ არის და არც იქით, ამას ცდილობს, თუმცა, რა თქმა უნდა, არც იქით, არც აქეთ არ გამოვა, საბოლოო ჯამში ხარ რუსეთთან. ეს არის შემაშფოთებელი, იმიტომ რომ  რუსეთს საქართველო ყველაზე იაფი უჯდება. 

მაგალითად, თუ სხვებს სჭირდება, რომ ფასი დაუკლოს ნავთობზე, მაგალითად სომხეთს, ბელარუსს და რაღაც ეკონომიკური პრეფერენციები მისცეს ამ სახელმწიფოებს, საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს, ჩვენზე არ გადის სტრატეგიული მნიშვნელობის რუსული ნავთობი თუ გაზი. 

ჩვენ ვიღებთ აზერბაიჯანიდან ანუ არანაირად დამოკიდებული არ ვართ რუსეთზე და ამ დროს სამარცხვინოდ, უსინდისოდ შემოაქვთ ომის თემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერთან. ყველა რაღაცა ფორმით დამოკიდებულია რუსეთზე, ოღონდ არა ომით. უცებ ჩვენ, რომ არაფრით დამოკიდებული არ ვართ და პრაქტიკულად სრულებით თავისუფალი ვართ, ამიტომ ყველაზე ეფექტურად შეგვიძლია ვმართოთ ეს პროცესები. 

ის, რომ არ ვიყოთ აბსოლუტურად დამოკიდებული რუსეთზე, ამ დროს ომით სპეკულირებენ. ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ამით „აბოლებენ“ ქართველ ამომრჩეველს, რომ თითქოს შეიძლება ომი იყოს. ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია. ეს ჩემთვის არგუმენტია, რომ ეს პოლიტიკა უფრო პრორუსულია, ვიდრე ნეიტრალური. 

ნეიტრალური არ მინდა რომ იყოს, მაგრამ ნეიტრალურზე უარესი პრორუსულობაა. „ოცნებას“ არაფერი სხვა არ აინტერესებს გარდა ძალაუფლებისა, მათთვის უპირატესია ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებ თუ არ იქნები რუსეთისკენ გადახრილი. 

მგონი რუსები იმდენად არ მოითხოვენ ჩვენგან პრორუსულობას, ვიდრე ჩვენ ვეძებთ ამას და ძალაუფლება შევინარჩუნოთ. პრორუსულობა მეორე კომპონენტია. ოპოზიციისგან დღემდე გაოგნებული ვარ, ვერ გააანალიზეს რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებში. „ფანტასტიკური“ რაღაცა მოხდა. 

ადგილობრივმა არჩევნებმა დაამტკიცა, რომ არ გაყალბებულა ტოტალურად, ვერ თუ არ გააყალბა „ოცნებამ“ . მთელმა სამეგრელომ, მსხვილმა ქალაქებმა 50-50-ზე დაუსვეს „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას. არ გაუყალბებიათ და გამარჯვების შანსები არის. 

ამათმა გაატარეს ეს ადგილობრივი არჩევნები. იმიტომ რომ თბილისში ყოფნა უნდათ. არც ერთისთვის და არც მეორისთვის ევროკავშირის კანდიდატობა არ არის მიზანი. უფრო არის საშუალება, რომ ერთმანეთი ჩამოაქციონ. ეს არის მთელი ტრაგედია, რომ საბოლოო „ოცნების“  მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება, ოპოზიციის მიზანი კი არის თვითონ წაართვას ძალაუფლება“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გვერდით ჰყავს ძლიერი სახელმწიფოები, რომელსაც ძალიან ეშინია რუსეთის და ამის გამოყენება არ ხდება.

„ჩინეთი უფრო ეკონომიკურად მუშაობს, ვიდრე პოლიტიკურად. უკრაინა ყველგან ეძებს მოკავშირეებს, უფრო სწორედ ისეთს ვინც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. ჩვენ გვერდით გვყავს ყველაზე ძლიერი, გავლენიანი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის. ეს არის ჩინეთი და თურქეთი, ამას ჩვენ არ ვიყენებთ. ჩვენ და თურქეთი ვართ ორი სახელმწიფო, რომელიც ვართ კავკასიაში და ასევე შავ ზღვაში“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 წარმატების დროს, ყველას უნდოდა აქციის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა „დაიდო“ ყველამ „სირცხვილიას“ გინება დაიწყო, ეს არასწორია - ზურაბ ჯაფარიძე

🔴 თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვა რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე