მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს საუკეთესო სტანდარტების ათვისების სისწრაფეში, უკრაინელებმა საოცარი უნარები გამოავლინეს - ალექსი პეტრიაშვილი

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი

რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტსა და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. 

პეტრიაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციას მაღალი სიზუსტის რაკეტების არსენალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს იმის უნარი რომ უკრაინას ზიანი მიაყენოს. 

ამასთან, პეტრიაშვილის განცხადებით, დაწყებულია უკრაინელი სამხედროების წვრთნა და თავად რუსი პროპაგანდისტები და ყოფილი სამხედროებიც კი ადასტურებენ, რომ უკრაინელებმა საოცარი უნარები გამოავლინეს ნატოს საუკეთესო სტანდარტების ათვისების სისწრაფეში. 

„ეს არის რუსეთის ფედერაციის ბოლო მცდელობები. რეალურად რუსეთის ფედერაციას მაღალი სიზუსტის რაკეტების არსენალი მნიშვნელოვნად შეუთხელდა და უმცირდება, მაგრამ, ცხადია, მის ხელთ არსებული რაკეტების S-300-ის და 400-ის გამოყენება თავდასხმის მიზნებით, ჯერ კიდევ არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ, ვიდრე ჩავა უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. 

ადგილზე რაც არის, იმან უკვე დემონსტრირება მოახდინა. უკრაინელი სამხედროების წვრთნა დაწყებულია უკვე და თვითონ რუსი პროპაგანდისტები და ყოფილი სამხედროებიც კი ადასტურებენ, რომ უკრაინელებმა საოცარი უნარები გამოავლინეს ნატოს საუკეთესო სტანდარტების ათვისების სისწრაფეში. 

შედეგები სახეზეა. რუსეთი დემონსტრირებას ახდენს რომ ამის იქითაც კი, განსაკუთრებით დიდი რესურსი არ აქვს. იმიტომ, რომ როგორც „ავტორიტეტული ექსპერტებისგან“ გავიგეთ, როგორც კი გადაეცემოდა ტანკები, რუსეთს  უნდა დაერტყა ვაშინგტონისთვის, ლონდონისთვის, ბერლინისთვის და ფრანკფურტისთვის. 

რუსეთს ამაზე მეტის რეაგირების უნარი და შესაძლებლობა არ აქვს. როდესაც საუბარია ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის განხორციელებაზე რუსეთის მხრიდან, რუსული სამხედრო წყაროებიც კი ადასტურებენ იმას, რომ რუსეთის ხელთ არსებული ჯავშანტექნიკა და მძიმე ტექნიკა, არასაკმარისია იმისათვის რომ არა თუ რამდენიმე მიმართულებით, არამედ ერთი მიმართულებითაც კი სრულფასოვანი შეტევა განახორციელონ“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გია ნოდიას განცხადებით, ივანიშვილმა არ იცის დემოკრატია რა არის ან დასავლეთი როგორ მუშაობს 

👉 პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს

👉 მექსიკაში აშშ-ის საზღვართან ახლოს 57 მოზარდი სატვირთო მანქანაში იპოვეს