მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაცმოძრაობის“ ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ ის არის, რომ ხელისუფლებიდან გაუშვან „ოცნება“, ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაა - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ, ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან „ოცნება“. ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა“ - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირების შესახებ განცხადებების კომენტირებისას. 

მისი თქმით, პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, „ნაცმოძრაობაში“ კი ეს არ იკვეთება.

მისივე თქმით, თუკი გუნდში დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით.

„მათი ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ, ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან „ოცნება“. ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა. პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, „ნაცმოძრაობაში“ კი ეს არ იკვეთება. ამიტომ, თუკი გუნდში დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით,“ - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ამავე თემაზე:

☑️ სააკაშვილის აქტუალურობა მოხსნილია დასავლეთის დღის წესრიგიდან - რამაზ საყვარელიძე

☑️ ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც თავის დროზე რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა - რამაზ საყვარელიძე

☑️ რევოლუცია და ე.წ. მეორე ფრონტი ახლა სრულად რუსეთის ინტერესშია, რადგან მას სურს არ დაკარგოს შემოსავალი და ბერკეტები - რამაზ საყვარელიძე