ანალიტიკა

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სიჯიუტესა და ტალახის სროლაში არ ჩამოუვარდება - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკიტხებში პაატა ზაქარეიშვილი
1657804458
დაკოპირებულია

ექსპერტ პოლიტიკურ საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პრეტენზია ყოველთვის ხელისუფლებასთან აქვს, რადგან მისივე თქმით, ხელისუფლება გადამწყვეტია და არა ოპოზიცია. 

სწორედ ამიტომ, ზაქარეიშვილის შეფასებით, ბუნებრივია, რომ პრობლემების 90% მმართველ გუნდზე მოდის, ხოლო დანარჩენი 10% ოპოზიციაზე. 

ექსპერტის თქმით, ოპოზიციის კრიტიკით ვაძლიერებთ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ ოპოზიცია არაფრად ვარგა.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „ოცნება“ არ ვარგა არაფრად და ამაში მას არც ოპოზიცია ჩამოუვარდება. 

„ქართული ოცნება“ რასაც უნდა იმას იგებს და რაც არ უნდა იმას არ იგებს. ეს არის გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც, რომლებიც სიმპათიებით არიან ქართული საზოგადოების და საქართველოს მიმართ განწყობილი. 

მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ორ სკამზე ზის, დღემდე ვერ ჩამოყალიბებულან უკრაინაში ვინ იმარჯვებს. ეს არის ძალიან სამარცხვინო და ლაჩრული პოლიტიკა. იმისდა მიხედვით თუ უკრაინა იმარჯვებს, უფრო ევროპისკენ გადაიხრებიან, თუ რუსეთი იმარჯვებს, რუსეთისკენ გადაიხრებიან. ეს სამარცხვინო პოლიტიკა აწვალებს მათ და ისინი კი აწვალებენ  ქვეყანას. 

ეს არის მათთვის ამოსავალი წერტილი, მათ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ. ევროკავშირი შეუნარჩუნდეს, ძალაუფლება თუ რუსეთი, ეს არ ადარდებთ მათ. მათ ღირებულებები არ აწუხებთ, მათ აწუხებთ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ფლობა. 

არადა გაიწელა ეს ომი, არ მოსწონთ ეს მათ, ნერვიულობენ. მთელი მსოფლიო ნერვიულობს ხალხის ხოცვაზე უკრაინაში და ესენი ნერვიულობენ იმაზე თუ რომელი პოლიტიკა შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, პრორუსული თუ პროევროპული. ეს არის მათი გამოწვევა და მათი უტიფარი პოლიტიკა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ზაქარეიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირს „ქართულ ოცნებაზე“ მეტად ადარდებს საქართველო. 

ამასთან, ზაქარეიშვილის თქმით, ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს არა „გადადექი გადმოდექიზე“, არამედ კონცენტრირებული უნდა იყოს 12 პუნქტის კარგად და შინაარსობრივად გაწერაზე. 

„ევროკავშირი ჩვენზე კარგად ხედავს რა უნდა საქართველოს, ევროკავშირს „ქართულ ოცნებაზე“ მეტად ადარდებს საქართველო. მათ დაინახეს, რომ დეკემბერში ტალახში ზელვა გაგრძელდებოდა, სამწუხაროდ არც ოპოზიციაა მოწოდების სიმაღლეზე, ისინი ამასაც ხედავენ. 

მაქვს კონტაქტი ევროპელებთან ვერასდროს ვერავისგან ვერ გავიგე, რომ მაგალითად ოპოზიცია კარგად იქცევა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ ჩამოუვარდება „ქართულ ოცნებას“ სიჯიუტესა და ტალახის სროლაში, მაგრამ ოპოზიციის პრობლემა ოპოზიციის პრობლემაა, ხოლო „ქართული ოცნების“ პრობლემა სახელმწიფოს პრობლემაა. აი ეს ვერ გაიგო „ქართული საზოგადოების“ ნაწილმა. 

მე ყოველთვის პრეტენზია მაქვს ხელისუფლების მიმართ ვინც არ უნდა იყოს, ხელისუფლებაა გადამწყვეტი. ნებისმიერი ფორმით ოპოზიციის კრიტიკა, რაც მე არ მეზარება და დიდი სიამოვნებით გავაკრიტიკებ მათ, ეს „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს. მე ორივე მხარის მიმართ მაქვს პრეტენზიები, მაგრამ განსაკუთრებით პრეტენზიები ცალსახად და მკაფიოდ მაქვს „ქართული ოცნების“ მიმართ.

ბუნებრივია, რომ პრობლემების 90% არის „ქართულ ოცნებაზე“ და 10% არის ოპოზიციაზე. ასე დავყოფდი. ამიტომ, ოპოზიციის კრიტიკით ვაძლიერებთ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ ოპოზიცია არაფრად ვარგა. ასე არ არის, არაფრად არ ვარგა „ოცნება“ და სამწუხაროდ, არც ოპოზიცია ჩამოუვარდება ამაში. 

ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს არა „გადადექი გადმოდექი“ ვადამდელ არჩევნებზე და აქციებზე, არამედ უნდა იყოს 12 პუნქტის კარგად და შინაარსობრივად გაწერაზე“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამავე თემაზე: 

🔴  მთელი ტრაგედია არის იმაში, რომ „ოცნების“ მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ოპოზიციის კი თვითონ წაართვას ეს ძალაუფლება - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვა რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე