მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ვერ იქცა სტრატეგად, მას სტალინობაც არ გამოსდის - ზურაბ ბატიაშვილი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი

„პუტინი არის „კაგებეს“ რიგებიდან გამოსული, რასაც ასწავლიდნენ სკოლაში ის იცის, ვერ იქცა სტრატეგად“, -  ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა. 

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის თქმით, ვლადიმერ პუტინს სტალინობაც კი არ გამოსდის. 

ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთს პირველ რიგში აგურს ჩეჩნეთი და დაღესტანი გამოაცლის.

ამასთან, ბატიაშვილი ამბობს, რომ თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მას აშშ მკაცრად უპასუხებს. 

„პუტინი არის „კაგებეს“ რიგებიდან გამოსული, რასაც ასწავლიდნენ სკოლაში ის იცის, ვერ იქცა სტრატეგად, კონკრეტულ პატარა დავალებებს აძლევდნენ, ასრულებდა და სწორედ ამაში ჩარჩა. ამ ომსაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაარქვა და არა ომი. პუტინს სტალინობაც არ გამოსდის, ახლა სხვა დროა. მობილიზებულები საზარბაზნე ხორცნი არიან. პოზიციებზე ხალხი არ ჰყოფნის, შეიძლება ერთ დღეს მთლიანად ჩამოიშალოს ეს ფრონტი. 

კადიროვი, რა თქმა უნდა, თავის შვილებს არსად არ გაუშვებს, ეგ ამბავი ტიკ-ტოკების თემად იქცევა. თუ ვინმე რუსეთს აგურს გამოაცლის, პირველი ჩეჩნეთი და დაღესტანი იქნება. ბირთვული შანტაჟიც, ესეც ფსიქოლოგიური შანტაჟის ნაწილია. მას არავინ არ მისცემს ამის გამოყენების საშუალებას.

პუტინს აქვს შენარჩუნებული საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტი. მას ხელიდან ყველაფერი ეცლება. მანდ დადგება კრიტიკული მომენტი, როდესაც მას ექნება გადაწყვეტილება მისაღები - რა ურჩევნია მას, რუსმა გენერლებმა ჩამოაგდონ ამ მარცხისთვის და სამხედრო გადატრიალება მოუწყონ, თუ კიდევ ბოლო გამწვავებაზე და ვაბანკზე წავიდეს და ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

თუმცა, არცერთი არ არის მისთვის გამოსავალი. მას აღარ დარჩა კარგი სვლები. მოვლენების ასე განვითარება მისთვის დამღუპველია. ის ყოველთვის აკეთებს არჩევანს, ცუდსა და უარესს შორის, უარეს ირჩევს. მობილიზაცია მისთვის დამღუპველია. რუსეთი  საბოლოო ჯამში დამარცხდება. ბირთვული მოქმედების შემთხვევაში, აშშ-ის მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, - აცხადებს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება მოხდება, არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში - დერილ კიმპბელი

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები