მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეალურად მესამე მსოფლიო ომის პირობებში ვართ“ - თორნიკე შარაშენიძე

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე Pia.ge

„რეალურად მესამე მსოფლიო ომის პირობებში ვართ, უბრალოდ ფორმაა სხვანაირი“, - ამის შესახებ „ჯიპას“ პროფესორმა, ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

ჯიპას პროფესორის განცხადებით, პუტინი საკუთარ თავს არ მისცემს უფლებას, წააგოს ომი, რადგან ეს მისი დამხობით დასრულდება.

მისი თქმით,  ბირთვული სახელმწიფოს დამარცხება, ცოტა არ იყოს, საკმაოდ რთული წარმოსადგენია.

„თუ ძალიან არ გაუჭირდა, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. პუტინი საკუთარ თავს არ მისცემს უფლებას, წააგოს ეს ომი. ომში მარცხი შეიძლება დასრულდეს მისი დამხობით. თუ რუსეთი აგებს ომს, აგებს, როგორც წესი, იმიტომ, რომ შიგნით ირევა სიტუაცია. ბირთვული სახელმწიფოს დამარცხება, ცოტა არ იყოს, საკმაოდ რთული წარმოსადგენია. 

რუსეთში ალბათ ფიქრობენ, თუ ისინი რაღაც მომენტში ბრძოლის ველზე უკრაინაში, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, ეს არ გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს რუსეთს, პოლიტიკურად და მორალურად. მისი გამოყენება საბოლოო ჯამში, დააჩქარებს რუსეთის მარცხს.

რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ომს მხარს უჭერს. მათთვის ამერიკა არის - წითელი ნაჭერი ხარისთვის. მსგავსი მუქარა ამერიკის მხრიდან რაკეტას ვესვრით მოსკოვს, არ იქნება სწორი. ამ ეტაპზე, ნატოს ჩართვა უკრაინის ომში გამორიცხულია. არანაირი დაჩქარებული წესით, ნატოში გაწევრიანების ფორმა არ არსებობს.

ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურად ეხმარება. პირდაპირ რუსეთს შეიარაღებით ეხმარება - ირანი და ჩრდილოეთ კორეა. შეიძლება ითქვამს, რომ რაღაც დოზით მსოფლიო ომია. რეალურად მესამე მსოფლიო ომის პირობებში ვართ, უბრალოდ ფორმაა სხვანაირი. არ დარჩა ქვეყანა, რომელზედაც ამ ომმა გავლენა არ იქონია. ჩვენზეც მოახდინა გავლენა. ამერიკა არ არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე, ის მოგებიან მდგომარეობაშია გეოგრაფიული თვალსაზრისით.

პუტინი დიდი ხანია მიხვდა, რომ კიევს ვერ აიღებს. რუსეთს იმედი აქვს, დაიღლება დასავლეთი, გამოიფიტება ეკონომიკურად და კიევს ეტყვის - დაანებეთ ომს თავი. უკრაინა იარაღის იმპორტზე ზის. თუმცა, ამერიკა ასე მარტივად არ დაიღლება“, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინი, კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში გახდეს - CIA-ს დირექტორი

✔️ უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ხერსონის ოლქში - ISW

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება

✔️ პუტინი ბირთვული ომის დაწყების ზღვარზეა - Bloomberg

✔️ „უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი“ - მიხაილო პოდოლიაკი