მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს ამ რეალობაში ბირთვული იარაღის გარდა, სხვა საშუალება არ დარჩა, დასავლეთის ცივილიზაციას დაუპირისპირდეს - არჩილ მელიქიშვილი 

ექსპერტი არჩილ მელიქიშვილი

„რუსეთის ევროპული მონაწილეობა ქრება,“ - ასე პასუხობს ექსპერტი არჩილ მელიქიშვილი კითხვას, რომელიც უკრაინაში ომის ფონზე ნატოს გაფართოებას ეხება. 

მელიქიშვილის თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ რეალობაში რუსეთს არ დარჩა ატომური, ბირთვული იარაღის გარდა, სხვა რაიმე საშუალება სამხედრო ძალით დაუპირისპირდეს დასავლეთის ცივილიზაციას. 

არჩილ მელიქიშვილის განცხადებით, ცივილიზებული სამყარო ახლა რუსეთის გეოპოლიტიკურ მსოფლიო მარცხს უყურებს.

„პირველ რიგში რაც იცვლება, ეს არის რუსეთის ევროპული მონაწილეობა ქრება, ევროპამ ამ გადაწყვეტილებით - ფინეთის და შვედეთის უსწრაფესი მიღებით, უკვე დააფიქსირა, რომ „ჩვენი საზღვარი გადის რუსეთის საზღვართან“, რასაკვირველია პოლიტიკურად და იმის იქით ევროპა აღარ არის. 

საქართველოსთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ არაერთხელ დეკლარირებული ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მიმართ, ჩვენ საბედნიეროდ ამ ევროპულ საზღვრებში შევდივართ. ფინეთიდან საქართველოს ჩათვლით ეს იქნება ნატოს საზღვარი იქნება. 

დავაზუსტებ, ამ წამს ხომ არ არის ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრი, მაგრამ ბრიტანეთმა უკვე მისცა უსაფრთხოების გარანტია როგორც ცალკე აღებულმა ქვეყანამ ანუ თავისთვის ბრიტანეთმა უკვე აამუშავა ამ ქვეყნებთან მიმართებით ნატოს ცნობილი მე-5 მუხლი. არა იურიდიულად, არამედ ფორმალურად. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ რეალობაში რუსეთს არ დარჩა ატომური, ბირთვული იარაღის გარდა, სხვა რაიმე საშუალება სამხედრო ძალით დაუპირისპირდეს დასავლეთის ცივილიზაციას. იმიტომ რომ გაზიც და ნავთობიც ჩანაცვლებადია. გასაგებია, რომ გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად სამხედრო ძალა მთლიანად უკრაინაშია, ეკონომიკურად გაზის, ნავთობის და კიდევ ბუნებრივი რესურსების გარდა, სხვა იარაღი არ აქვთ. 

ახლა ჩვენ ვუყურებთ რუსეთის გეოპოლიტიკურ მსოფლიო მარცხს, ეს არ არის, პირობითად მხოლოდ ლუგანსკში მარცხი“, - აცხადებს მელიქიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

📢 „ჩვენ ვერ გადავარჩენთ უკრაინას, ხოლო აშშ-ის ეკონომიკას ვწირავთ“ - ამერიკელმა სენატორმა უკრაინის 40 მილიარდიანი დახმარება დაბლოკა

📢 რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)