ანალიტიკა

ზაზა შათირიშვილი: იმის გამო, რომ ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატობა, გამოვიდოდა ხალხი ქუჩაში და შეიცვლებოდა ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებდა პროვოკაციას, რუსეთი აუცილებლად შემოიჭრებოდა საქართველოში

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი Pia.ge
1659357607
დაკოპირებულია

„მე ვგულისხმობ ნატიფად დადგმულ სცენარს, სადაც იქნებოდა გარკვეული აქცია ცხინვალთან, ცხინვალის ტერიტორიასთან, ან სოხუმის ტერიტორიასთან, რომელიც გაგრძელდებოდა გარკვეული მსხვერპლით. ჩემი აზრით, ასეთმა მოვლენებმა უნდა გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან აგრესია,“ - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრის დროს. 

როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, იყო ორი გზა საქართველოს ომში ჩართვის. რის შემდეგაც, რუსეთის მხრიდან საქართველოს სრული ოკუპაცია მოხდებოდა.

ასევე, მისი აზრით, მოლდოვის და საქართველოს ჩართვა კონფლიქტში რუსეთს უფრო მეტად არაჰუმანური წარმოაჩენდა.

„აქ იყო ორი გზა. იმის გამო, რომ ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატობა, გამოვიდოდა ხალხი ქუჩაში, იქნებოდა აქციები და შეიცვლებოდა ხელისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები შეასრულებდნენ იმას, რაც იყო ჩაფიქრებული. გააკეთებდნენ პროვოკაციას, აუცილებლად რუსეთი შემოიჭრებოდა აქ, რომელიც, ალბათ ძალიან ტრაგიკულად დამთავრდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკელებს ესმით, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. ხანდახან, შეიძლება გაიწიროს სტრატეგიული პარტნიორი, როგორც მომხდარა ხოლმე. ვიმეორებ, მაგალითად ავღანეთი გაიწირა, 20 წელი იყო ომი და ისე მიატოვეს, როგორც არაფერი. ანუ, რაღაც მომენტში, მე ჩემს სტრატეგიულ პარტნიორზე უარი ვთქვა, თუ ეს სჭირდება მსოფლიო სიკეთეს. მსოფლიო სიკეთე რა არის, დემონური რუსეთი დამარცხება. აი, ამ მიზნისთვის ყველა საშუალება კარგია. საუბარია საქართველოს მთლიან ოკუპაციაზე. მოდი, ახლა ვაღიაროთ ასეთი რაღაცა, ვერ მოხდა მსოფლიოს გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ. ისრაელიც კი, არ შეუერთდა სანქციებს. ჩინეთზე და ინდოეთზე არ ვლაპარაკობ. საქართველოს ოკუპირება, მოლდოვის ოკუპირება, უკვე ზრდის მასშტაბებს. რუსეთი ხდება კიდევ და კიდევ, უფრო მეტად არაჰუმანური, სისხლიანი და კიდევ უფრო ბოროტი,“ - განაცხადა ფისოლოფოსმა.