საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კონკურსანტებთან გასაუბრე...
180-მა პირმა, რომლებიც
საოლქო საარჩევნო
კომისიების დროებითი
წევრების ვაკანტურ
ადგილებზე გამოცხადებულ
კონკურსში მონაწილეობენ, 7
აგვისტოს გასაუბრებები
გაიარეს. საარჩევნო
ადმინისტრაციამ კონკურსში
მონაწილეთა გასაუბრებებს
ერთი დღის განმავლობაში 10
რეგიონსა და თბილისში
გაუწია ორგანიზება.
თითოეულ რეგიონში
გასაუბრებები ცესკოს
წევრებმა, როგორც
პარტიების მიერ
დანიშნულმა, ისე
პროფესიული ნიშნით
არჩეულმა წევრებმა,
წარმართეს.