მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი ელექტრონული სერვისები საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის

ახალი ელექტრონული სერვისები საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის

საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი სერვისი სწორედ ჩართული მხარეებისთვის პროცედურების გამარტივების მიზნით დანერგა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საჩივრის ელექტრონულად წარდგენის (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში) პროცედურებს დეტალურად გაეცნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ისინი ასევე გაეცნენ განახლებულ ინფორმაციას - თუ როგორ ხორციელდება ელექტრონული განაცხადების წარდგენა მათი დამკვირვებლების რეგისტრაციის მიზნით როგორც ცენტრალურ, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში.

„საარჩევნო პერიოდში მედია აკრედიტაციის მისაღებად ზემოაღნიშნულ საკითხზე დღესვე შეხვედრა შედგა მედიაორგანიზაციებთან. მათ დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენად იოლი და გამარტივებულია მათი წარმომადგენლებისთვის ელექტრონულად აკრედიტაციის მიღება არჩევნების ეფექტურად გაშუქებისთვის. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვას, პროცედურების გამარტივებას საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის და რა თქმა უნდა, მათთვის უსაფრთხო, სანდო და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში.