მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება“ - ISFED-ის დირექტორი

ISFED) აღმასრულებელი დირექტორი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ორგანიზაციისთვის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება რთული იყო.

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას. ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე“, – წერს ელენე ნიჟარაძე.

👉 ინფორმაციისთვის, 11 დეკემბერს, ISFED-მ განაცხადა, რომ ხმების დათვლისას დაფიქსირებული სხვაობა არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს.

👉 „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხატია დეკანოიძე: ISFED კარუსელითა და მოსყიდვით მოპოვებულ ხმებს არ ითვლის

👉 ISFED 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს

👉 ელისაშვილი: ISFED-ის საარჩევნო შედეგებმა ძალიან დაასუსტა ოპოზიცია, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა