მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

ცესკოს შენობა ახლოდან

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს. 

სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აპირებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

რა გეგმები აქვს ოპოზიციას პარლამენტის შეკრების დღეს?