არჩევნები 2021

არჩევნები 2021 - Live

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 Pia.ge
1633147412
დაკოპირებულია

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

Pia.ge გთავაზობთ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებს მუდმივად განახლებად რეჟიმში.

10.02.2021 08:03 ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე ანა დოლიძე?

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ თბილისის მერის არჩევნებში მე-4 ადგილი აიღო. მეორე ტურის წინ კი აღნიშნა, რომ თუ ვის დაუჭერენ მხარს 30 ოქტომბერს, პარტიის წევრებთან და ამომრჩევლებთან ფართო კონსულტაციის შემდეგ დააფიქსირებს.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მეორე ტურში მათ მხარდამჭერებს მნიშვნელოვანი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი.

„ჩვენ გვინდა შეექმნათ ახალი პოლიტიკა საქართველოში, ვთავაზობთ ჩვენს წევრებს, ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციებს.

ჩვენ დავუკავშირდებით პარტიის თითოეულ წევრს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩავატარებთ კვლევებს, როგორც პირადად, ასევე სოციალური ქსელის დახმარებით, რათა გავიგოთ საზოგადოების შეხედულება თუ როგორ უნდა მოიქცეს პარტია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

10.02.2021 08:03 ჯიმ რიში: საქართველოში ჩატარებული არჩევნებით იმედგაცრუებული ვარ

აშშ-ის სენატის წევრი ჯიმ რიში საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და ამბობს რომ ის იმედგაცრუებულია. ინფორმაციას foreign.senate.gov ავრცელებს.

„ამ არჩევნების შედეგად მე ძალზე იმედგაცრუებული ვარ. არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 2012 წლის კენჭისყრას, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ დააკვირდება არჩევნების მეორე ტურს. ძალზე შეშფოთებული ვარ ინფორმაციით დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ. ვინაიდან საქართველოში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რაც ეუთომ პირველ ტურში დააფიქსირა. საუბარია ძალადობაზე და ოპოზიციური პარტიებისთვის შექმნილ არათანაბარ პირობებზე“ წერს რიში.

სენატორის თქმით, ღია და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანდობლივი თვისებაა.

10.02.2021 08:03 იხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან ქუთაისელებს მიმართავს და წერილს ავრცელებს.

სააკაშვილი საზოგადოებას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ჩემო ძვირფასო და განსაკუთრებულო ქუთაისელებო!

იცით, როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები გვაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

ახლა თქვენ გყავთ ძალიან კარგი კანდიდატი. შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილას გავიდა და თქვენ მათ ხმა მიეცით დიდი ზეწოლის ფონზე. აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოთ და ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია, თითოეულმა თქვენგანმა.

გთხოვთ, იაქტიურეთ. საქართველოს და თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის ბედი წყდება. სიყვარულით მიხეილ სააკაშვილი“ , - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

10.02.2021 08:03 „არც ჩვენ დავახევთ გახარიას კალთებს თანამშრომლობისთვის“ - მამუკა მდინარაძე

„არც ჩვენ დავახევთ კალთებს გახარიას თანამშრომლობისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა

მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას უპასუხა და აღნიშნა, რომ არც მმართველ გუნდს სურს ექსპრემიერთან მეორე ტურში თანამშრომლობა.

„არც ჩვენ დავახევთ გახარიას კალთებს თანამშრომლობისთვის, მაგრამ მინდა მივმართო, როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს, წინ არის მართლაც მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. მეორე ტურში კი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე, რეფერენდუმთან მიმართებაშიც კი გასცემს საკადრის პასუხს.

ბევრი ნამდვილად არ არის, სადაც შეიძლება ჩვენ უმრავლესობა ვერ შევქმნათ. ერთი არის ასეთი, შეიძლება ეს იყოს ზუგდიდში, სხვაგან ჩვენ დავაკომპლექტებთ უმრავლესობას. ზუგდიდშიც ვნახოთ როგორ იქნება.

მსოფლიოში არ ტარდება ისეთი არჩევნები, სადაც შენიშვნა საერთოდ არ არსებობს. ასეთი არჩევნები მსოფლიოში ჯერ არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ზოგან არის უფრო ხისტი, ზოგან უფრო კრიტიკული, ზოგან ნაკლებად. ჩვენ, რაც მთავარია მივიღეთ შეფასება, რომ ეს არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, თავისუფალი და კონკურენტული“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

10.02.2021 08:03 „მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც არჩევანი გააკეთა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის სფეროში“, - წერს შარლ მიშელი.

10.02.2021 08:03 „თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“ - თეა წულუკიანი

„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ვინმეს საზეიმოდ აქვს საქმე ოპოზიციაში, ეს ალბათ გახარიაა. იმიტომ რომ მან არაერთ ქალაქში, პირველ რიგში ზუგდიდში, ასევე სხვაგან, იძია შური საკუთარ პარტიაზე წარმატებით და ის დაამტკიცა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ქართული ოცნებისთვის ხმების წასართმევად და ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა არ არის მოსაწონი საქციელი და ადამიანურად დასანანია. მინდა ყველა მის ამომრჩეველს, რომლებიც ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ, ვუთხრა, რომ იმედია ამ შედეგმა თქვენ თვალები აგიხილათ, რომ მან შური იძია ქართულ ოცნებაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წასართმევად და მმართველი პარტიისთვის ზიანის მოსაყენებლად გამოვიდა.

„საინტერესოა, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს გახარია საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში. ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“. იმედი მაქვს, რომ მისი ამომრჩეველი ბრძენი ამომრჩეველია, იქ არიან პატივსაცემი ადამიანები, ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, ვინც დაუბრუნდებიან საკუთარი პარტიის მხარდაჭერას, რადგან ჩვენ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს განვითარების შესაძლებლობა. დამერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი საქმე“, - აცხადებს წულუკიანი.

10.02.2021 08:03 „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში საკრებულოების მანდატების 66% მოიპოვა“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე საზოგადოებას მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მანდატების გადანაწილების შესახებ ინფორმაციას წარუდგინა.

„შევაჯამეთ მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შედეგები პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით და გვსურს გაგაცნოთ აღნიშნული მონაცემები.

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2068 მანდატი.

აღნიშნული მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა:

⭕„ქართული ოცნება“ - 1331

⭕„ნაციონალური მოძრაობა“ - 502

⭕„საქართველოსთვის“ - 109

⭕„ლელო“ - 27

⭕„ევროპული საქართველო“ - 18

⭕„მესამე ძალა“ - 8

⭕„მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - 6

⭕„პატრიოტთა ალიანსი“ - 5

⭕„ევროპელი სოციალისტები“ - 4

⭕„ლეიბორისტული პარტია“ - 3

⭕„სახალხო პარტია“ - 3

⭕„პროგრესი და თავისუფლება“ - 2

⭕„ანა დოლიძე ხალხისთვის“ - 2

⭕„მოქალაქეები“ - 1

⭕„გირჩი“ - 1

⭕„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1

⭕დამოუკიდებელი დეპუტატები - 2

მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66%. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68%-მდეც გაიზრდება.

ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოებში მიიღო მანდატების 25%, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად - მანდატების 9%. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

10.04.2021 14:16 „ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“ - კობახიძე გახარიაზე

„ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხა და მას მოღალატე უწოდა.

კობახიძის თქმით, გახარიას პარტია „აუცილებლად დაიშლება და მოიშლება“.

„რა თქმა უნდა გახარიას, მოღალატის პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მაგრამ რაც შეეხება თვითონ მის პოლიტიკურ პარტიას ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება. ჩვენ ვაანონსებდით არჩევნების შემდეგ, ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას.

იცით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მეორე დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის რომ მოღალატეა და შესაბამისად პირველ რიგში თავის თავს ემალება ამ არ გამოჩენით“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

10.04.2021 10:55 „დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი

„ქართული ოცნება“, როგორც პარტია, გამარჯვებულია და ბევრად მეტი ხმა აქვს, ვიდრე ოპოზიციის მიერ გამოგონილი და გარედან ბეჭედდასმული 43 პროცენტი იყო. შესაბამისად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი საბოლოოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი ციხეშია, რუსთაველზე რევოლუციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზატორობის ნაცვლად. უფრო მეტიც, ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია, რომ ზოგიერთ ადგილას მაინც ოპოზიცია მეორე ტურში გადავიდა და სისხლიანი რევოლუცია ჩაფლავდა (უცნაურია მისგან, მაგრამ ასე გვაუწყებენ მისი მეგობრები).

დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც. „ოცნების“ გუშინდელი პარტიული შედეგი (აღარაფერი რომ არ ვთქვათ გამარჯვებული მერებისა და მაჟორიტარების ოდენობაზე), აჩვენებს, რომ შარშანდელი არჩევნების სიყალბეზე საუბარი იყო უცხოელების თავის მოსაწონებლად ოპოზიციის მიერ გამოგონილი მითი.

მოკლედ... ახლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად, სადაც აუცილებლად დამარცხდებით. ეს შემოგითვალათ გუშინ იმ აღფრთოვანებულმა კაცმა ციხიდან, რომლის დანაშაულებზეც იდექით მთელი ცხოვრება. დანებდითო? ჰოდა, კარგიაო, გითხრათ.

P.S. ბელადმა, მომწონს აქაურობაო, კარგად უმუშავია „ქართულ ოცნებას“ ციხეებში პირობების გასაუმჯობესებლად და დუბინკებით კი არ მომიწყვეს დერეფანში ე.წ. მიღება, არამედ სელფი გადაიღეს ჩემთან ერთადო (რავა მოუხდა სამშობლოს ჰავა, რაც ჩამოვიდა, სუ აღფრთოვანებული და გაღიმებულია)“, - აღნიშნავს წულუკიანი.

მისი თქმით, ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია, რომ ზოგიერთ ადგილას მაინც ოპოზიცია მეორე ტურში რომ გადავიდა.

„ჰოდა, ახლა ორი კითხვა:

1. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ტელევიზორი ფუფუნება არაა, ყველას აქვს. პატიმარმა თავად უნდა შეიტანოს თავის საკანში, როგორიც უნდა ისეთი, და როცა სახლში წავა, თან წაიღებს (ვგულისხმობ, რომ მიშასნაირებს მიაქვთ ხოლმე). და უყიდეთ? შეუგზავნეთ? ჯერ არა? აჰ. გასაგებია, გირჩევნიათ, რომ თქვენ მიერ მოყოლილი ამბების მიხედვით არეგულიროთ მისი აღფრთოვანება. ასე ჯობს მართლაც, მისთვისაც და თქვენთვისაც.

2. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში, ასევე, შეიძლება კომპიუტერის ქონა, თუ დაასაბუთებს, რომ სჭირდება (მემუარების წერა თუ გადაწყვიტა, მაგალითად), მაგრამ მკაცრად აკრძალულია ინტერნეტი და ტელეფონი. მაშ, ვინ წერს ამ პოსტებს სოციალურ ქსელებში ბელადის სახელით? თქვენვე წერთ? თუ, გიკარნახებთ ხოლმე შეხვედრისას აზრს და მერე ლამაზ ფორმულირებებს და შეძახილებს თქვენ არეგულირებთ? გმადლობთ, ყველაფერი გასაგებია. თქვენი სათამაშო, რომ გახდა ეს ამოდენა ბელადი, მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად“, - წერს თეა წულუკიანი.

10.04.2021 12:29 „ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების იდეასთან დამშვიდობება მოუწია“ - წულუკიანი

„ერთადერთი რაც ოპოზიციას დარჩა მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაა,“ - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ მარცხი განიცადა.

ვიცე პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციის ანგარიშზე იმედგაცრუებაა და მათი ბელადი საპატიმროში იმყოფება.

„მინდა ყველას მივულოცო ორშაბათის დილა მშვიდი და სტაბილური ჩვენს ქვეყანაში, რაც საერთოდ არ შედიოდა პოლიტიკური დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში. ეს ნამდვილად მოსალოცია და მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც სტაბილურობას, სიმშვიდეს და შესაბამისად „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გამოვუცხადო.

ჩვენმა პარტიამ დადო ის შედეგი, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი 43 და ნაკლები პროცენტი. შესაბამისად ასევე მარცხი განიცადა პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ფიქრობდა რომ დღეს ისაუბრებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად მათ მოუწიათ, რომ ამ იდეას დამშვიდობებოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო სამი წელი ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ და იმედი მაქვს ცოტა უფრო მეტად პოლიტიკურად დამშვიდებულ ატმოსფეროში იმისთვის, რომ დავდოთ კიდევ უფრო მეტი შედეგი.

ასევე დღეს მავანი ფიქრობდა, რომ იქნებოდა ხელისუფლებაში, თუმცა ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში.

მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა ის რაც პრემიერმა არაერთხელ განაცხადა და ასევე პარტიის თავმჯდომარემაც, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ გუშინდელიდან მდგარიყო აქციაზე და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისათვის.

ერთადერთი რაც ოპოზიციას დარჩა არის რამდენიმე ოლქში მეორე ტურში მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი როგორღაც საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და მეორე ტურში მონაწილეობას მიღებას. სწორედ ეს არის დემოკრატია. რა თქმა უნდა ისინი მეორე ტურში აუცილებლად დამარცხდებიან“, - აღნიშნა წულუკიანმა.

10.04.2021 11:34 საქართველოში ოპოზიცია დიდ ქალაქებში მეორე ტურისთვის ემზადება, სააკაშვილი ციხეში რჩება - BBC

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა თითქმის ნახევარი მიიღო, მაგრამ დიდ ქალაქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადება. ამის შესახებ BBC იუწყება.

BBC იუწყება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ და მისმა დაკავებამ, შესაძლოა, ოპოზიციის მომხრეები გაააქტიურა, მაგრამ, გამარჯვება მან ვერ შეძლო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, პარტიული სიებით მუნიციპალურ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 47% მიიღო. ამასთანავე მერების არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა პირველ ტურში ვერც ერთ დიდ ქალაქში ვერ მოიგეს და ოპოზიცია ამას დიდ მიღწევას უწოდებს. საქართველოს მოსახლეობა მერებს და საკრებულოს წევრებს 64 მუნიციპალიტეტში ირჩევდა, მათ შორის ხუთ დიდ ქალაქში.

ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებდა და ამბობდა, რომ ის „ქართული ოცნების“ 9-წლიან მმართველობას დაასრულებს. ოპოზიცია ამ მოლოდინებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე ევროკავშირის შუამავლობით საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირებდა.

ამ შეთანხმების მიხედვით, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს იღებდა, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. მოგვიანებით „ქართული ოცნება" ამ შეთანხმებიდან გავიდა და განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. ამის მიუხედავად, 43%-იან ბარიერს ანალიტიკოსები „ქართული ოცნებისთვის" სერიოზულ ტესტს უწოდებდნენ .

ვითარება დაიძაბა არჩევნების წინა დღეს, როდესაც საქართველოდან 8 წლის წინ წასული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უეცრად ქვეყანაში დაბრუნდა და მოუწოდა მომხრეებს 3 ოქტომბერს „დაიძრნენ დედაქალაქისკენ ხმების დასაცავად“.

ოპოზიციისთვის მოლოდინის პარტიული სიებით კენჭისყრასთან დაკავშირებით არ გამართლდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების 31% მიიღო, მაშინ, როდესაც მმართველმა ძალამ პროპორციულ არჩევნებში 47% მიიღო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისთვის სერიოზული გარღვევა მოხდა, რადგანაც 5 თვითმმართველ ქალაქში ერთ თვეში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. მისი თქმით, ოპოზიცია არეულობას ცდილობდა, რაც მას არ გამოუვიდა. პრემიერის ინფორმაციით, მეორე ტური ოლქების 31%-ში დაინიშნა.

თბილისის მერის არჩევნების ყველაზე პრინციპულად ითვლებოდა. არჩევნებში 16 კანდიდატი მონაწილეობდა. „ქართული ოცნების" კანდიდატმა ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ხმების 45% მიიღო. გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-ზე მეტი უნდა მიეღო. ასევე მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია გავიდა, რომელმაც 34% მიიღო.

მეორე ტური რუსთავში, ქუთაისში, ფოთში და ბათუმშიც გაიმართება. ორ ქალაქში ოპოზიციური კანდიდატები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უსწრებენ. პროპორციულ არჩევნებში თბილისის არჩევნებში მმართველმა პარტიამ 40% მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 28%.

3 ოქტომბრისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული მრავალათასიანი მსვლელობა არ შედგა. თავად სააკაშვილი ახლა ქალაქ რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი თბილისში არჩევნების წინა დღეს დაბრუნდა და ის დააკავეს. ბოლო 8 წელია ექსპრეზიდენტი უკრაინაში ცხოვრობდა, მაგრამ ის საქართველოს პოლიტიკაში მაინც ჩართული იყო. ის ორი მუხლით დაუსწრებლად იყო გასამართლებული. ასევე მის წინააღმდეგ დამატებით საზღვრის უკანონო კვეთისთვის საქმე აღიძრა. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ციხიდან გამოუშვან და ის უკრაინაში დაბრუნდეს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც არჩევნებს აქტიურად აკვირდებოდნენ, განაცხადეს, რომ ის კონკურენტული იყო, ამასთანავე საარჩევნო პროცესს ხელი შეუშალა კანდიდატების არათანაბარმა პირობებმა, ამომრჩეველზე ზეწოლამ და მოსყიდვამ.

მათი განცხადებით, ის ფაქტი, რომ დარღვევების მიუხედავად, ოპოზიცია მეორე ტურში ბრძოლას აპირებს, მნიშვნელოვან პროგრესს ნიშნავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არ აღიარა და მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ასევე ოპოზიცია თავდაპირველად პარლამენტის მუშაობასაც ბოიკოტირებდა.

10.04.2021 09:28 „ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“ - აშშ-ს საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ.

მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ მეტი ხმა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ არჩევნებში ადგილობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებობა დაკარგული შესაძლებლობაა ამ მიზნის მიღწევის გზაზე.

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.

ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს”, „საიას”, „მრავალეროვან საქართველოსა”, და „საერთაშორისო გამჭვირვალობას”, საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.

„სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.

ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს.

შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხმევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩო აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური არის პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

„ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცით და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

10.04.2021 00:43 დიდი ბრიტანეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებას მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთი საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო /ოდირის 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შეფასებას, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ის დარღვევების შესახებ შეტყობინებამ დაჩრდილა.

წამოჭრილი შეშფოთება უნდა მოგვარდეს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე მე -2 ტურისთვის კამპანიას საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ჩაატარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

10.03.2021 22:42 „პორშეს გათამაშება შეცდომა იყო“ - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ „პორშეს“ გათამაშება შეცდომა იყო.

ხვიჩიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნებმა ცვლილების და სიახლის მიმართულება არ აჩვენა.

„ამ არჩევნებმა სიახლის და ცვლილებების მიმართულება არ აჩვენა და დაგვაბრუნა მყარად ჩაბეტონებულ „მიშაბიძინა“ ნარატივში. გამარჯვებული არსებობს ორი პარტია, გულწრფელად მინდა ამ ორ პარტიას გამარჯვება მივულოცო. ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. რა შეიცვალა ქვეყანაში ? მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა მამაცურად იბრძოლა, ზის ციხეში და აღფრთოვანებულია შედეგებით.

რა დარჩა ოპოზიციას გარდა იმისა, რომ შუა გაკრეფილია, მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში ან კარგ შემთხვევაში არის დეპორტირებული. ჩვენ არავის არ დავუჭერთ მხარს, გირჩის პოზიცია გაცხადებულია დიდი ხანია. არასერიოზულია ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ ვინმეს მისცეს ხმა.

მგონი არცერთი არ ვართ გამარჯვებული, არც ზურა ჯაფარიძე. ორივე მხარე დაგვსაჯა ამომრჩეველმა არასწორი ნაბიჯების გამო, რომელიც მგონია რომ უნდა გავიაზროთ. ეს არჩევნები შანსიც არის დაინახო, რომ ფუნდამენტურად არასწორ გზაზე დგახარ და უნდა შეცვალო შენი მიმართულება“, - აღნიშნა ხვიჩიამ „რუსთავი 2“ - ის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე პორშეს გათამაშება იყო თუ არა შეცდომა, ხვიჩია ამბობს, რომ შეცდომა იყო.

„კი შეცდომა იყო, არასწორი დაპირება იყო როგორც ასეთი, მაგრამ დაპირება ჩვენ გადაჭარბებით უნდა შეგვესრულებინა და შევასრულეთ. შეცდომა იყო თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ლატარიის კომპანია“, - დასძინა იაგო ხვიჩიამ.

10.03.2021 20:53 „ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგება მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს“ - გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგება მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს.

გოცირიძის თქმით, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება მეორე ტურებზე.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგება მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს. მთავრდება რიგგარეშე არჩევნები „ოცნების“ სრული კრახით“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

10.03.2021 19:05 „რეჟიმის დამარცხების ბოლომდე მისაყვანად, საჭიროა მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა“ - ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა მეორე ტურებში ამომრჩეველმა მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭიროს.

„არ არის დასამალი, რომ სასურველი იყო არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა მაგრამ ფაქტია, რომ იმ სივრცეში ანუ ურბანულ სივრცეში, სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებულები და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად მთავრობის რეპრესიების წინაშე.

იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში.

პირველი ნაბიჯი არის მეორე ტურებში მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატების და მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს იმისდა მიუხედავად, როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიასა და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ

10.03.2021 19:16 თაკო ჩარკვიანი ქართველ ემიგრანტთა ჯგუფთან ერთად ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ქართველ ემიგრანტთა ჯგუფთან ერთად ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებს.

როგორც თაკო ჩარკვიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ქართველ ემიგრანტთა ჯგუფი მასთან სპონტანურად მოვიდა. ჩარკვიანი აცხადებს, რომ ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ხმების დაცვას აპირებენ.

„სპონტანური შეხვედრაა, მოგვადგა ემიგრანტთა ჯგუფი. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ეს არის უმცირესი ჯგუფი როგორც თვითონ ამბობენ.

დღეს არის 3 რიცხვი, მოგეხსენებათ მძიმე დღე იყო. წარმოიდგინეთ რა ვითარებაა საქართველოში პრაქტიკულად არჩევნები მოგებული გვაქვს. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილმა პრემიერმა გახარიამ თავისი შარდი არ ანდო ამ ექსპერტებს და მართლმსაჯულებას, ჩვენი ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში ამ მართლმსაჯულებას უნდა ვანდოთ? ეს არის სასაცილო მდგომარეობა და ჩვენი ხმები უნდა ვანდოთ?

მოგებულია არჩევნები და ეს ადამიანები თავიანთი ხმების და პრეზიდენტის დაცვას აპირებენ. ხვალ 12:00 საათისთვის კონკრეტული საინფორმაციო გეგმა გვექნება დიდი ფართომასშტაბიანი აქციისა“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

10.03.2021 18:35 „სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება გაუმართლებელია“ - ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული შედეგით კმაყოფილია.

მისი თქმით, სააკაშვილი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას მოთმინებისკენ მოუწოდებს, რათა მან მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვოს.

„ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ თავისი დიდი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს.

არ გაჰკვირვებია ზელენსკის განცხადება, რადგან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში, მიიღო როგორც მოცემულობა. იმას, რაც დამაბარა, მოგვიანებით გავავრცელებ“, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.

10.03.2021 18:35 „სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება გაუმართლებელია“ - ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული შედეგით კმაყოფილია.

მისი თქმით, სააკაშვილი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას მოთმინებისკენ მოუწოდებს, რათა მან მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვოს.

„ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ თავისი დიდი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს. მას არ გაჰკვირვებია ზელენსკის განცხადება, იცით რომ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, ის დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში, მიიღო როგორც მოცემულობა. ის, რაც დამაბარა, მოგვიანებით გავავრცელებ“, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.

10.03.2021 18:28 „ლელო“ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დაუჭერს

პარტია „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დაუჭერს. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა დიდ ქალაქებში გაიმარჯვონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში, რადგან ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

10.03.2021 17:38 „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები მერვედ დამარცხდნენ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას.

„მინდა პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად, მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად.

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები მეორე ტურებში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მათი ნდობისთვის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10.03.2021 17:33 ბადრი ჯაფარიძე: სააკაშვილის დაკავებამ პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია მოახდინა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში მისი პარტია ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის დაკავებამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია.

„პირველ ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააკაშვილის დაკავებამ მოახდინა რადიკალიზაცია პოლიტიკური ველის. ამან შეცვალა საარჩევნო დღის შედეგები, საარჩევნო გარემო და იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე. ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ისინი გადავიდნენ მეორე ტურში. ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება დიდ ქალაქებში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა და სულ სხვა გარემოს, ბევრად უფრო ჯანმრთელს, გამჭირვალეს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

10.03.2021 17:21 წინასწარი მონაცემებით ბათუმსა და ქუთაისში საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა

წინასწარი მონაცემებით 4 თვითმმართველ ქალაქში ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავში შედეგები ასე გადანაწილდა:

ბათუმი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 15 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული)
„ლელო“- 1 მანდატი;
„გახარია – საქართველოსთვის“- 3 მანდატი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -16 მანდატი (აქედან 4 მაჟორიტარული)

ქუთაისი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 14 მანდატი (აქედან 2 მაჟორიტარული);
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“- 1 მანდატი;
„გახარია – საქართველოსთვის“ - 2 მანდატი;
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 18 მანდატი (აქედან 5 მაჟორიტარული).

ფოთი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 11 მანდატი (აქედან 1 მაჟორიტარული);
„გახარია – საქართველოსთვის“ - 4 მანდატი;
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 20 მანდატი (აქედან 6 მაჟორიტარული).

რუსთავი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული);
„გახარია – საქართველოსთვის“- 3 მანდატი;
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 15 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული);
1 მაჟორიტარულ ოლქზე გაიმართება მეორე ტური „ქართულ ოცნებასა“ და „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიებს შორის.

10.03.2021 16:52 „სასურველი იქნებოდა პატარა პარტიებს მეტი შანსი მისცემოდა“ - სალომე ზურაბიშვილი

„არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმსაზღვრელია.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამე თუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება. ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მსურს, ყველა მოქალაქეს ამისათვის მადლობა გადავუხადო.

მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა - არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის.

„ეს არჩევნები, ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. პანდემიის მიუხედავად უსაფრთხო არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდრეგულაციების დაცვა და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობა. მე მინდა, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას ამისთვის მადლობა მოვახსენო.

ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. ამის მიუხედავად, მე მაინც მექნება სამი ძირითადი შენიშვნა:

ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს - მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამე თუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.

ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.

და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, მათ ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

10.03.2021 16:33 ვის დაუჭერს მხარს გახარიას გუნდი? - კახა ქემოკლიძის პოზიცია

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ სატელევიზიო ეთერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ისინი წნეხის ქვეშ ოპონირებდნენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მხოლოდ საქართველოსთვის. არ ვფიქრობდით, როდესაც პოლიტიკაში შემოვდიოდით, ეს იქნებოდა წითელი ხალიჩა თეთრი ვარდებით მოფენილი, ეს იქნებოდა რთული გზა და ესეც დადასტურდა. წნეხის ქვეშ ვიოპერირეთ მთელი 4 თვის განმავლობაში, ჯვარედინი ცეცხლის პირობებში. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, ყველა სხვა წვრილ პარტიასთან ერთად ოპოზიციურ ველზე, ისევე როგორც, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ებრძოდა გახარიას გუნდს.

ამ ფონზე, პარტიამ მოახერხა, მოჯადოებული წრის გარღვევა და საკმაოდ კარგი რეზულტატის ჩვენება“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

წამყვანების კითხვას, უერთდება თუ არა ოპოზიციის ზეიმს პარტია „საქართველოსთვის“ ? - პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

„ჩვენ ფაქტებს ვაფასებთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ვხედავთ შედეგს. ჩვენი პარტია იბრძვის ცვლილებებისთვის, იმისთვის რომ სახელმწიფო „ქართულმა ოცნებამ“ არ დააბრუნოს იმ ბნელ, რთულ წლებში როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცოცხლის ბალიში აჩუქა. ჩვენი პარტია, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართული ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

10.03.2021 16:23 როგორ განაწილდება ადგილები თბილისის საკრებულოში? - შედეგები

621 უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისის საკრებულოში 6 პოლიტიკური პარტია მოხვდა, რომელთაც 2.5-%-იანი ბარიერი გადალახეს.

ესენი არიან:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -107 097 ხმა (28.09 %),

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -154 314 (40.47 %),

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 12 335 (3.24 %)

„გახარია – საქართველოსთვის“ – 33 434 (8.77 %),

„ლელო“ – 13 470 (3.53 %)

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“- 9 823 (2.58 %).

რაც შეეხება საკრებულოში მოპოვებულ მანდატებს, ამ დროის მონაცემებით:

„ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული),

„ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული),

„გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული),

„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული),

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული)

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 10 რაიონიდან 9-ში მოიპოვეს გამარჯვება.

ერთადერთი რაიონი, რომელშიც ამ დროის მონაცემებით 40%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ ლახავს, საბურთალოა. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ავთანდილ ცინცაძეს 38.76% აქვს, ხოლო ბორის ყურუას „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ – 14.29 %. შესაბამისად, საბურთალოზე მეორე ტური ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

10.03.2021 15:28 „გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“ - სოსო ცინცაძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები პირველად, ევროპული არჩევნების სტილში ჩატარდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ფსიქოლოგიურად კოალიციური მთავრობისთვის მზად არ არის.

როგორც ცინცაძე აღნიშნავს, „ოცნება“ რეფერენდუმს არავითარ შემთხვევაში არ დანიშნავს.

„რა საკვირველია, არავინ არ ელოდა იმას, რომ საქართველოში ჩატარდებოდა არჩევნები ევროპული არჩევნების სტილში. წინა არჩევნებთან შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ რაღაც პროგრესი იყო სამართლიანობის თვალსაზრისით. ამ არჩევნებზე უფრო ნაკლები დარღვევები იყო. ეს ყველაფერი, შესაძლოა, განაპირობა უცხოელთა მეგობრების დიდმა არმიამ და საერთო სიტუაციამ. გინდ 43%-მდე მიეღო „ოცნებას“ არავითარ რეფერენდუმს არ დანიშნავდა გამორიცხულია, რადგან ის არ არის მზად, არა თუ დამარცხებისთვის, არამედ კოალიციური მთავრობისთვისაც კი. მათ სჭირდებათ დრო, ფსიქოლოგიურად შეეგუონ კოალიციური მთავრობის აუცილებლობას“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

სოსო ცინცაძის თქმით, ყველაზე გადამწყვეტი თბილისის არჩევნებია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ მისთვის გახარიას დაბალი ხმები „მინი სენსაცია“ იყო.

„მინის სენსაციად იქცა ჩემთვის გახარიას დაბალი ხმები, თუმცა ეს კანონზომიერი იყო იმ მხრივ, რომ აბსოლუტურად აპოლიტიკური, მცდარი კურსი დაიკავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანიაში, „ოცნებასთან“ მიმართებით.

„ოცნებამ“ დაბალი ხმები მიიღო მოსალოდნელთან შედარებით, თუმცა მაინც წარმატებაა იმ მდგომარეობის ფონზე, რაშიც აღმოჩნდა „ოცნება“, ამას უნდა უმადლოდეს პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირდაპირ ქალბატონ ბოკუჩავას. ბოკუჩავა ტელევიზიაში უფრო მკაცრად აკრიტიკებდა გახარიას ვიდრე ოცნებას“, - აღნიშნავს ექსპერტი.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკა არ არსებობს.

„პოლიტიკაში არსებობს ჯერ კიდევ რომაელების მიერ დადგენილი მაქსიმა - „ჩემი მტრის მტერი ჩემი მოკავშირეა“. აი, ეს, თავდაყირა დააყენა „ოცნებამ“ და ეს მაქსიმა შეცვალა ცრუ მაქსიმით, - „ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერიც არის“.

საკითხავია, გახარიას მომხრეები მეორე ტურში მისცემენ მელიას ხმას? - ეს 9% ნამდვილად გადამწყვეტი იქნებოდა მელიას გამარჯვებისათვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკა არ არსებობს, აქ ყველაფერი პირადულ სიმპათიურ ანტიპატიურობაზეა დამოკიდებული. პოლიტიკაში მთავარი არის ინტერესები და არავითარი პიროვნული გრძნობები. ყველა დარწმუნდა იმაში, რომ გახარია არ არის ივანიშვილის კაცი“ , - დასძენს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კაზუსი იყო.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნებაც“ ერთნაირად უტევდა გახარიას. გახარიას შეეძლო მეტი დახმარება აღმოეჩინა ოპოზიციისათვის, თუმცა ოპოზიციამ არ მისცა მას ამის საშუალება და „მოიმკა ის, რაც დათესა“. გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო.

გაერთიანდებიან კი მეორე ტურამდე? - სამწუხაროდ ჯერ არ გვინახავს იმის პრეტენდენტი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის ხმები გამთლიანებულიყოს და არც ის გვინახავს, ოპოზიციის ლიდერს მეორე ტურში გაემარჯვოს.

ნორმალურ ქვეყნებში, ამომრჩეველი ხალხია და არა ბრბო, ჩვენთან ბრბოსთან გვაქვს საქმე, ჩვენთან ხალხი და საზოგადოება არ არსებობს. ყველა ლოგიკური გათვლით, მეორე ტურში საქართველოს უნდა ჰყავდეს ოპოზიციონერი მერი. „ოცნებამ“ თავისი რესურსი უკვე ამოწურა. პოტენციური რესურსი მელიას მეტი აქვს. არ გამოვრიცხავ იმას, რომ გახარიას მხარდამჭერებმა და რამდენიმე პარტიამ, რომელთაც არ უნდათ მელია გახდეს მერი, საერთოდ არ მისცეს ხმა. არც იმას გამოვრიცხავ, კიდევ რაღაც სიურპრიზები მოხდეს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

10.03.2021 15:01 „გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“ - ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პოსტს აქვეყნებს.

გვარამია, ბიძინა ივანიშვილს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

„ბატონო ბიძინა, ნუღარ აყოვნებთ. გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები. იცით, რომ ეს გარდაუვალია. მოგიწევთ მაინც მალე. ჯობია სწრაფად, ღირსეულად და სახის შენარჩუნებით. ყოველგვარი ნიშნის მოგების და ცინიზმის გარეშე. ღირსეული დამარცხება გამარჯვების ფორმაა. უღირსი დამარცხება - სოციალური სიკვდილის. გამოდით“, - წერს ნიკა გვარამია.

10.03.2021 14:21 დათვლილია 99.9% - საქართველოში ქართული ოცნება ლიდერობს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები ცნობილია. ამ დროისთვის, 3743-დან დათვლილია 3740 უბნის მონაცემები.

თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში პროპორციული არჩევნებით მმართველი გუნდი ლიდერობს.

ამ დროისთვის პარტიებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

✔️ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ 23615 - (1.34 %)

✔️ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 29269 - (1.66 %)

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 540469 - (30.07 %)

✔️ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ 14671 - (0.83 %)

✔️ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 25664 - (1.46 %)

✔️ „ლელო“ 47791 - (2.71 %)

✔️ „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 24275 - (1.38 %)

✔️ გახარია - საქართველოსთვის 137181 - (7.79 %)

✔️ „ელენე ხოშტარია - დროა“ 10862 - (0.62 %)

✔️ „გირჩი“ 16735 - (0.95%)

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 821225 - (46.65 %)

✔️ „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2542 - (1.44 %)

✔️ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 14928 - (0.85 %)

10.03.2021 14:12 დათვლილია ხმების 96.2% - თბილისში მეორე ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით დათვლილია ხმების 96,2%, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს, თუმცა, მეორე ტური ჩატარდება.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 33.94%

👉N25 „საქართველოსთვის“ გიორგი გახარია - 9.33%

👉N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო კახა კალაძე - 44.96%

👉N48 „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ანა დოლიძე - 4.64%

10.03.2021 12:52 „ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას“ - ანა ბუჩუკური

„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლებას ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა განაცხადა.

მან 2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდებოდა დარღვევები, რომელზეც მისი გუნდის სახელით 250-ზე მეტი საჩივარი დაიწერა.

„ყველასთვის ცნობილია რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ გუშინ მიმდინარეობდა უპრეცედენტო ზეწოლა ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას და შრომას საქართველოსთვის.

2 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. კარუსელის ფაქტებს, ასევე გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მთავარია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი.

ახლა ჩვენი პარტიისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა, ჯერ ველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემებს, ჩვენს საჩივრებზე საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

10.03.2021 12:38 „შეიძლება რაღაც დავაკელი, ამისთვის ბოდიში“ - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის მზად არის.

„მოგესალმებით ყველას! პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საარჩევნო პროცესში პირველივე დღიდან იყო ჩართული. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48 პროცენტიანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ. თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა.

დღეს, არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში.

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

10.03.2021 11:53 „თქვენი ბელადი არის ციხეში, თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ“ - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს (ვიდეო)

„მოდით წაგებას სახეს ნუ დააკარგვინებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

გამართულ ბრიფინგზე მან მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „წაგების გამო სახე არ დაკარგონ.“

„თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში, ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ დამარცხების გამო სახე არ უნდა დაკარგოთ.

ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს და თქვენი პოლიტიკური პარტია წააგებდა, თქვენ მიიღეთ 30.69% ამ არჩევნებში და მძიმედ წააგეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქუთაისი და თბილისი წააგეთ, რა მოიგეთ?“ - ჰკითხა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „მათი დაკარგული, წაშლილი სახე მოიგო“.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახე, რომელიც თქვენი სახით საუბრობს და რომელიც დღეს არის ციხეში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

10.03.2021 10:56 რომელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაიმართება არჩევნების მეორე ტური

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური სავარაუდოდ 16 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.

კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერის გადალახვას კანდიდატები შემდეგ თვითმმართველ თემებში ვერ ახერხებენ:

თბილისი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკა მელია - 34,27

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე - 45,28%

რუსთავი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დავით კირკიტაძე - 43,81%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე - 44,92%

ბათუმი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი კირთაძე - 42,59%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი - 41,15%

ფოთი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიგი უგულავა - 37,73%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე - 47,58%

ქუთაისი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხატია დეკანოიძე - 43,82%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი - 41,54%

თიანეთი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ალია არჩემაშვილი - 18,08%

N41ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლევან წიკლაური - 43,19%

ზუგდიდი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ანზორ მელია - 48,17%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მამუკა წოწერია - 41,01%

თელავი

N5ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ბოტკოველი - 44,96%

N41ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლევან ანდრიაშვილი - 47,18%

ხაშური

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იოსებ ბუაძე - 35,53%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ ჩიტიაშვილი - 44,29%

სენაკი

N5ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კობა ნაყოფია - 40,06%

N41ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ვახტანგ გადელია - 41,53%

ოზურგეთი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ღლონტი - 21,41%

N41ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავთანდილ თალაკვაძე - 42,03%

წყალტუბო

N5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზაზა მეტრეველი - 43,64%

N41ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გენადი ბალანჩივაძე - 47,86%

ქარელი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკოლოზ ახალკაცი - 33,59%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზაზა გულიაშვილი - 45,77%

მარტვილი

N5ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თეიმურაზ ჯანაშია - 37,92%

N41ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თორნიკე ჯანაშია - 42,41%

ბაღდათი

N5ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი რობაქიძე - 36,19%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახა ენუქიძე - 49,52%

ჩხოროწყუ

N5ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბადრი ქარჩავა - 34,9%

N41ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დათო გოგუა - 46,53%

ხობი

N5ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბესიკი შენგელია - 35,24%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დავით ბუკია - 46,56%

წალენჯიხა

N5ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ხარჩილავა - 41,02%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გოგა გულორდავა - 37,17%

ცაგერი

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მადონა ბენდელიანი - 15, 63%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ნემსაძე - 49,34%

ხელვაჩაური

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მადონა ბენდელიანი - 41, 18%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზაზა დიასამიძე - 42,9%

10.03.2021 11:04 „ცესკომ პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა“ - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

ოპოზიციური პარტიების მხრიდან ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკომ ერთგვარი პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა.

გიორგი სიორიძის თქმით, იმის გამო, რომ უბნებიდან ოქმების ოლქისთვის და ცესკოსთვის მიწოდება დროულად არ მოხდა, „სავალალო შედეგი“ დადგა.

„როგორც საარჩევნო უბნებზე პროცესის გახანგრძლივება, ასევე, ოლქების დონეზე ოქმების მიწოდება, შემდეგ მათი ცესკოში გადმოგზავნა და გასაჯაროება მიმდინარეობდა ხელოვნურად. ძალიან ვწუხვარ, რომ შემიძლია ახლა ამის თქმა, ასე გვიან.

საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის სავალალო შედეგი, რომ ოფიციალურ განცხადებას ცესკო საზოგადოებას აწვდის ასე გვიან. ეს არის ის ერთგვარი პირველადი ტესტი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, არ არის ჩაბარებული“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

10.03.2021 09:59 „სააკაშვილის „ტრიუკმა“ სერიოზულად დააზიანა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ოპოზიცია“ - გია ხუხაშვილი

„სააკაშვილის „ტრიუკმა“ სერიოზულად დააზიანა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ოპოზიცია, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს პირველად შედეგებს.

მისი თქმით, პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43%-იან დათქმას აქტუალობა დაუკარგა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დასავლეთის მხარდაჭერით პირდაპირი საფუძველი გამოეცალა. პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, პირველ რიგში დიდ ქალაქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი. თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი, რაც მინიმუმ იმის წინაპირობაა, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს ხელისუფლება ცალსახად წააგებს.

სააკაშვილის „ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია (არა ნაც.მოძრაობა), რომლის ჯამური შედეგი შესაძლოა, 5-7%-ით მეტი ყოფილიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ავტომატურად შექმნა მეორე პოლუსის მობილიზაციის საფუძველი, რომელიც ტრადიციულად უფრო დიდი აღმოჩნდა“, - წერს ხუხაშვილი.

10.03.2021 10:07 „მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ჯერ შედეგები ბოლომდე არ გვაქვს, თუმცა, ის, რაც იკვეთება, მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას. გუშინ ყველა ზეიმობდა და გულწრფელობა არ ეტყობოდა არავის. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაცია უფრო დასუსტებული იქნება და ეს კარგია, ოპოზიციის ნაწილში კი ბევრი გვაქვს სამუშაო, კრიტიკის დროა, რომ ერთმანეთის შეცდომები დავინახოთ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მან საარჩევნო პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა მისთვის მოსალოდნელი იყო და მისი გუნდი ამისათვის მზად იყო.

„რთულია ამის შეფასება, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რაც ცუდია, არის ის, რომ ფაქტობრივად, 2 პარტია დაგვრჩა, „ქოცების“ და „ნაცების თამაშს“ დავუბრუნდით, თან ისეთი რაფინირებული სახით, როგორც 2012 წელს გვქონდა.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, თბილისში უარესი შედეგი გვაქვს, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. თუ კოალიციურ იდეას განვიხილავთ, გააჩნია რაზე და როგორ იდეაზე იქნება დაფუძნებული. თუ საჭიროება დადგება, რომ იმ საკრებულოში, სადაც ჩვენ ვიქნებით, ვიღაცას მხარი დავუჭიროთ, მხოლოდ მაშინ მოხდება ეს, როცა კონკრეტულ იდეებზე გვექნება თანხმობა.

უმრავლესობის ლეგიტიმაცია შემცირდა. თუ არსებული მონაცემებით ვიმსჯელებთ, ბევრად უფრო მეტი შანსი რჩება „ქართულ ოცნებას“, რომ შეცდომები დაუშვას და ოპოზიციამ ეს გამოიყენოს. ზოგადად სუსტი ლეგიტიმაციის დროს უფრო მაღალია ალბათობა, რომ მართლა ნამდვილი რეფორმები ჩავატაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

10.03.2021 07:58 ცესკოს პირველადი მონაცემებით წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით წალენჯიხაში მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ხარჩილავა ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ხარჩილავა - 41,02%

N8 „ლელო” - თამარ ბელქანია - 3.06%

N25 გახარია - საქართველოსთვის - ხვიჩა მებონია - 18.74%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - გოგა გულორდავა - 37,17%

10.03.2021 07:50 ოზურგეთის მერის არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ოზურგეთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

N5 „ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი ღლონტი - 21.23%

N25 „გახარია - საქართველოსთვის“ - გივი ცეცხლაძე - 7.06%

N41 „ქართული ოცნება“ - ავთანდილ თალაკვაძე - 43.86%

N54 დამოუკიდებელი კანდიდატი - გოჩა ძამისტარიშვილი - 0.85%

N56 დამოუკიდებელი კანდიდატი - კონსტანტინე შარაშენიძე - 27%

10.03.2021 07:49 ცესკოს პირველადი შედეგებით, თბილისში პროპორციული არჩევნებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად მონაცემებს აქვეყნებს.

პირველადი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში პროპორციული არჩევნებით მმართველი გუნდი ლიდერობს.

ამ დროისთვის პარტიებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

✔️ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1.06 %

✔️ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1.07 %

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 29.38 %

✔️ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 2.24 %

✔️ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1.69 %

✔️ „ლელო“ - 3.37 %

✔️ „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.38 %

✔️ გახარია - საქართველოსთვის - 8.49 %

✔️ „ელენე ხოშტარია - დროა“ - 1.97 %

✔️ „გირჩი“ - 1.44 %

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 40.64 %

✔️ „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2.99 %

✔️ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - 2.37 %

10.03.2021 07:45 ცესკოს პირველადი მონაცემებით, გორში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ვასილ მახარიშვილი - 32,24%

N8 „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” - ეთერ ჯალაღონია - .83%

N25 გახარია - საქართველოსთვის - კონსტანტინე ანანიაშვილი - 13.55%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 51,65%

10.03.2021 07:41 თელავის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, თელავის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

N5 „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბოტკოველი - 44.88%

N 25 „გახარია - საქართველოსთვის“ - გიგა ორკოდაშვილი - 8.12%

N41 „ქართული ოცნება“ - ლევან ანდრიაშვილი - 47%

10.03.2021 07:35 ცესკოს პირველადი მონაცემებით, ფოთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი უგულავა - 37.44%

N25 „გახარია - საქართველოსთვის“ - გიორგი აბსარიძე - 14.83%

N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - ბექა ვაჭარაძე - 47.73%

10.03.2021 07:30 ცესკოს პირველადი მონაცემებით, ზუგდიდში ანზორ მელია 48.17%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანზორ მელია ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ასე გადანაწილდა:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 48,17%

N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ილია ჩაჩიბაია - 0.83%

N25 გახარია - საქართველოსთვის - გიორგი შენგელია - 10.99%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - მამუკა წოწერია - 40.01%

10.03.2021 07:27 ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნებში დავით კირკიტაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, რუსთავის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ასე გადანაწილდა:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 44.53%

N6 „ევროპელი დემოკრატები“ - ვაჟა ბახტურიძე - 1.44%

N8 „პატრიოტთა ალიანსი“ - თორნიკე არევაძე - 2.35%

N25 „გახარია - საქართველოსთვის“ - ბექა ლილუაშვილი - 6.63%

N27 „თეთრები“ - ელგუჯა ქოჩიაშვილი - 0.71%

N41 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ნინო ლაცაბიძე - 44.34%

10.03.2021 07:23 პროპორციული სიით ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ლიდერობს - ცესკოს პირველადი შედეგები

ცესკოს პირველადი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ამ დროისთვის პარტიებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

✔️ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ 6229 - (1.27 %)

✔️ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 8915 - (1.82 %)

✔️ „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - 110 - (0.02 %)

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 152665 - (31.23 %)

✔️ „ევროპელი დემოკრატები“- 884 - (0.18 %)

✔️ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 2990 - (0.61 %)

✔️ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 6959 - (1.42 %)

✔️ „ლელო“ - 12690 - (2.6 %)

✔️ „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 6129 - (1.25 %)

✔️ „კანონი და სამართალი“ - 105 - (0.02 %)

✔️ საქართველო - 215 - (0.04 %)

✔️ „გოგი წულაია - ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - 275 - (0.06 %)

✔️ „რეფორმერი“ - 141- (0.03 %)

✔️ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ - 105 - (0.02 %)

✔️ „ევროპელი სოციალისტები“ - 1268 - (0.26 %)

✔️ „პროგრესი და თავისუფლება“ - 644 - (0.13 %)

✔️ „საქართველოს განვითარების პარტია“ - 36 - (0.01 %)

✔️ „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ -36 - (0.01 %)

✔️ „გახარია - საქართველოსთვის“ - 33567 - (6.87 %)

✔️ „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“ - 57 - (0.01 %)

✔️ „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“ - 41 - (0.01 %)

✔️ მშრომელთა სოციალისტური პარტია - 63 - (0.01 %)

✔️ ერი - მირიან მირიანაშვილი - 117 - (0.02 %)

✔️ „ელენე ხოშტარია - დროა“ - 1855 - (0.38 %)

✔️ „მემარცხენე ალიანსი“ - 27 - (0.01 %)

✔️ დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა - 440 - (0.09 %)

✔️ „გირჩი“ - 3463 - (0.71 %)

✔️ „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ - 866 - (0.18 %)

✔️ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - 859 - (0.18 %)

✔️ თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - 380 - (0.08 %)

✔️ „სახე+“ - 24 (0 %)

✔️ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 237389 - (48.56 %)

✔️ „დემოკრატთა ალიანსი“ - 19 - (0 %)

✔️ „მესამე გზა“ - 70 - (0.01 %)

✔️ „სახალხო პარტია“ - 1133 - (0.23 %)

✔️ „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“- 5081 - (1.04 %)

✔️ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - 2920 - (0.6 %)

✔️ „რეფორმატორები“ - 8 - (0 %)

✔️„გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“ - 103 -(0.02 %)

10.03.2021 07:18 ცესკოს პირველადი მონაცემებით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 42.34%

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ბონდო გუგულაძე - 1.2%

N25 გახარია საქართველოსთვის - ირაკლი მიქელაძე - 10.48%

N30 მშრომელთა სოციალისტური პარტია - ანჟელიკა ზახაროვა - 0.23%

N40 სახე+ ედნარ ბაგრატიონი - 0.58%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - არჩილ ჩიქოვანი - 41. 49%

N45 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება - გიორგი ფუტკარაძე - 1.96%

N50 გაჩეჩილაძე „მწვანეთა პარტია“ - რამაზ ადაძე - 0.44%

N51 საინიციატივო ჯგუფი - ანზორ გუბაევი, აზა აბუსელიძე, ნინო -
საფარიძე, ნონა გორგილაძე, ნინო დიასამიძე - გია ხალვაში - 0.54%

N52 საინიციატივო ჯგუფი - მარკელა ჩხაიძე, ვაჟა ცისკარიძე,იმედა შარაძე, ზაზა ცისკარიძე, ლალი ანთიძე - კახაბერ ცისკარიძე - 0.74%

10.03.2021 07:13 ცესკოს პირველადი შედეგებით, თბილისში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს, თუმცა, მეორე ტურია მოსალოდნელი

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 34,13%

👉N25 „საქართველოსთვის“ გიორგი გახარია - 8.97%

👉N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო კახა კალაძე -45,5%

👉N48 „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ანა დოლიძე - 4.35%

10.03.2021 07:11 ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგებით, ქუთაისის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ასე გადანაწილდა:

N1 „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი” ანდრო ლოსაბერიძე - 4.99%

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე - 43.75%

N25 „გახარია - საქართველოსთვის“ - გიორგი გოგუაძე - 8.05%

N37 „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)” - ირინა საღინაძე - 1.35%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - იოსებ ხახალეიშვილი - 41.86%

10.03.2021 06:39 „დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ არ აქვთ საქმე და არ იციან, რა აკეთონ“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ თბილისში მეორე ტურია მოსალოდნელი, რის გამოც საარჩევნო კომისიას ოქმების ატვირთვა შეჩერებული აქვს.

მისი თქმით, ძალიან ბევრ უბანზე შემაჯამებელი ოქმი უბრალოდ არ არსებობს, რადგან ხმების დათვლა რამდენჯერმე ხელახლა მიმდინარეობს.

„ზეიმი მოაწყვეს მილიონნახევრიან ქალაქში თბილისში. მალევე დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ არ აქვთ საქმე და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა აკეთონ“, - აღნიშნავს ნიკა მელია.

10.03.2021 05:48 რატომ დაგვიანდა არჩევნების შედეგების გამოცხადება - ცესკოს განმარტება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დაგვიანებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„პრობლემა ის არის, რომ ოქმების არარელევანტური წარმომადგენლობითი რაოდენობა არის შემოსული. გვესმის, რომ პირველი ბრიფინგი ამ შემთხვევაში და პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს შეთანხმება და მალე იქნება პირველი განცხადება“, - აცხადებს სიორიძე.

10.03.2021 04:33 44.8% - კალაძე, 35.06% - მელია, 8.98% - გახარია - სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პარალელური დათვლის შედეგები

სამოქალაქო საარჩევნო კომისია პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

დედაქალაქის მერობისთვის კანდიდატებს შორის ხმები ამ დროისთვის ასე გადანაწილდა:

N5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 35.06%

N41. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო კახა კალაძე - 44.8%

N48. „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ანა დოლიძე - 3.9%

N25 საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 8.98%

10.03.2021 04:11 „პირველადი შედეგების გამოქვეყნებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აფერხებენ“ - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის შალვა პაპუაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აფერხებენ.

პაპუაშვილის თქმით, მმართველ გუნდს პირველადი შედეგების გამოქვეყნების შეფერხება, რომ სურდეს ოქმებს წინსწრებით არ გამოაქვეყნებდა.

„პირველადი შედეგების გამოქვეყნების შეფერხება, რომ გვინდოდეს ოქმებს წინსწრებით არ გამოვაქვეყნებდით. „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონდეს ამის სურვილი პარალელურ დათვლას, წინსწრებით შედეგებისა და ოქმების ატვირთვას არ დაიწყებდა. ამ პროცესს აფერხებენ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც არა აძლევენ შესაძლებლობას უბანმა ოქმი ოლქამდე მიიტანოს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

10.03.2021 03:22 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო დამკვირვებლები მივიდნენ

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იმყოფებიან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მივიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ზუგდიდის იმ უბნებზე, სადაც ანზორ მელია იგებს, საარჩევნო კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან“ ოქმების ხელმოწერაზე უარს აცხადებენ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შემოვედი მირანდა მესხის ოთახში. ვიბარებ ყველა ოქმს! პრობლემური უბნების ოქმები სადაც ოქმს არ გვაძლევდნენ უკვე ჩავიბარე. აქ ვიჯდები სანამ ყველა ოქმი არ მექნება და არ აიტვირთება!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!“ , - წერს ანა წითლიძე.

„ქართული ოცნების“ პოზიციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესს ხელოვნურად აფერხებენ, რათა ცესკო პირველადი შედეგების გამოცხადების დაგვიანებაში დაადანაშაულონ.

10.03.2021 03:19 „ჩემი აზრით 10-ზე მეტ ქალაქში მეორე ტური იქნება“ - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ 10-ზე მეტ ქალაქში მეორე ტური ჩატარების შესაძლებლობა გახდეს საჭირო.

„არც თუ ცოტა რაიონში მეორე ტური იქნება. ეს არ იქნება რაიონების ნახევარი, ეს არ იქნება 2 და 3 რაიონი. აქვე გიდასტურებთ, რომ რამდენიმე და არაერთი ტური იქნება, რაც ჩვენს მონაცემებში ჩანს. შეიძლება ეს 10-ზე მეტიც კი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით ეს 20-ზე მეტი არ იქნება. ასეთია ვარაუდი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება თბილისს, მამუკა მდინარაძის თქმით, დედაქალაქში მეორე ტურის ჩატარების შესახებ ჯერ გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება.

10.03.2021 01:48 ირაკლი კობახიძე თბილისში მეორე ტურის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში მეორე ტური გაიმართოს.

„ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც გამოცხადდა, 51.3% ორ რამეზე მიანიშნებს. ერთი იმაზე, რომ კალაძემ დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები. რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას, შესაძლებელია ასეც და ისეც. უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას და საბოლოო სურათი ამის შემდეგ გვექნება.

რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო შედეგები, რაც კომპანია „გორბის“ მიერ გამოცხადდა“, - აცხადებს კობახიძე.

10.02.2021 23:26 „სულ რომ -1% ეწეროს ეგზიტპოლში, პოლიტიკურ ბრძოლას არ შევწყვეტთ“ - ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.

მისი თქმით, GORBI-ს კვლევაში მის პარტიას -1%-იც რომ ეწეროს, „პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას არ შეწყვეტს.

„რასაც უნდა წერენ, როგორც უნდა წერენ, როგორ ხასიათზეც გაიღვიძებენ იმის მიხედვით ან მოგიმატებენ ან მოგაკლებენ. გავამახვილებ ყურადღებას, „იმედით“ გამოქვეყნებულ სახელისუფლებო ეგზიტპოლზე, სადაც თურმე ყველა პარტია გვისწრებს ჩვენ და პატრიოტთა ალიანსი სულ ბოლოშია.

რას გვეუბნება ამით ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ თურმე ქართველ ხალხს ნდომებია „ქართული ოცნება“ და მერე უნდა მარტო „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები და ჩვენ არ ვუნდივართ და სადღაც სულ ბოლოში ვართ.

დაველოდები საბოლოო შედეგებს და შემდეგ გავავრცელებთ განცხადებას, მაგრამ ერთი რამ მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“. სულ რომ -1% ეწეროს აქ, ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას არ შევწყვეტთ და გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის პოლიტიკურ საქმიანობას“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

10.02.2021 23:06 „ქართული ოცნება“ 41%, ენმ - 31%, „საქართველოსთვის“ 7% - Edison Research-ის ეგზიტპოლი თბილისში

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში თბილისში ასე გადანაწილდა.

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 41%

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 31%

✔️ „საქართველოსთვის“ -7%

✔️ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 5%

✔️ „ლელო“ - 3%

✔️ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 2%

✔️ მოძრაობა „ხალხისთვის“ - 2%

✔️ გირჩი - 2%

✔️ დროა - 2%

✔️ „ევროპული საქართველო“ - 2%

✔️ „ლეიბორისტული პარტია“ - 1%

✔️ „მესამე ძალა“ - 1%

10.02.2021 22:57 Edison Research-ის საბოლოო ეგზიტპოლით კახა კალაძე ლიდერობს

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „ედისონ რისერჩის“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.

შედეგები 20:00 საათის მონაცემების მიხედვით ასე გადანაწილდა.

✔️ „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე - 44%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია - 40%

✔️ „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 7%

✔️ „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 5%

✔️ „მოძრაობა ხალხისთვის“ ანა დოლიძე - 5%

✔️ თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%

✔️ გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი - 1%

✔️ ანა ბიბილაშვილი, ლელო - 1%

✔️ რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ​- 1%

10.02.2021 22:54 „თუ გახარია რეალურად ოპოზიციაშია, მეორე ტურში მხარი ნიკა მელიას უნდა დაუჭიროს“ - ნინო ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თბილისში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

მისი თქმით, თუ გიორგი გახარია რეალურად ოპოზიციონერია, მეორე ტურში კახა კალაძის წინააღმდეგ, მან მხარი ნიკა მელიას უნდა დაუჭიროს.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ თბილისში არის მე-2 ტური. იმედია ოპოზიციას ახლა მაინც ეყოფა ჭკუა და საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება ნიკა მელია და ყველა დაუჭერს მხარს. ვინც ოპოზიციაა, იმან უნდა დაუჭიროს მხარი.

ყოველ შემთხვევაში, თუ გახარია მართლა რეალური ოპოზიციაა და მართლა უნდა რიგგარეშე არჩევნები, გვერდზე უნდა გადადოს თავისი სიმპატია-ანტიპატია, როგორც მე გავაკეთე ეს საპარლამენტო არჩევნებზე არა ნიკა მელიასთან, არამედ პროცესებთან მიმართებით. თუ მას უნდა ვადამდელი არჩევნები და ცვლილებები, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

10.02.2021 22:45 ცესკო: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 ამომრჩეველმა - მიმდინარეობს ხმების დათვლა

საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.

მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია. კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ხმის დათვლის ეტაპი. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი გადაეცემა შესაბამის კომისიებს, იქ ეს ოქმები დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს. შედეგებს კი ჩვენ მიღებისთანავე ავტვირთავთ სპეციალურ ვებგვერდზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

10.02.2021 22:40 „მიშა-ბიძინას თამაშმა გაიმარჯვა“ - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეგზიტპოლების შედეგებს Pia.ge-სთან საუბარში აფასებს.

მისი თქმით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ცვლილებების იდეამ წააგო.

„შედეგები არ მომწონს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნებში ცვლილებების იდეამ წააგო და მიშა-ბიძინას თამაშმა გაიმარჯვა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ეს შედეგები, ფაქტია, რომ გუშინდელმა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სვლამ „ქართულ ოცნებას“ მისცა შანსი 43% მარტივად გადაელახა.

ამ თვალსაზრისით, რასაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით, ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშია, მიშას და ბიძინასი. სააკაშვილის ჩამოსვლაც ამის ნაწილი იყო, რომ გადაელახა „ოცნებას“ ბარიერი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო მთავარი ლიდერი ოპოზიციაში. ეს ხდება ეგზიტპოლის შედეგებით“, - განაცხადა ხვიჩიამ.

10.02.2021 22:17 ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცესკო ხმების დათვლის ვიდეოგადაღების ვალდებულებას არ ასრულებს

პარტია „საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცესკო ხმების დათვლის ვიდეოგადაღების ვალდებულებას არ ასრულებს.

მისი თქმით, პარტიამ აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეატყობინა.

„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, რადგან თბილისის რაიონებში ისეთი მდგომარეობაა, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ფარულობის დარღვევის კუთხით, რომ თითოეული ჩვენგანი ახლა ორიენტირებული უნდა იყოს ხმების დაცვაზე.

თუმცა, მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო კამერებთან დაკავშირებით. ცესკოს აქვს ვალდებულება, მის მიერვე მიღებული დადგენილების საფუძველზე, რომ ხმის დათვლის პროცესის ვიდეო გადაღებისას, პირველი გვერდი ბიულეტენის ისე დაფიქსირდეს, რომ როდესაც ეს ვიდეოები ცესკოს მიერ განსაზღვრულ პორტალზე აიტვირთება, მკაფიოდ და ნათლად გამოჩნდეს, რომელი პარტია და კანდიდატია შემოხაზული.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გამოეხმაურა ბრიფინგით და ჩვენს განცხადებას უწოდა დეზინფორმაცია და შემოგვთავაზა გარკვეული ორაზროვანი განმარტება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ისინი დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ არ ვენდეთ და ეს ყველაფერი გავაგებინეთ სადამკვირვებლო მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ცესკოს ამის არც სურვილი ჰქონდა და არც ვალდებულების შესრულება ჰქონდათ გამიზნული, სწორედ ამიტომ, იმ განცხადებაზე, რომლითაც ცესკოს რამდენიმე დღის წინ მივმართეთ, ცესკოს პასუხი არ გაუცია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

10.02.2021 21:44 „უფრო მეტსაც ველოდებოდით, შედეგები შეიცვლება და ჩვენი პროცენტი უფრო მეტად აიწევს“ - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

თბილისის მერობის არჩევნებში პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მიერ მოპოვებული ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ჩატარებული 2 ეგზიტპოლის მიხედვით ასეთია:

ეგზიტპოლი „ფორმულას“ დაკვეთით, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა -1%

ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით, რომელიც „გორბმა“ ჩაატარა - 0,6%

PIA.GE პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ირაკლი ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი უფრო

„რა თქმა უნდა ველოდებოდით, უფრო მეტსაც ველოდებოდით. ვფიქრობთ, რომ შედეგები შეიცვლება, ალბათ, ჩვენი პროცენტი უფრო მეტად აიწევს.

რაც, შეეხება სამომავლო გეგმებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადებით“,- განაცხადა ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

10.02.2021 21:49 „ნაცებს“ და „ქოცებს“ ეგზიტპოლის შედეგებს ვულოცავ“ - ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილის ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა.

ნათელაშვილის თქმით, კოორდინაცია „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ტრადიციულად შედგა.

„ვულოცავ ეგზიტპოლის შედეგებს ნაცებს და ქოცებს, კონკრეტულად ნიკა გვარამიასა და ივანიშვილს. კოორდინაცია „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ამ წუთისთვის მათ შორის ტრადიციულად შედგა. დაველოდოთ შემდეგ განყოფილებებს“, - აცხადებს ნათელაშვილი.

10.02.2021 21:47 ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არის ძალიან მყარი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, საუბარი გაყალბებაზე იყო სრული სიყალბე - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებში მიღებული შედეგით კმაყოფილია.

კობახიძის თქმით, დღეს საქართველოში გაიმარჯვა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ და ამ გამარჯვებას ულოცავს ყველას, მათ შორის მათაც, ვინც შესაძლოა, განსხვავებული არჩევანი გააკეთა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, საუბარი გაყალბებაზე იყო სრული სიყალბე.

„პირველ რიგში, მივულოცავ ამ გამარჯვებას სრულიად საზოგადოებას, ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის იმათაც, ვინც შეიძლება, განსხვავებული არჩევანი გააკეთა დღეს, გამომდინარე იქედან, რომ ეს გამარჯვება არის რეალურად ყველას გამარჯვება. ეს არის საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება. ამაზე ძალიან მყარად შეიძლება საუბარი.

ჩვენ ვიცით, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი იყვნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არეულობით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო საბოლოო ჯამში დამოკიდებული არჩევნებზე. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არის ძალიან მყარი, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, საუბარი გაყალბებაზე და ა.შ. ყველაფერი ეს იყო სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა ქართულ საზოგადოებას. ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა თავისი არჩევანი სწორედ წინსვლის, განვითარების, მშვიდობის და სტაბილურობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

10.02.2021 21:39 კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის შედეგები ცნობილია

კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა, ხმების დათვლის შედეგი ცნობილია.

ამავე უბანზე ხმების დათვლაც ელექტრონულად განხორციელდა.

N5 საარჩევნო უბანზე ჯამში 1 218 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც საკუთარი არჩევანი 548 მოქალაქემ დააფიქსირა.

უბანზე დაფიქსირებული პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

⭕ კახა კალაძე - 46,1% ,

⭕ ნიკა მელია - 30,4%,

⭕ გიორგი გახარია - 8,02%,

⭕ ანა დოლიძე - 5,29%, ანა ბიბილაშვილი - 2,91%.

ხმების გადანაწილების შედეგები კი ასეთია:

⭕ კახა კალაძე 253

⭕ ნიკა მელია167

⭕ გიორგი გახარია44

⭕ ანა დოლიძე 29

⭕ ანა ბიბილაშვილი -16

10.02.2021 21:33 ცნობილია როდის გამოქვეყნდება არჩევნების პირველადი შედეგები

2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველადი შედეგების გამოქვეყნებას საარჩევნო უბნების დახურვიდან 7 საათის შემდეგ დაიწყებს.

არჩევნების პირველადი შედეგი 03:00 საათის შემდეგ გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 43 საარჩევნო სუბიექტი.

10.02.2021 21:27 „ახლა, დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს აფასებს. ის სოციალურ ქსელში IPSOS ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გაერთიანებულ ოპოზიციას 62% ხოლო მმართველ პარტიას 38% ხმა აქვს.

სააკაშვილი მოქალაქეებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„თბილისი! ახლა, დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“,- წერს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

აგრეთვე, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

10.02.2021 21:11 თენგიზ ცერცვაძე „ოცნების“ ოფისთან მივიდა: მინდა გვერდში დავუდგე კალაძეს და მთელ გუნდს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა.

მისი თქმით, სურს, რომ კალაძეს და „ოცნებას“ გვერდში დაუდგეს.

"იმიტომ მოვედი, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს აი, ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება შედეგების დათვლა და გამოქვეყნება", - უთხრა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

10.02.2021 21:09 Edison Research-ის ეგზიტპოლის თბილისის შედეგები - „ქართული ოცნება“ - 41%, ენმ - 31%, „საქართველოსთვის“ - 7%

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში თბილისის მასშტაბით ასე გადანაწილდა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 41%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 31%

„საქართველოსთვის“ - 7%

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 5%

„ევროპული საქართველო“ - 2%

„ლელო“ - 3%

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 2%

„დროა“ - 2%;

„გირჩი“ - 2%;

„ლეიბორისტული პარტია“ N10 - 1%;

„მესამე ძალა“ - 1%

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.

10.02.2021 20:59 პარტია „საქართველოსთვის“ არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

„საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ბუჩუკურის თქმით, საჭიროა ხმების დაცვა.

ბუჩუკურის თქმით, პარტიისთვის ეგზიტპოლების შედეგები არადამაჯერებელია.

„ჩვენთვის ეგზიტპოლის შედეგები დამაჯერებელი არ არის. ყველა ვხედავთ, რომ ეს ეგზიტპოლები პოლიტიკური პარტიების ინტერესების მიხედვით გამოიყენება ხოლმე. დაველოდებით ცესკოს შედეგებს“,. - აცხადებს ბუჩუკური.

10.02.2021 20:47 რომელი ეგზიტპოლის შედეგები დაემთხვა ყველაზე მეტად 2020-ის არჩევნებში ცესკოს შედეგებს?

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებს.

20:00 საათის მონაცემებით, ეგზიტპოლების შედეგები 2020 წლის არჩევნებზე ასეთი იყო:

„ფორმულა“ - Edison Research

„ქართული ოცნება“ - 46%, ენმ- 28%, ევროპული საქართველო - 5%

„მთავარი არხი“ - IPSOS

„ქართული ოცნება“ - 41%, ენმ- 33%, ევროპული საქართველო - 5%

„იმედი“ - Public Opinion Strategies

„ქართული ოცნება“ - 54%, ენმ- 24%, ევროპული საქართველო - 3%

ცესკოს შედეგები:

„ქართული ოცნება“ - 48,22%, ენმ- 27,18%, „ევროპული საქართველო“ - 3,79%

აღნიშნული შედეგებიდან ჩანს, რომ გასულ არჩევნებზე ცესკოს მონაცემებს ყველაზე მეტად Edison Research-ის შედეგები დაემთხვა.

10.02.2021 20:46 „ქართული ოცნება“ - 46%, ენმ - 33%, გახარია „საქართველოსთვის“ - 6% - Edison Research-ის ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 33%

საქართველოსთვის - N25 - 6%

ევროპული საქართველო N2- 2%

გირჩი - მეტი თავისუფლება N45- 2%

ლელო N9 - 2%

მესამე ძალა N1 - 1%

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%

10.02.2021 20:38 ირაკლი ღარიბაშვილი: ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას!

„ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას!“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა დასრულდა და ხვალიდან სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა უნდა დაიწყოს.

„დიდი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო! დიდი პატივია დღეს ჩვენთვის მერვედ გამარჯვება! კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ ქართული ოცნების თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენს პარტიას, ქვეყანას და ხალხს ვულოცავ! ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას! მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს. ასევე, მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10.02.2021 20:37 რამდენი პროცენტი აიღო ეგზიტპოლების შედეგებით რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუმ? - წინასწარი მონაცემები

თბილისის მერობის არჩევნებში პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მიერ მოპოვებული პროცენტული მაჩვენებელი ჩატარებული 2 ეგზიტპოლის მიხედვით ასეთია:

ეგზიტპოლი „ფორმულას“ დაკვეთით, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა -1%

ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით, რომელიც „გორბმა“ ჩაატარა - 0,6%

10.02.2021 20:36 „თბილისში „ოცნებამ“ წააგო“ - მამუკა ხაზარაძე

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები თბილისში წააგო“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძე „ლელოს“ მხარდამჭერებს კომისიის წევრებს და ლიდერებს ხმების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში არჩევნები წააგო. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს და ლიდერებს მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ხმები.

ბევრ ადგილზე, საკმაოდ უხეშად წარიმართა საარჩევნო პროცესი და 100-ზე მეტი ოქმი გვაქვს, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით. დავიცვათ ხმები უბნებზე“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

10.02.2021 20:31 ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები კიდევ წინ არის

10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“, გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ კანდიდატებს და მხარდამჭერებს, ასევე საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თითოეულ თქვენგანს. 10 ათასობით ადამიანი იყო ჩართული ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ სამზადისში. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დაფასდა. თითოეულ ჩვენგანს დაგვიფასდა დღევანდელი გამარჯვება. ვულოცავ ყველას. ათი ათასობით ადამიანი იყო ჩართული და ასეულობით კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ვინც გახდა საკრებულოს წევრი, ვინც გახდა დღეს მერი. თითოეულ მათგანს, ყველა მოგილოცავთ გამარჯვებას.

როცა 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“, მაშინ გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის. გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და შემდეგ გამარჯვებებს!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

10.02.2021 20:29 „ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი“ - ელენე ხოშტარია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთიანი ოპოზიციიდან, ელენე ხოშტარია ეგზიტპოლების შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, „დედაქალაქმა საკუთარი სათქმელი თქვა“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა. კოალიციამ დაამარცხა ქართული ოცნება დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანაა დავიცვათ ხმები, უახლესი 2 საათის განმავლობაში წარმომიდგენია, აღელვებული ქართული ოცნების წარმომადგენლები.

ერთადერთი სანდო ჩვენ რაც მოვისმენთ ახლა არის „იპსოსი“. იგივე ინფორმაცია მოდიოდა უბნებიდან მთელი დღის განმავლობაში.

ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი. ახლა რეგიონებში და თბილისში უნდა დავიცვათ ხმები“,- ამბობს ხოშტარია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

10.02.2021 20:29 „თბილისის გადატეხა წაგებას ნიშნავს“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი მეტი“ თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თბილისის გადატეხა წაგებას ნიშნავს“.

„ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ეს შედეგებიც კი გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს. თბილისის გადატეხა ნიშნავს წაგებას. თბილისის გადატეხა ნიშნავს არჩევნების წაგებას, იმიტომ, რომ თბილისი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი გაყალბება იმის გამო, რომ დაკვირვება არის ბევრად უფრო ინტენსიური. რეგიონებში ხდებოდა კატასტროფა მთელი დღის განმავლობაში,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

10.02.2021 20:29 პარტიების შედეგები GORBI-ის და IPSOS-ის ეგზიტპოლების მიხედვით

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე GORBI-ის და IPSOS-ის ეგზიტპოლების მიხედვით პარტიების შედეგები ცნობილია.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ დაკვეთილი IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 17:00 საათის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება“ –38.6 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ –33 %

🔴 „საქართველოსთვის“ -7.6 %

🔴 „ევროპული საქართველო“ – 4.8%

🔴 „ლელო“ - 4%

🔴 „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -4.8 %
🔴 „გირჩი“ – 1.6%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ –1 %

„იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ ეგზიტპოლის მიხედვით, 17:00 საათის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება“ –38.6 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ –33 %

🔴 „საქართველოსთვის“ -7.6 %

🔴 „ევროპული საქართველო“ – 4.8%

🔴 „ლელო“ - 4%

🔴 „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -4.8 %

🔴 „გირჩი“ – 1.6%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ –1 %

10.02.2021 20:26 კახა კალაძე - ძალიან დიდი მადლობა თბილისელებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის

სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ თბილისი მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცესკო-ს საბოლოო შედეგები, მაგრამ არსებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, მის განვითარებას და აღმშენებლობას.

დღეს ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ქვეყანას, არის მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამ ყველაფრის შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

იცით, რომ 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები. მანამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო, ყოველდღიური მუშაობისთვის. გამოვყობ ახალგაზრდები, რომლებსაც მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ქალაქისთვის.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გეტყვით, უნდა დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ეგზიტპოლის შედეგებით, ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

10.02.2021 20:22 „თბილისში მეორე ტური გაიმართება“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, დედაქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო.

ნიკა მელიას თქმით, მმართველ გუნდს მანიპულაციის გზა არ უნდა მიეცეს.

„დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ოცნებამ პირწმინდად წააგო დედაქალაქში. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური. ახლა მთავარია ერთადერთი რამ მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ და არ მივცეთ მანიპულაციის გზა ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

10.02.2021 20:17 თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლების მიხედვით

თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლების მიხედვით უკვე ცნობილია. ეგზიტპოლები „მთავარმა არხმა“, „იმედმა“ და „ფორმულამ“ ჩაატარა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს.

ეგზიტპოლის შედეგებით, ხმები ასე გადანაწილდა:

18:00 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:

🔴 თამარ კეკელიძე - 0.2%

🔴 ნიკა მელია - 34.6

🔴 გიორგი ლომია - 1%

🔴 ანა ბიბილაშვილი - 2%

🔴 რიჩარდ ობუნუჯუ - 0.6%

🔴 გიორგი გახარია - 5.6%

🔴 კახა კალაძე - 51.3%

🔴 ანა დოლიძე - 3.1%

🔴 სხვა კანდიდატი - 1.6%

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ნიკა მელია ლიდერობს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე -40.8 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია -40.2 %

🔴 „გახარია - საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 8.7%

🔴 „ლელო“ - ანა ბიბილაშვილი - 2.6%

🔴 „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - ანა დოლიძე -3.5 %


ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მდგომარეობით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე - 43 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია - 39%

🔴 „გახარია - საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 7%

10.02.2021 20:10 „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე ლიდერობს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს.

ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით „გორბმა“ ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:

🔴 თამარ კეკელიძე - 0.2%

🔴 ნიკა მელია - 34.6

🔴 გიორგი ლომია - 1%

🔴 ანა ბიბილაშვილი - 2%

🔴 რიჩარ ობუნუზუ - 0.6%

🔴 გიორგი გახარია - 5.6%

🔴 კახა კალაძე - 51.3%

🔴 ანა დოლიძე - 3.1%

🔴 სხვა კანდიდატი - 1.6%

10.02.2021 20:08 IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ნიკა მელია ლიდერობს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ნიკა მელია ლიდერობს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე -40.8 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია -40.2 %

🔴 „გახარია - საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 8.7%

🔴 „ლელო“ - ანა ბიბილაშვილი - 2.6%

🔴 „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - ანა დოლიძე -3.5 %

10.02.2021 20:04 „ქართული ოცნება“ - 47.6%, ენმ -27.1% , „საქართველოსთვის“ - 6.8 - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.

ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ – 47,6%

🔴„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%

🔴 „საქართველოსთვის“ - 6,8%

🔴„ევროპული საქართველო“ – 2,6%;

🔴 „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლი“ -

🔴 „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -

🔴„გირჩი“ – 2,8%;

ინფორმაციისთვის, „იმედმა“ ეგზიტპოლი კომპანია Gorbi-ს დაუკვეთა.

10.02.2021 20:05 „ქართული ოცნება“ -38.6 %, ენმ - 33 %, „საქართველოსთვის - 7.6%“ - IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგები - თბილისის მონაცემებით

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.

ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება“ –38.6 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ –33 %

🔴 „საქართველოსთვის“ -7.6 %

🔴 „ევროპული საქართველო“ – 4.8%

🔴 „ლელო“ - 4%

🔴 „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -4.8 %

🔴 „გირჩი“ – 1.6%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ –1 %

ინფორმაციისთვის, „მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ „IPSOS“-ს დაუკვეთა.

10.02.2021 20:02 Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 43%-ით ლიდერობს

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მდგომარეობით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს.

ეგზიტპოლი „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე - 43 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია - 39%

🔴 „გახარია - საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 7%

10.02.2021 20:05 „ქართული ოცნება“ -38.6 %, ენმ - 33 %, „საქართველოსთვის - 7.6%“ - IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგები

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.

ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება“ –38.6 %

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ –33 %

🔴 „საქართველოსთვის“ -7.6 %

🔴 „ევროპული საქართველო“ – 4.8%

🔴 „ლელო“ - 4%

🔴 „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -4.8 %

🔴 „გირჩი“ – 1.6%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ –1 %

ინფორმაციისთვის, „მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ „IPSOS“-ს დაუკვეთა.

10.02.2021 18:51 მარნეულში, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს

მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს. ინფორმაციას რადიო „მარნეული“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, დაჭრილი ივაზ მამედოვი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

10.02.2021 18:51 ილია მეორემ არჩევანი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ილია მეორეს გადასატანი ყუთი საპატრიარქოში მიუტანეს.

10.02.2021 18:27 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 41.35% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად1 მილიონ 446 218 ამომრჩეველია.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.

ამასთან, მისივე თქმით,

უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 41.35- %-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.

ხმის დათვლის ვიდეო გადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში, წილისყრაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში - Google drive-ის პლატფორმაზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

10.02.2021 17:37 ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ - ირაკლი ღარიბაშვილი

„არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დღე განსაზღვრავს დედაქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებს და მუნიციპალურ საკრებულოებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს დღე განსაზღვრავს ჩვენი, დედაქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს.

მეგობრებო, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ, რომ დამშვიდდეს ჩვენი ერი. ეს არის აუცილებელი პურობა ასევე ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი და შეიტანონ წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, სულ რაღაც 3 საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე. ამიტომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ბოლომდე მტკიცედ მივიყვანოთ ეს დარჩენილი დროც, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და თითოეული ჩვენგანის საერთო გამარჯვებაში. ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს საბოლოოდ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10.02.2021 17:33 „სააკაშვილის დაკავება სიმბოლური კი არა, ჩვეულებრივი მასკარადია“ - გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გეგმა არის ერთგვარი მასკარადი, რომელსაც ბევრი რეჟისორი ჰყავდა.

გახარიას თქმით, საქართველოს მომხრეებმა უნდა გასცენ პასუხი იმ ცირკს და მასკარადს, რომელიც მოუწყვეს საზოგადოებას.

ასევე, გახარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების საფუძველზე დაბრუნდა.

„ეს მასკარადი, რაც მოხდა გუშინ, მოხდა პირველ ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროში ასეთი შემთხვევითობები არ ხდება. დარწმუნებული ვარ, ამ გეგმას ჰყავდა გარკვეული რეჟისორი, რომელმაც ეს გეგმაც და მისმა მსახიობებმა ნორმალურად ვერ შეასრულეს, ამიტომ მოყვა ამას ამდენი იუმორისტული გაგრძელებები და როგორც ჩანს ეს გაგრძელებები ბევრი იქნება.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი დღე იყო, ორი თუ ერთი კვირა სააკაშვილი საქართველოში. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის ფუნქციას არ ასრულებენ. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური კი არა, ეს არის ჩვეულებრივი მასკარადი. ცირკია ეს ყველაფერი. ამ ამბავს ბევრი რეჟისორი ჰყავდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

10.02.2021 16:42 სანდრა რულოვსი არჩევნებზე

10.02.2021 14:42 დავით ზალკალიანი: დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. გასაგებია მათი პოზიცია, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის.

დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ამასთან, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც ძალიან სერიოზული დინამიზმით იქნება გამორჩეული“, - განაცხადა მინისტრმა.

10.02.2021 09:31 ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად

დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე თქმით, საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

„შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს. მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6045, გადასატანი ყუთით კი 74550 ამომრჩეველი ისარგებლებს.

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.

თბილისში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.

გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

„ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

რაც შეეხება ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და უბნებზე ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში“, - განაცხადა იოსელიანმა.

10.02.2021 12:30 ცესკო: 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.41% რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი.

„ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - აქტივობა 11.2%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა 6.1% დაფიქსირდა ქვემო ქართლში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.

კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით - cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს, ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო დარღვევებზე - არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.

ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს.

ასევე დაფიქსირდა ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და 32-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.

ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და აღნიშნულ უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები ჩანაცვლდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ედისონ რისერჩის“ მკვლევრებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხელს უშლიან კვლევის წარმოებაში. მოვიწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეუშლიან ხელს მათ კვლევის განხორციელებაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლას, აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. დარღვეულია საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ბიულეტენის ფოტოები, რომელიც ზედა მხარეს გამყოფი, პერფორაციის ზოლთან არასწორად არის მოხეული, აღნიშნულ ფოტოს ასევე ავრცელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც. განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენზე ასახულია და ცალსახად ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ასე მოხეული ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად და გავრცელებული ინფორმაცია ასეთი ბიულეტენის შესაძლო ბათილობის შესახებ არის მანიპულაცია და სიცრუე.

ასევე არასწორია ორგანიზაცია „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის 23-ე საარჩევნო უბანზე ძველი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია. საარჩევნო უბანზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია განთავსებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

10.02.2021 14:11 ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,72%-ია

მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით, 17.72% შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს.

საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.

3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება დაიწყება, რაც გარკვეულწილად ასევე ზრდის დათვლის პროცედურების ხანგრძლივობას. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.

ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და როგორც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში გამართული, ისე იმიტირებული არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილებაც აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, როდესაც არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, პირველადი, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 6 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა, 2017 წელს კი არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა და მონაცემების გამოქვეყნება 7 საათსა და 20 წუთში გახდა შესაძლებელი.

ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით.

ასევე დაინტერესებული პირები დღის განმავლობაში მანიპულირებენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიასთან დაკავშირებით. განვმარტავთ, კანონის შესაბამისად ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოებიანი ვერსიის გამოთხოვის უფლება აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და ამ ფორმით ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში არასწორი აღქმების ფორმირებას ემსახურება.

ასევე ამომრჩევლებს შევახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ მათი ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

10.02.2021 14:27 ლევან დავითაშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანის საარჩევნო ოლქის 74-ე უბანზე გააკეთა.

ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას; იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ურყევად მიჰყვეს კურსს, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს. ეს კურსი გულისხმობს მშვიდობას და მეტ კეთილდღეობას თითოეული ჩვენგანის ოჯახში იმას, რომ ქვეყანამ 2024 წლისთვის დაგეგმილი ევროპული განაცხადი გააკეთოს და დავუბრუნდეთ ჩვენ ოჯახს.

დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ადგილობრივ არჩევნებზე წარმოდგენილი ჩვენი კანდიდატები, ჩვენი გუნდი შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც თითოეული მოქალაქის ინტერესშია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

10.02.2021 13:08 ლევან ანდრიაშვილი: მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს

„მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ ლევან ანდრიაშვილმა საარჩევნო უბანზე თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ მედიას განუცხადა.

პარტია „ქართული ოცნების“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა ხმა თელავის N3 საარჩევნო უბანზე მისცა.

„მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, დაწყებული პროექტების დასრულება, ახალი პროექტების დაწყება - ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარი ამოცანა. ჩვენი მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერით და თანადგომით, თელავისთვის ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ანდრიაშვილმა.

10.02.2021 13:00 იოსებ ხახალეიშვილი: ხმა მივეცი ქუთაისის წინსვლას, უკეთეს ხვალინდელ დღეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა შვილთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, იგი საკუთარ და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ

მან ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქუთაისის წინსვლას, უკეთეს ხვალინდელ დღეს.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და იქნება მომავალი წარმატებისა და წინსვლის საფუძველი“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

10.02.2021 13:00 „იმედი მაქვს საზოგადოება ამჯერად მაინც არ შეცდება“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მან ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს არ არის კენჭისყრა ვინმეს უპირატესობასა და ნაკლოვანებებზე. დღეს ქართველი ერის ჰიმნი უნდა გაიგოს მსოფლიომ და შედეგი უნდა იყოს ამ რეჟიმის დასრულება.

უნდა აირჩიოთ ძალა, რომელიც დაამთავრებს ამ ქაოსს, ანტიდემოკრატიას, სიღატაკეს, უიმედობას, ამ დეპრესიას. უნდა აირჩიოთ ძალა, რომელიც მოგცემთ პურს არსებობისას, სამსახურს, პენსიას, თქვენს შვილებსა და ჯანმრთელობაზე იზრუნებს. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოება ამჯერად მაინც არ შეცდება“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

10.02.2021 12:39 პრეზიდენტი: ხმა მივეცი დეპოლარიზაციას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც მან განაცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნები არის მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისათვის და აღნიშნა, რომ ხმა მისცა ქვეყნის დეპოლარიზაციას.

„ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში. ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ ისინი, ვინც ხვალ მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და მე ამის იმედი მაქვს. ხმა მივეცი დეპოლარიზაციას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

10.02.2021 12:25 „უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, ვინც დემოკრატიულ პრინციპებს პატივს სცემს“ - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მეუღლესთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე დააფიქსირა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ხმა დემოკრატიულ, ადამიანის და საკუთრების უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს მისცა.

„დემოკრატიული სახელმწიფოს წყარო არის ხალხი, შესაბამისად ჩვენი მთავარი, უმთავრესი სამოქალაქო ვალდებულება არის მივცეთ არჩევნებში ხმა. უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, ვინც ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს პატივს სცემს, აღიარებს ადამიანის უფლებებს, აღიარებს საკუთრების უფლებას და ზრუნავს მათზე“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

10.02.2021 11:57 ლაშა ხუციშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბურთალოს ოლქის N1 უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ლაშა ხუციშვილმა, ხაზი გაუსვა არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობას.

„დღეს იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რათა ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

10.02.2021 11:35 „სამართალდამცველებმა სააკაშვილის სამალავის კარი გასაღებით გააღეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს, 2 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მისი თქმით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტზეც.

„ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის ბინის სამალავის კარი გააღეს გასაღებით, ეს ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს.

სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შედეგი დამდგარიყო. ის რაც ვთქვით, გავაკეთეთ. უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი, რადგან საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10.02.2021 11:32 „თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?!“ - კალაძე სააკაშვილის საქართველოში ყოფნაზე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი ხმა დააფიქსირა.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარიც გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს პასუხის გება იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინა. თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?! - კახა კალაძემ ძალიან ძალიან ბევრი რამე იცის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს - უშიშროების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, მართლაც, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.

10.02.2021 11:28 „სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა როგორც კურდღელი“ -თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მან განაცხადა, რომ არჩევანი გააკეთა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტზეც.

„გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია, ქვეყანაში შემოვიდა როგორც კურდღელი.

მშვიდ გარემოში დღეს უნდა გავაკეთოთ არჩევანი, იმიტომ რომ ამით ბეჭედს ვუსვამთ იმ წარსულს, რომელიც გუშინდელი დაკავების ფაქტით იმედი მაქვს, რომ დასრულდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

10.02.2021 10:34 „ყველანი საარჩევნო უბნებზე, სადაც უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი“ - ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს და ხელისუფლებას მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. არჩევანი ძალიან ადვილი იყო. ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი და მძლავრი იმპულსი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ყველანი საარჩევნო უბნებზე და ყველანი იქ სადაც, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი მეშვეობით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ , ასევე, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც კომენტარი გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილმა დიახაც გამოიჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა საქართველოს პატრიოტისთვის, თავდადება, თავგანწირვა“, - აღნიშნა მელიამ.

10.02.2021 10:14 „ყველგან ვიქნები“ - გიორგი გახარიამ საკუთარი ხმა დააფიქსირა

დღეს, 2 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე მომავლის განმსაზღვრელია და საზოგადოებას საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„საქართველოს მოქალაქეები ყველანი ერთად არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე გონიერ არჩევანს გააკეთებს მომავლისათვის. მოუწოდებ საზოგადოებას, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს განახლების არჩევნებია.

გულწრფელად მჯერა, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე გრძნობს, რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება. ისინი გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ მეორე ტურში იქნება თუ პირველ ტურში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მეორე ტური დაინიშნება ის იქნება თუ არა ამ პროცესში გახარიამ განაცხადა, რომ ის „ყველგან იქნება“.

10.02.2021 10:08 სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მამუკა მდინარაძემ, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც კომენტარი გააკეთა.

„როცა პოლიტიკური პატიმრის კონტექსტში ვინმე ფიქრობს, რომ უნდა გაბედოს ამ კაცზე ლაპარაკი უნდა გაიხსენოს ძალიან მძიმე წარსული. ამ ადამიანებს კისერზე უმძიმესი დანაშაულები აწევთ და ამ ყველაფერში, მთავარი იყო პირველი პირი, რომელიც ამ ქვეყანას 2012 წლამდე მართავდა, ამიტომ, მგონი, პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ცოტა ზედმეტია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

10.02.2021 10:03 მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერილს აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო საყვარელო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ, სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის.

ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა.

გთხოვთ არ შედრკეთ, ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია, მიყვარხართ თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი“ - წერს სააკაშვილი

10.02.2021 09:13 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. რაც შეეხება სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, რათა მან მიაღწიოს თავის მიზანს, ამ დროს კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. თქვენ გახსოვთ მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები. ის ჩამოდიოდა საქართველოში იმისათვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არენასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ უჭირს საუბარი შემდეგნაირად უპასუხა:

„საუბარი უჭირს თქვენ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის ციხეში“ - აღნიშნა კობახიძემ.

10.02.2021 08:43 „საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ტარდება, არამედ ეს არის ტესტი დემოკრატიისთვის“ - მარინა კალიურანდი

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და ხალხს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ტარდება, არამედ ეს არის კიდევ ერთი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და ხალხს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და პატივი სცენ არჩევნების სამართლიანობას“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

10.02.2021 08:13 ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეს იყო ივანიშვილის პირველი გამოჩენაა მედიასთან.

10.02.2021 08:03 კახა კუჭავამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ჟურნალისტებმა ხმის მიცემის შემდეგ კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რაზედაც მან უპასუხა, რომ მაღალ დონეზე მოხდა ყოფილი პრეზიდენტის დაკავება.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსი იქნებოდა, როდესაც ადამიანი 100-ჯერ გასცემს პირობას და 101-ე ჯერაც ითხოვს, რომ დაიჯერო რა თქმა უნდა, გიკვირს და არ გჯერა მისი.

რაც შეეხება არჩევნებს, ჩემი აზრით, მეორე ტური არ იქნება, ვისურვებდი და მოვუწოდებდი თითოეულ ამომრჩეველს უმნიშვნელოვანესია რომ დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდად, ყველას მიეცეს საშუალება გააკეთოს თავისი არჩევანი. ეს არის რასაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა და რაც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

10.02.2021 08:00 საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა. დღეს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მერებსა და საკრებულოს მაჟორიტარებს ირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 უბანი.

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.

საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.

🔴 ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები 2021 წელს?

🔴 ვინ იბრძვის ქუთაისის მერობისთვის - კანდიდატების სია

🔴 ვინ არიან ფოთის მერობის კანდიდატები? - სია

🔴 ვინ არიან რუსთავის მერობის კანდიდატები? - სია

🔴 ვინ არიან ბათუმის მერობის კანდიდატები? - სია

ბაიდენი ომიკრონზე

„ომიკრონის“ გამო აშშ ლოკდაუნს არ დაუბრუნდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამო შეერთებული შტატები ლოკდაუნის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ BBC იუწყება. 
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება.
1638283275
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილს, დენის შმიგალს და ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
1638283248
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638280994
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638280489
პარტია „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის მონაწილე

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებშ...

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 
„სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ სასამართლოზე და გამა...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Winelan...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა  და ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Wineland-ღვინის მხარეში“, კონფერენცია „ადგილობრივი განვითარების აქტორები - თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“  გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 
„ოპოზიცია პოპულისტურად ცდილობს, პრემიერის ინიციატივების „გაშავება“ მოა...
„ფარმაცევტული ბიზნესის საკითხზე იდეა ძალიან მომწონს, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს. იდეა, რომ ამის რეგულირება მოხდეს აუცილებელია, რადგან სააფთიაქო ვაჭრობა საზოგადოებისთვის ძალიან დიდ პრობლემად იქცა და აუცილებელია ამის მოგვარება. სუბიექტური ვიქნები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ  საქართველოს კანონმდებლობით ზოგადად სათამაშო ბიზნესი 2005 წლის კანონმდებლობით რეგულირდება, იგი რეალურად უნდა იყოს მეტად დახვეწილი და ძალიან კარგია როდესაც ბატონმა პრემიერმა გააჟღერა ეს ინიციატივა. საქართველოში ბევრ სხვა სოციალური პრობლემებთან ერთად ლუდომანიაც ძალიან პრობლემატური და მზარდი დაავადებაა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. მე იმედი მაქვს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება მალე დაიწყება და პარლამენტი მხარს დაუჭერს ბატონი პრემიერის ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე  PIA.GE-სთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სათამაშო და ფარმაცევტული ბიზნესის რეგულირების საკითზე გაკეთებულ განმარტებას.