არჩევნები 2021

არჩევნები 2021 (II ტური) - Live

თბილისის მერობის კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია. თვითმმართველობის არჩევნები - II ტური Pia.ge
1635566555
დაკოპირებულია

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების II ტური 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში იმართება.

ბიულეტენებზე ამომრჩეველს მხოლოდ ორი კანდიდატის სახელი დახვდება. სამი მუნიციპალიტეტის გარდა (თიანეთი, ოზურგეთი, ცაგერი) ყველგან არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის არის გასაკეთებელი.

Pia.ge თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებს მუდმივად განახლებად რეჟიმში გთავაზობთ.

01.11.2021 15:17 „ოპოზიციას უფლება აქვს აქცია ჩაატაროს, ოღონდ კანონის ფარგლებში“ - კალაძე

„აქციას გამართავენ თუ არა, ეს მათი უფლებაა“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის თაობაზე.

„ოპოზიციას აქვს აქციის ჩატარების უფლება, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში განხორციელდეს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მე ვაპირებ, მათ საქმით და კონკრეტული პროექტებით დავუპირისპირდე. ასე ვიმუშავებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

01.11.2021 13:00 „პოლარიზაციამ საარჩევნო პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“ - აშშ-ის საელჩოს განცხადება

„ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც აშშ-ის განცხადებაშია ნათქვამი, რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა.

განცხადების თანახმად, „იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა“.

„ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოების და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.
როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე.

იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.
ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში.

ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

31.10.2021 22:52 „რაც მაშინ მოხდა, არ გვაკომპლექსებს“ - ბარამიძე 7 ნოემბერზე

„ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე მიზანშეწონილი იყო თუ არა, ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის დაანონსება 7 ნოემბერს, ბარამიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი ახსოვს.

„ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს. ასე, რომ ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს აბსოლუტურად.

ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, მათ შორის არც ის, რაც არ არის სასიამოვნო და ვაღიაროთ შეცდომები, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა.

ნებისმიერი სხვა თარიღი შეიძლება იყოს, მე პირადად ამის კომპლექსი არ მაქვს. არ უნდა დავემალოთ ჩვენს ისტორიას, მათ შორის იმას რაც არ არის სასიამოვნო და ენის მოჩლექით არავის არ უნდა ველაპარაკოთ. ეს არ იყო სწორი და თქვა ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა“, - აღნიშნა ბარამიძემ.

31.10.2021 21:30 „7 ნოემბერს რუსთაველზე რომ შეიკრიბებით, რიყეზე გავლა არ დაგავიწყდეთ“ - ხიდაშელი ოპოზიციას

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 7 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

„7 ნოემბერს რუსთაველზე რომ შეიკრიბებით მერე საღამოს რიყეზე ჩავლა არ დაგავიწყდეთ. OMG
P.S. უი შეგვეშალაო, ყველამ კი არ იცის 7 ნოემბერი სხვა კალენდრიდანააო“, - მიმართა ოპოზიციას თინა ხიდაშელმა.

31.10.2021 19:42 მამუკა ხაზარაძე პარლამენტს ტოვებს

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„21-ე საუკუნეში ისევ გვიწევს ხმის დაცვა და ელემენტარული ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა. ჩვენ ხმას დავიცავთ თბილისში, ბათუმში და ყველა დანარჩენ ქალაქში. ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა. აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგს უკან დანას გირტყამს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, აი, ეს არის მანდატი და მე ვტოვებ პარლამენტს. ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

31.10.2021 19:58 ოპოზიცია კვირას მასშტაბურ აქციას გეგმავს

გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შეკრებაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, კვირას დაგეგმილი აქცია სხვა დანარჩენი საპროტესტო აქციებისგან განსხვავებული უნდა იყოს.

მელია ამბობს, რომ კვირას დაგეგმილი აქციის შესახებ მეტ დეტალზე ამ ეტაპზე არ ისაუბრებს.

„ხელისუფლებას ამაოდ ჰგონია, რომ მან გუშინ გამარჯვება მოიპოვა. მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი თქვენი სახით. ჩვენ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით ვაპირებთ უახლოეს მომავალში ძალიან ფართო ბრძოლის გაჩაღებას.

სამშაბათს ბათუმში ვაპირებთ ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა ადგილზე გავაპროტესტოთ უსამართლობა. ასევე უნდა ვიყოთ ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. მასშტაბური აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე კვირას. ეს აქცია, რომელიც გაიმართება, უნდა იყოს განსხვავებული ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით ამაზე მეტ დეტალებში არ შევიდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

31.10.2021 16:45 „ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“ მცდარია“ - გიგა ბოკერია

„ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“, ჩვენ მცდარად მიგვაჩნია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანა რთულ ვითარებაშია.

„ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გადადგა წინ ნაბიჯი მობილიზების საქმეში, ეს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა არალეგიტიმური მეთოდების გადასაფარად.

ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“, ჩვენ მცდარად მიგვაჩნია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

31.10.2021 14:31 „ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან ბრძოლა რა ვაჟკაცობაა?“ - ეკა ბესელია

„ჩვენ ვნახეთ საბჭოური არჩევნები და ახლა დარჩა რუსეთი, სადაც მსგავსი ტიპის არჩევნები ტარდება. ამის პოლიტიკური ფასია ის, რაც ახლა დაწერილი ციფრებითაც ჩანს“, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი გაბრაზებულია და ამომრჩეველი მომწიფებულია ცვლილებებისათვის.

„ამომრჩევლებმა ამდენი გაყალბების მიუხედავად, მაინც აჩვენა შედეგი, ხოლო ამ არჩევნების პოლიტიკური ფასი იქნება, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში უპირობო წაგება, იქამდე როგორ მივალთ, ეს რთული გზა იქნება და ვეჭვობ, რომ მშვიდად არ გაივლის.

ორი რამ მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად - პირველი: ახლა ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა, ყველა მტკიცებულება გაყალბების და ფალსიფიკაციის, მათ შორის, ბათილი ბიულეტენის იყოს ამოღებული, როგორც მტკიცებულება, იმიტომ რომ თუ ამას ყველაფერს დაალაგებენ, ძალიან იოლად გამოჩნდება, რომ 1 და 2%-იანი სხვაობა აბსოლუტურად იშლება და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის სასარგებლოდ იქნება. ხოლო მეორე გზა არის: საპროტესტო აქციები და ბრძოლა ხმების დასაცავად, მე აუცილებლად ვიქნები მხარდამჭერი ჩვენი ხმის დაცვისთვის შემდგომი სამართლებრივი ბრძოლის.

უბრალოდ შეხედონ ვინ ჰყავთ გამარჯვებულ კანდიდატებს შორის და სად ებრძვიან იმ წარსულს? „ქართულ ოცნებაში“ არიან ყველა ის კანდიდატები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ წარსულში. საკუთარ კომფორტს, ადგილებს აძლევენ ხმას, თორემ ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან ბრძოლა რა ვაჟკაცობაა? პრეზიდენტად რომ იჯდა, მაშინ ეს ადამიანები იმალებოდნენ“ , - განაცხადა ეკა ბესელიამ.

31.10.2021 14:10 „ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა“ - სოსო ცინცაძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში ცვლილებების სურვილი არ იგრძნობა.

მისი თქმით, მმართველი პარტია დიდ ქალაქებში გამარჯვებას არ დათმობდა.

როგორც ცინცაძე აღნიშნავს, 30 ოქტომბრის არჩევნებში „ობივატელის“ (ადამიანი, რომელიც მოკლებულია საზოგადოებრივ თვალთახედვას, ცხოვრობს წვრილმანი, პირადი ინტერესებით.) ფსიქიკამ იმარჯვა.

„დიდ ქალაქებს, მით უმეტეს დედაქალაქს არცერთი მმართველი პატრია არ თმობს. მაინც მგონია, რომ მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი არის ჩვენი ელექტორატი. არ იგრძნობა სურვილი ცვლილებების. ჩვენი ელექტორატი ცუდი გაგებით კონსერვატიზმს ავლენს, მოქმედებს პრინციპით: „შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ჭირს“. ამ არჩევნებში „ობივატელის“ ფსიქიკამ იმარჯვა.

შეიძლება იყო სხვადასხვა დარღვევები და ამას არ გამოვრიცხავ. ჩვენი ელექტორატი არ აღმოჩნდა მზად ცვლილებებისთვის. არსებობს ასეთი ანდაზა, „ღმერთმა არ გაცხოვროს ცვლილების ერაშიაო“ - ცვლილებები შეიძლება კარგიც იყოს, შეიძლება უარესიც იყოს. ცვლილებებს არც კოალიციურმა კაბინეტმა უშველა. დასაშვებად მიმაჩნდა, რომ შეიძლება კოალიციების ფაქტორს სიახლისადმი და ცვლილებებისადმი სწრაფვა მოეხდინა, მაგრამ ეს არ მოხდა და ჩატარდა ისე, როგორც უკვე ტარდება ჩვენთან 30 წელი ყველა არჩევნები ორი სამის გამოკლებით“, - განაცხადა სოსოს ცინცაძემ.

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძემ ყურადღება, ასევე, ოპოზიციაზეც გაამახვილა. რაც შეეხება ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ შეკრებას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ რევოლუცია არავის სურს და ხალხი მიტინგებით დაიღალა.

„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა. ოპოზიციამ პატარა ტაიმაუტი უნდა აიღოს, დამშვიდდეს, ცივი გონებით შეიმუშაოს ახალი სტრატეგია, კრეატიული, აბსოლუტურად განსხვავებული თუ სურთ მომავალ არჩევნებში გამარჯვება. ფონი ისეთია, რომ რეალობით უკმაყოფილო მოსახლეობა ორჯერ სამჯერ მეტია კმაყოფილ მოსახლეობაზე.

ერთი შეხედვით ყველას უნდა უნდოდეს ცვლილებები იმიტომ, რომ უკმაყოფილოა, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგ აძლევს ხმას. ეს არის ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური კოდი „ქართული ობივატელი“. ოპოზიცია არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ ერთსა და იმავე ფოცხზე აბიჯებს ფეხს, ჯიუტად თითქოს ვიღაცას ეჯიბრება. არავითარი სიახლე, ერთი ეს იყო ჩრდილოვანი კაბინეტი, თუმცა ესეც დაგვიანებული იყო. კოალიციების იდეა ოპოზიციას, რომ წამოეყენებინა არა 2-3 დღით ადრე არჩევნებამდე, არამედ რამდენიმე თვით ადრე და მერე ამის პროპაგანდა გაეწია მაშინ შედეგი სხვა იქნებოდა“, - დასძენს სოსო ცინცაძე.

31.10.2021 13:17 „მე ამ ტვინში მაქვს ალგორითმები, რაც უნდა გაკეთდეს“ - მურმან დუმბაძე

„ბრძოლა დღეს იწყება იმისათვის, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირი დასრულდეს“, - ამის შესახებ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, საარჩევნო ბლოკის „ენმ - ძალა ერთობაშია“ წევრმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაჩერებას არ აპირებს.

„დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქი პირწმინდად არის მოგებული. ვიღაცა „შპანა“, რომელიც მეურვეობს საარჩევნო უბანს და ვიღაც ადამიანი, რომელიც 50 ლარს იღებს, ის მიუქმებს მე არჩევანს, ანუ მანულებს, გესმით რა ხდება? გესმით რომელ ჩიხში შევედით? ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ადგილობრივ დონეზეც იგივე მოხდებოდა.

ბუნებრივია, მე ამ ტვინში მაქვს ალგორითმები, რაც უნდა გაკეთდეს. სრული დაუმორჩილებლობა უნდა იყოს და პარლამენტიდან ყველა უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მან დღეს საღამოს დააანონსა ოპოზიციის აქცია დედაქალაქში.

31.10.2021 12:52 „19:00 საათზე გელოდებით პარლამენტთან“ - ნიკა მელია

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს, 31 ოქტომბერს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე წარადგენს, - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა.

„გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო“ და არავინ აპირებს არსებულ მდგომარეობას შეეგუოს. გელოდებით დღეს საღამოს 19:00 საათზე პარლამენტის ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ გაყალბებული, მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

31.10.2021 12:36 „განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ! მეორე ტურს რომ გააყალბებდა, ამაში ეჭვი გეპარებოდათ?“ - თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

თაკო ჩარკვიანის თქმით, მმართველმა პარტიამ მეორე ტურიც გააყალბა.

ამასთან თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ როდესაც აქცია იმართება, იქ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვისი აქციაა და ლიდერებს მოუწოდეს ხალხს, არ უთხრან, რომ ეს მათი აქცია არაა.

„რომ ვთქვი, ასე „ინტელექტუალურად“ არასოდეს წავლენ მეთქი (ოლიგარქიატი), რა ვერ გააყალბებს მეთქი ვიკითხე, თან ბევრჯერ ვიკითხე ტვ ეკრანიდან თუ ისე (ყველას გახსოვთ) და რა ამბავი ატყდა და რა თავდასხმები იყო, ესეც გვახსოვს!!!! იგივე მდინარეში უკვე მერამდენედ?!

ჩვენზე უფრო „მონდომებული ნუ იქნებიო“, სცენიდან მიპასუხეს, კონვენციით ხალხისთვის მონიჭებული უფლება - „ჯანყი“ არ ახსენოო, არადა ჯანყი გულისხმობს მრავალათასიან მშვიდობიან ხალხის ტალღას, ღამე დარჩენით რუსთაველზე (აი, სამი თვე რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში ვიყავით ოპოზიცია), რა ვიცი, მაშინ რევოლუცია არავის დაურქმევია ჩვენი პროტესტისთვის, ხომ ასეა?! და სააკაშვილმა მაშინ დატოვა ხელისუფლება! ხომ ასეა, ხომ სიმართლეს ვამბობ?! ახლა გისმენთ ბატონებო, განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ. მეორე ტურს რომ გააყალბებდა, ზოგიერთ ამბიციურ ლიდერს თუ „ლოდერს!“, ამაში ეჭვი გეპარებოდათ? (იგივე საარჩევნო სისტემის პირობებში?!). მაშინ მე მაქვს უფლება ჩემი მოსაზრება (სამწუხაროდ) გამიმყარდეს .......ჰოდა ჩრდილოვანიდან“ რომ გამოხვალთ და რეალურ სურათს დაიჯერებთ, აღიქვამთ და ცოტა სხვასაც უნდა დაუჯეროთ, აღარ ვივლით 30 წლიან რუსულ წრეზე !!!!!! ახლა ერთი ვიცი, რომ ვისი ხმებითაც ხართ „ჩრდილოვანი კაბინეტი“, ის კაცი რუსეთის - ოლიგარქის ციხეშია“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

ამასთან, „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აქციის შესახებაც საუბრობს და ოპოზიციის ლიდერებს ჩრდილოვანი კაბინეტიდან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მისი ჯანმრთელობა მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას.

„ჰოდა აქციას, რომ დავნიშნავ - ეს მე ვიქნები თუ სხვა, არ „გამოხტეთ რომელიმე ზოგიერთი ლიდერი“ და ხალხს ნუ დააბნევთ, ნუ ეტყვით, ნუ მოუწოდებთ: „არ მოხვიდეთ, ჩვენი აქცია არ არის, სხვისიაო“. ჩემი და სხვისი „აქცია“- თარიღი და რიცხვი კი არა“, ჩემს და თქვენს ანუ ჩვენს საქართველოს ვკარგავთ!!!!!! გელოდებით „ოპოზიციის ლიდერებს ჩრდილოვანი კაბინეტიდან“, გისმენთ ყურადღებით!!!!!!!!

ახლა ვფიქრობ, უპირველესია აი, ეს თხოვნა: მესამე პრეზიდენტს მივმართავ, გთხოვთ შეწყვიტეთ შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს, თქვენი განადგურება ადამიანური ტრაგედიის გარდა, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება, რადგან ბრძოლაში უიმედო ბრძოლაზე კატასტროფული არც კი არსებობს რაიმე! აქამდე ხომ არ მითხოვია , ახლა გთხოვთ მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება !!!!“, - წერს „კანონი და სამართლის“ ლიდერი.

31.10.2021 12:19 „ბედნიერები უნდა იყვნენ იმ შედეგით, რომელიც მიიღეს და გააგრძელონ ცხოვრება“ - ვახო მეგრელიშვილი

„არჩევნები მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ PIA.GE-ს პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, არჩევნები ჩატარდა საკმაოდ ნორმალურად, ადმინისტრაციული თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები არ ყოფილა.

„იდეაში, პოლიტიკური შეფასება, რაც ჩვენ გვქონდა, იგივეა, ანუ არჩევნები მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ და მეორე ტურშიც დადასტურდა რამდენად ახლოს არიან ეს პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან და რამდენად ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა ამ ორი ძალისა, ეს არჩევნები წააგო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაჟღერებას მოსალოდნელი აქციების შესახებ, ის შედეგი, რომელიც მათი მიზანი იყო, უკვე დაიდო.

აქციებით, რომ მოდი ახლა „ქოცები“ ჩამოვაგდოთ, ის შედეგები არ არის, რომელიც მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“ პრაგმატულ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მათ ახლა შეუძლიათ რევოლუციური გზით „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ. ასე არ მგონია. მართალი რომ გითხრათ, ბედნიერები უნდა იყვნენ იმ შედეგით, რომელიც მიიღეს და გააგრძელონ ცხოვრება.

არ ვიცი როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება, ამას დრო გვიჩვენებს. უახლოესი დღეები იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი. არ მგონია, რომ მაგ {აქციების} ხასიათზე იყვნენ ნაციონალები“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა

31.10.2021 12:08 20-დან 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში და თვითმმართველ თემებში ყველა უბანი უკვე დათვლილია.

მიღებულ ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 👇

თბილისი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა - 55.607%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას - 44.393% აქვს

რუსთავი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა - 53, 717%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით კირკიტაძეს - 46,283% აქვს

ქუთაისი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა - 51, 643%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ხატია დეკანოიძეს - 48,357% აქვს

ფოთი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა - 57, 35%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი უგულავას - 42,65% აქვს

ბათუმი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა - 51, 018%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი კირთაძეს - 48,982% აქვს

თელავი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა - 56,899%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43,101% აქვს

თიანეთი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან წიკლაურმა გაიმარჯვა - 54,826%-ით
⚫ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთის“ - 45,174% აქვს

ქარელი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა გაიმარჯვა 56,732%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს - 43,268% აქვს

ხაშური

⚫ „ქართული ოცნება“ კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმა გაიმარჯვა - 59,082%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს - 40,918% აქვს

ცაგერი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა - 62,873%-ით

⚫ „გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს ბესარიონ ბენდელიანს - 37,127% აქვს

ბაღდათი

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა ენუქიძემ გაიმარჯვა - 60, 693%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი რობაქიძეს - 39,307% აქვს

წყალტუბო

⚫ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა - 57,167%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ზაზა მეტრეველს - 42,833% აქვს

ოზურგეთი

⚫ „ქართული ოცნების“კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა - 55,409%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს - 44.591% აქვს

სენაკი

„ქართული ოცნების“კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ გაიმარჯვა - 53,078%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კობა ნაყოფიას - 46,922% აქვს

მარტვილი

⚫ „ქართული ოცნების“კანდიდატმა თორნიკე ჯანაშიამ გაიმარჯვა - 51,845%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას - 48,155% აქვს

ხობი

⚫ „ქართული ოცნების“კანდიდატმა დავით ბუკიამ გაიმარჯვა - 56,78%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბესიკ შენგელიას - 43,22% აქვს

ზუგდიდი

⚫ „ქართული ოცნების“კანდიდატმა მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა - 51,631%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ანზორ მელიას - 48,369% აქვს

წალენჯიხა

⚫ ეს ერთადერთი უბანია, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელს ოპოზიციის კანდიდატმა აჯობა - გიორგი ხარჩილავას - 51.107% აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გოგა გულორდავას - 48,893%.

ჩხოროწყუ

⚫ „ქართული ოცნების“კანდიდატმა კანდიდატმა დათო გოგუამ გაიმარჯვა - 50,881%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბადრი ქარჩავას - 49,119% აქვს

ხელვაჩაური

⚫ „ქართული ოცნების“კანდიდატმა კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა - 55,007%-ით

⚫ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს - 44,993% აქვს

31.10.2021 11:48 დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, ეს არის მათი ტრადიცია - რამაზ საყვარელიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

„არჩევნები ჩატარების მხრივ ნორმალურად წარიმართა, რამდენიმე ინციდენტი გამონაკლისს წარმოადგენდა. რაც შეეხება შედეგებს, სავარაუდო იყო ეს შედეგები“, - ამის შესახებ PIA.GE-ს ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის გამარჯვება განაპირობა იმან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეები მეტია, ვიდრე მომხრეები.

„ის შედეგი, რაც მივიღეთ, მოსალოდნელი იყო, რადგან 2012 წლის შემდეგ სულ ერთი და იგივე სურათია. არჩევნებზე ერთმანეთს უპირისპირდებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა არჩევნებზე ერთნაირი შედეგია: იგებს „ოცნება“, აგებს „ნაციონალური მოძრაობა“.

უფრო ზუსტად „ნაციონალების“ მოწინააღმდეგეები მეტია, ვიდრე მომხრეები. უკვე ისმის შეძახილები იმის თაობაზე, რომ აქციები იქნება, რომ იგეგმება და არ დაუშვებენ ამ შედეგის ლეგიტიმურობას და ა.შ. სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ, ვიძახით „ევროპა ვართო“ და წარმოიდგინეთ დასავლეთის რამდენ ქვეყანაშია არჩევნები, ყველა არჩევნებში დამარცხებული მხარე მიტინგებსა და დესტაბილიზაციას რომ აწყობდეს.

„მშვიდობიანი რევოლუციაო“ აგერ ბარამიძემ თქვა ე.ი. ხელისუფლების შეცვლისკენ მიმავალ პროცესებზე აქვთ აქცენტი, ეს ნამდვილად არ არის ევროპული გზა, ეს უფრო შუა საუკუნეების სტილია. უბრალოდ მაშინ შეიარაღებული დაპირისპირება იქნებოდა. დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, ეს არის მათი ტრადიცია. ალბათ ამ ყველაფრის მოწმე გავხდებით და იმედი ვიქონიოთ, რომ მხოლოდ ემოციების დახარჯვაში გამოიხატება ეს პროცესები და საბოლოოდ მშვიდობიან კალაპოტს დავუბრუნდებით“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

31.10.2021 11:43 თბილისის მერი კახა კალაძე გახდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოიგო.

კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე - 55.607%

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 44.393%

ხმების 100% უკვე დათვლილია.

31.10.2021 10:54 „სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“ - გია ხუხაშვილი

„სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ამგვარი შედეგით დასრულება მისთვის უცხო არ არის, რადგან, მისი თქმით, საქართველოში ყოველთვის ასეთი არჩევნები ტარდებოდა.

„არჩევნები გაუქმებულია“ - ამ შეფასებას ვერ დავეთანხმები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი არჩევნები ტარდება სულ, სხვანაირი არ ჩატარებულა ამ ქვეყანაში. დანარჩენი ყველაფერი, რაც გამოიყენეს ან ამ ხელისუფლებას ან წინას არ გამოუყენებია? ყოველთვის იყენებდნენ. ჩვენ ერთი და იმავე მანკიერ წრეზე ვტრიალებთ მუდმივად. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციას ფრონტი გაეშალა, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო მაინც მოხდა შუაზე გაკრეფა. ჩრდილოვანი კაბინეტი კარგი ექსპერიმენტი იყო, თუმცა, აქაც ხელი დააკლო ოპოზიციამ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის თქმით, რიგგარეშე ჩატარების შანსი არსებობს.

ამასთან, ხუხაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ქმედებამ ჯამური ოპოზიცია დააზარალა.

„რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შანსი არსებობს. ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ იძულებით ჩარჩენილია წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის მდგომარეობაში. მომავლის არჩევანი სუფთა ფურცლიდან შეზღუდულია. კი არსებობს, არის მცდელობები, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2 პოლიტიკური ცენტრი თავის ორბიტაზე აქცევს მთელ პოლიტიკურ პროცესს, სხვადასხვა მეთოდებით, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა.

მაშინაც კი, როდესაც კოალიცია გამოცხადდა და დიდი იმედები გაჩნდა საზოგადოებაში პოზიტიური დღის წესრიგის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა გადაფარა ეს ყველაფერი, არ მისცა საშუალება კოალიციას, რომ ეს დადებითი დღის წესრიგი წარმოედგინა, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სააკაშვილი რეალურად დამნაშავედ მიაჩნია. რატომ? - იმიტომ, რომ დილა იწყებოდა სააკაშვილის განცხადებით და საღამო მისი ექიმების და ადვოკატების განცხადებით მთავრდებოდა.

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა გააძლიერა პარტიის შესაძლებლობები და მაქსიმალური მობილიზება მოახერხა მათი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ოპოზიცია არ არის მხოლოდ ეს, ოპოზიცია არის კიდევ სხვა ფლანგები, რომელიც ელექტორალურად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

31.10.2021 08:20 „ერი, რომელიც ვერ აკეთებს სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა“ - შალვა ნათელაშვილი

„ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა“ - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ის აღნიშნავს, ამიტომ არ მოუთხოვია არასოდეს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაგვიწერა კი „ბედნიერი ერი“ და „კაცია ადამიანი“.

„ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა. ბოდიში მხოლოდ ხალხის ოც პროცენტთან, მაგრამ როგორც ვხედავთ სარეველა უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია. მონის ფსიქიკა გამორიცხავს თავისუფლებასა და არჩევანის ჭეშმარიტებას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

31.10.2021 03:41 თბილისში კახა კალაძე იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმარჯვებს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 44.445%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე - 55.555%

ხმები დათვლილია 769 უბნიდან 740 უბანზე.

31.10.2021 03:37 ქუთაისში მერის არჩევნები იოსებ ხახალეიშვილმა მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხატია დეკანოიძე - 48.391%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი - 51.609%

ქუთაისში ხმები დათვლილია უბნების თითქმის 100%-ში.

31.10.2021 03:34 ბათუმის მერის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმის მერის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - გიორგი კირთაძე - 49.048%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 50.952%

31.10.2021 03:13 „არც მეტი, არც ნაკლები, არჩევნები გაუქმებულია“ - ნიკა მელია

„ნურავინ ნურავის მოვატყუებთ, არც მეტი და არც ნაკლები, ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის გამარჯვება მოიპარა.

„ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში გამარჯვებები ბიძინა ივანიშვილმა, ვითომც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო თავის სხვადასხვა რეზიდენციებში, მოიპარა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური კოალიცია უნდა გაფართოვდეს, გაძლიერდეს და ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

„ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

31.10.2021 03:18 ზუგდიდის მერის არჩევნებში მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდის მერის არჩევნებში მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - ანზორ მელია - 48.364%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 51.636%

ზუგდიდში ხმების თითქმის 100%-ია დათვლილი.

31.10.2021 02:44 თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი გახდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თელავის მერის არჩევნებში ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - გიორგი ბოტკოველი - 43.101%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ლევან ანდრიაშვილი - 56.899%

თელავში ხმების 100%-ია დათვლილი.

31.10.2021 02:43 ხაშურში თენგიზ ჩიტიაშვილმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ხაშურში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმა გაიმარჯვა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იოსებ ბუაძე - 40.918%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ ჩიტიაშვილი - 59.082%

ხაშურში ხმების 100%-ია დათვლილი.

31.10.2021 02:36 რუსთავის მერის არჩევნებში ნინო ლაცაბიძემ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში რუსთავში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ მოიგო.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დავით კირკიტაძე - 46.283%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე - 53.717%

რუსთავში ხმების 100%-ია დათვლილი.

31.10.2021 01:46 სენაკში კობა ნაყოფია მარცხდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, სენაკის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ვახტანგ გადელია - 53.228%

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - კობა ნაყოფია - 46.772%

31.10.2021 01:35 ფოთის მერის არჩევნებში ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ფოთში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიგი უგულავა - 42.65%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე - 57.35%

31.10.2021 00:44 დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით - თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს.

„წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით.რაც შეეხებათ ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ!“, - წერს წულუკიანი ფეისბუკგვერდზე.

31.10.2021 00:40 „სამწუხაროდ თქვენი ხმა გაყალბდა, არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო“ - გიგი უგულავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ამ ქალაქში არჩევნები გაყალბდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ფულითა და დაშინებით შეძლო შედეგების გაყალბება.

„სამწუხაროდ თქვენი ხმა გაყალბდა, თქვენი ხმა იყო და თქვენი არჩევანი იყო მსხვერპლი არნახული... არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო... სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა თავისი სახე, ვსაუბრობ ფოთზე, არ მაქვს სხვა ქალაქის მონაცემები. მაგრამ ფაქტია, რომ არნახული ფულით, ძალადობით და გაყალბებით აქაც ცდილობენ სასურველი შედეგების დადებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დამახინჯებას“, - თქვა უგულავამ.

ინფორმაციისთვის, ამ დროის მონაცემებით [00:35] ფოთში 33 უბნიდან ხმები დათვლილია 20 უბანში (60,6%).

ცესკოს მონაცემებით, გიგი უგულავას ხმების 43 პროცენტი აქვს მიღებული, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ ბექა ვაჭარაძეს კი 57%.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

31.10.2021 00:31 ირაკლი კობახიძე - დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე, ხვალიდან ვიწყებთ საუბარს, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნისთვის

დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ა.შ. ხვალიდან ვიწყებთ საუბარს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში არეულობა არავის წაადგებოდა.

„რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს, ეს გამარჯვება, მათ შორის თქვენი გამარჯვებაც არის, რადგანაც არეულობა და ქაოსი არავის არ წაადგებოდა. თქვენც გჭირდებათ ქვეყანაში განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31.10.2021 00:35 ცესკოს პირველადი მონაცემებით, ბათუმში არჩილ ჩიქოვანი იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ბათუმის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - არჩილ ჩიქოვანი - 53.252%

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 46.748%

31.10.2021 00:28 ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხატია დეკანოიძე - 48.145%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი - 51.845%

ამ დროისთვის 124 უბნიდან ხმები დათვლილია 44 უბანზე.

31.10.2021 00:19 ცესკოს პირველადი მონაცემებით, ჩხოროწყუში დათო გოგუა იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ჩხოროწყუს მერობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი დათო გოგუა ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - დათო გოგუა - 54.437%

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ბადრი ქარჩავა - 45.563%

31.10.2021 00:13 წყალტუბოში გენადი ბალანჩივაძე ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზაზა მეტრეველი - 43.963%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გენადი ბალანჩივაძე - 56.037%

69 უბნიდან ხმები დათვლილია 21 უბანში.

31.10.2021 00:14 თელავში ლევან ანდრიაშვილი ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თელავში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ბოტკოველი - 39.535%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლევან ანდრიაშვილი - 60.465%

ამ დროისთვის 55 უბნიდან ხმები დათვლილია 19 უბანზე.

31.10.2021 00:07 ზუგდიდში ანზორ მელია მარცხდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - მამუკა წოწერია - 53.243%

✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 46.757%

31.10.2021 00:07 ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

N56 დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 43.928%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავთანდილ თალაკვაძე - 56.072%

63 უბნიდან ხმები დათვლილია 24 უბანში.

31.10.2021 00:07 წალენჯიხაში ენმ-ის კანდიდატი იგებს - მეორე ტურის პირველადი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ხარჩილავა - 54.44%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გოგა გულორდავა - 45.56%

ამ დროისთვის 29 უბნიდან ხმები 10 უბანშია დათვლილი.

30.10.2021 23:58 ცესკოს პირველადი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, რუსთავის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ნინო ლაცაბიძე - 54.654%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 45.346%

30.10.2021 23:58 ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ხელვაჩაურში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშა ბოლქვაძე - 42.74%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზაზა დიასამიძე - 57.26%

30.10.2021 23:50 ხობში დავით ბუკია ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხობში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ბუკია ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბესიკი შენგელია - 41.375%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დავით ბუკია - 58.625%

ამ დროისთვის 33 უბნიდან დათვლილია 16 უბანი, ჯამში უბნების 48.485%.

30.10.2021 23:48 ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხაშურში თენგიზ ჩიტიაშვილი იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ხაშურში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იოსებ ბუაძე - 41.076%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ ჩიტიაშვილი - 58.924%

30.10.2021 23:40 ფოთში ბექა ვაჭარაძე ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ფოთში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიგი უგულავა - 40.827%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე - 59.173%

ამ დროისთვის 33 უბნიდან დათვლილია 11 უბანი, ჯამში უბნების 33.333%.

30.10.2021 23:34 ქარელში ზაზა გულიაშვილი ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქარელში , „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკოლოზ ახალკაცი - 38.828 %

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზაზა გულიაშვილი - 61.175%

30.10.2021 23:28 თბილისში 128 უბნის მიხედვით, კახა კალაძე ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 43.988%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე - 56.012%

ამ დროისთვის 769 უბნიდან დათვლილია 128 უბანი, ჯამში უბნების 16.645%.

30.10.2021 23:20 მარტვილში თორნიკე ჯანაშია ლიდერობს - მეორე ტურის პირველადი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, მარტვილში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თორნიკე ჯანაშია ლიდერობს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თეიმურაზ ჯანაშია - 46.408%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თორნიკე ჯანაშია - 53.592%

ამ დროისთვის 40 უბნიდან დათვლილია 17 უბანი, ჯამში უბნების 42.5%.

30.10.2021 23:19 ცესკოს პირველადი მონაცემებით, ცაგერში გიორგი ნემსაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ცაგერის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - გიორგი ნემსაძე - 63.077%

✔️ გახარია „საქართველოსთვის“ - ბესარიონ ბენდელიანი - 36.923%.

30.10.2021 23:00 ცესკოს პირველადი მონაცემებით, თიანეთში ლევან წიკლაური ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, თიანეთის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლევან წიკლაური ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

✔️ თამაზ მეჭიაური -„ერთიანი საქართველოსთვის“ - 43. 145%

✔️ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ლევან წიკლაური - 56.855%

30.10.2021 21:53 მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის 49.09% შეადგინა - ცესკო

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 49.09% შეადგინა.

20:00 საათიანი მონაცემების თანახმად, არჩევნებზე 1025406 ადამიანი მივიდა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. აქ საკუთარი არჩევანი 59.9%-მა გააკეთა.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთში იყო - 43.2%.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობამ 47.7% შეადგინა, რაც 478642 ამომრჩეველია.

30.10.2021 21:35 „მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი“ - ანზორ მელია

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ზუგდიდის ყველა მცხოვრების მერი იქნება.

„მადლობა ყველას და მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები და ის დაპირისპირება დამთავრდება რაც აქამდე იყო.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში არ მომშორებიან და გამარჯვებისთვის ვაჟკაცურად იბრძოდნენ“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

30.10.2021 21:25 „არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული“ - ზურაბ ჯაფარიძე

„ეს არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული. ბოლო წლებია მე პირადად ველოდებოდი ამ დღეს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ხმამაღლა ეთქვათ, ეს ქვეყანა არ არის მონების ქვეყანა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ორმა ეგზიტპოლმა ცალსახად აჩვენა, რომ გამარჯვება არის კოალიციის მხარეს.

„ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები. ეს რიცხვები, რომელიც ორმა ეგზიტპოლმა აჩვენა, ცალსახად აჩვენებს, რომ გამარჯვება არის კოალიციის მხარეს. ხმები არის ახლა დასაცავი. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ახლა მიდის საარჩევნო უბნებზე.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა კოალიციის სახელით დგას, აკვირდება და იცავს ხმებს. როცა „იმედის“ ეგზიტპოლი წერს იმ შედეგს, ნიშნავს იმას რომ ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში გაიმარჯვა თავისუფლებამ.

ეს არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული. ბოლო წლებია მე პირადად ველოდებოდი ამ დღეს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ხმამაღლა ეთქვათ, რომ ეს ქვეყანა არ არის მონების ქვეყანა, რომელსაც შეიძლება მოაჯდე თავზე და აკეთო ის რაც გინდა.

დღეს დავინახე რიცხვებში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა პასუხი გასცეს ყველას. ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი ხალხის ქვეყანა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

30.10.2021 20:43 „ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი... ახლა ყველაზე აუცილებელია, დავიცვათ თითოეული ხმა“ - დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავად ლიდერობს.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია თითოეული ხმის დაცვა.

„როგორც ვნახეთ, ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეების ხმების ასახვა, მათ შორის ქუთაისშიც. ახლა ყველაზე აუცილებელია, დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა. ჩვენს უბნებზე დამკვირვებლები არიან მობილიზებული. ახლა მე მინდა, მოვუწოდო ჩემს კონკურენტს, ნუ იკადრებენ ყველაფერს, რადგანაც არ ეკადრება ამ ევროპულ და ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში კადრულობდა „ქართული ოცნება“ და არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოში.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. მაშ ასე, უბნების დაცვა და თითოეული ხმის დაცვა არის აუცილებელი, რასაც გავაკეთებთ თანამებრძოლებთან ერთად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

30.10.2021 20:40 ვინ სად ლიდერობს - ორი ეგზიტპოლის შედეგები სრულად

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლები ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ორივე ეგზიტპოლის შედეგებს სრულად.

თბილისი

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე - 49%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია -51%

„იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები:

✔️ „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე - 57.2%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია - 42.8%

ბათუმი

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი - 49%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 51%

„იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები:

✔️ „ქართული ოცნება“ - არჩილ ჩიქოვანი - 50.8%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 49.2%

რუსთავი

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ნინო ლაცაბიძე - 47%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 53%

„იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები:

✔️ „ქართული ოცნება“ - ნინო ლაცაბიძე - 53,8%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 46,2%

ქუთაისი

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - იოსებ ხახალეიშვილი 47%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე -53%

„იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები:

✔️ „ქართული ოცნება“ - იოსებ ხახელიეშვილი - 51.9%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე - 48.1%

ზუგდიდი

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - მამუკა წოწერია 47%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია 53%

30.10.2021 20:33 გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან - ნიკა მელია

​მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს - ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან - ასეთია თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას პირველი კომენტარი ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ.

ნიკა მელიამ განსაკუთრებული მადლობა მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს გადაუხადა.

„ყველამ ვიხილეთ დღის განმავლობაში, რა არის "ქართული ოცნების" სახე - მე თვითონაც მძულს ეს ფრაზები, ეპითეტები, თითქოს, ვამკობ ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, აგრესორები, მაგრამ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ უბრალოდ. დღეს "ქართული ოცნება" საერთოდ მარცხნივ არის და კილომეტრებით დაშორებულია პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ ძველი ბიჭებით. რომლებიც არიან ამოფარებულები პოლიციელებსა და პროკურორებს ასე ატარებენ არჩევნებს.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ძალადობისა, მიუხედავად მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა არ ეყოთ! არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს.

გინდა, არ გინდა, ვარ ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ვარ მილიონ ნახევრიანი დედაქალაქის ოპოზიციური კანდიდატი და მე მისწორდებიან ფიზიკურად ეს ზონდერები და ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თითოეული ჩემი ხმისთვის. ჩემ გვერდით, ჩემ გარშემო თქვენ ხართ, მედიის წარმომადგენლები ხართ, მაგრამ მთელი ამ საარჩევნო უბნის ფარგლებში ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება? ეს ძალადობრივი ბრიგადა, რომელიც შექმნეს კალაძემ, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა, მარცხდებიან, მაგრამ ღირს სიცოცხლის დათმობაც კი, ამ სიველურის დამთავრებისთვის!

დიდი მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, სიკეთის სასარგებლოდ, ცვლილების, კონკურენციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელიც გავერთიანდით. მაგრამ ბავშვიც კი მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება ცვლილებების გარეშე.

თქვენ წარმოგიდგენიათ რომ არა კანონიერი ქურდები, ძალადობა, კრიმინალი, პროკურორი, რამხელა სხვაობა იქნება ოპოზიციის სასარგებლოდ? ​მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს - ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან",- თქვა ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატმა თქვა, რომ მას, როგორც კანდიდატს, ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვება ეკრძალება, თუმცა ვისაც ამის უფლება აქვს, ვალდებულია, თითოეული ხმა დაიცვას.

30.10.2021 20:30 „გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ! პირობა დავდე, რომ ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და და ასე ვაპირებ მომავალში“ - კალაძე

„გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება“, – ასე მიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მხარდამჭერებს.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ „იქნება ყველას მერი“.

„დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მირო არჩევნებში, გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესა და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს თქვენი დამსახურებაა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს. მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განუხრელად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. პირობა დავდე, რომ ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და და ასე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, დაველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის ინფრასტრუქტურის, გამწვანების, სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით. ეს არის ყველა ის სამუშაო, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქალაქს. გილოცავთ ყველას გამარჯვებას, მადლობა ახალგაზრდებს, ვინც ჩართული იყო პირველივე დღიდან, მხარს უჭერდა კახა კალაძეს, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გამარჯვებას“, – განაცხადა კალაძემ.

30.10.2021 20:26 „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუსთავში ნინო ლაცაბიძე ლიდერობს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რუსთავის მერობის კანდიდატებს შორის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

✔️ „ქართული ოცნება“ - ნინო ლაცაბიძე - 53,8%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 46,2%

30.10.2021 20:19 „მთავარი არხის“ ეგზიტპოლით, ზუგდიდში ანზორ მელია იგებს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ზუგდიდში არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ანზორ მელია იგებს.


რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - მამუკა წოწერია 47%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია 53%

30.10.2021 20:14 მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება, კახა კალაძეს ვულოცავ გამარჯვებას - ირაკლი ღარიბაშვილი

„მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება, ვულოცავ კახა კალაძეს გამარჯვებას თბილისის მერის თანამდებობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეგზიტპოლების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ჩვენს ქალაქს ყველაფრისთვის. ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე მინდა, მივულოცო ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

30.10.2021 20:15 „მთავარი არხის“ ეგზიტპოლით, ქუთაისში ხატია დეკანოიძე იგებს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იმარჯვებს.


რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - იოსებ ხახალეიშვილი 47%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე -53%

30.10.2021 20:08 „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

✔️ „ქართული ოცნება“ - იოსებ ხახელიეშვილი - 51.9%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე - 48.1%

30.10.2021 20:15 „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ბათუმში არჩილ ჩიქოვანი ლიდერობს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ბათუმის მერის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანი ლიდერობს.

ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

✔️ „ქართული ოცნება“ - არჩილ ჩიქოვანი - 50.8%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 49.2%

30.10.2021 20:08 „მთავარი არხის“ ეგზიტპოლით ბათუმში გიორგი კირთაძე იგებს

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი - 49%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 51%

30.10.2021 20:11 „მთავარი არხის“ ეგზიტპოლით, რუსთავში დავით კირკიტაძე ლიდერობს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ლიდერობს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ნინო ლაცაბიძე - 47%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 53%

30.10.2021 20:08 „მთავარი არხის“ ეგზიტპოლით ბათუმში გიორგი კირთაძე იგებს

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი - 49%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 51%

30.10.2021 20:05 „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ნიკა მელია ლიდერობს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ნიკა მელია ლიდერობს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე - 49%

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია -51%

30.10.2021 20:04 „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე ლიდერობს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს.

ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

✔️ „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე - 57.2%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია - 42.8%

30.10.2021 20:00 საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა. დღეს საქართველოს 5 ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერები და საკრებულოს მაჟორიტარების ნაწილი აირჩიეს.

მოქალაქეებმა ხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 42 წევრს მისცეს ხმა.

უბნებზე ცოტა ხანში ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.

30.10.2021 18:49 ნიკა მელიას თავში ჩაარტყეს (ვიდეო)

ვაზისუბანში, N 62-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაპირისპირება სწორედ იმ უბანზე მოხდა, სადაც ცოტა ხნის წინ ელექტროენერგია გაითიშა.

დაძაბულ საუბარს შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მმართველი გუნდის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ასევე, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ნიკა მელიასაც, რა დროსაც მას თავში ჩაარტყეს.

მელიამ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აჰყვნენ.

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო ოლქზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.




30.10.2021 18:42 ვაზისუბნის N62 უბანზე შუქი ჩაქრა

თბილისში, ვაზისუბნის N62 საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, შუქის ჩაქრობა მოკლე ჩართვას უკავშირდება.

ჯერჯერობით საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლევა.

„ჩვენს ამომრჩეველს მივმართავ, ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად. რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო დივერსიაა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

საარჩევნო უბანთან გზაზე განათება არ შეზღუდულა.

ამ დროისთვის უბანზე ელექტროგაყვანილობის ხელოსანს ელოდებიან.

ადგილზე ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, ასევე ადგილზეა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი.

30.10.2021 18:12 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39.5% შეადგინა - ცესკო

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39.5%-ია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

17:00 საათიანი მონაცემების თანახმად, არჩევნებზე მივიდა 825 129 ადამიანი.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 52.8%-ს.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთში –33.9%.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 38.7%-ს შეადგენს, რაც 387 771 ამომრჩეველია.

ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა 43.5% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი 34.3% ისანში.

30.10.2021 16:26 „არსებული მონაცემებით, ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში“ - ირაკლი კობახიძე

„საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აქტიურობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არსებული მონაცემებით, უმრავლესობის კანდიდატები იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში.

„ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს.

საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში.

„ნაცმოძრაობისა“ და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ნუ ეცდებიან დაატრიალონ ქარიშხალი ჭიქაში, აქტივისტებს მისცენ მუშაობის, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება.

საბოლოო გამარჯვებამდე რჩება 4 საათი. მოდით არჩევნებზე და 8 საათზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30.10.2021 16:02 „დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, ვირჩევთ მომავალს“ - პატრიარქი

დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქო რეზიდენციაში მისცა.

„დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ. ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა!“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

30.10.2021 15:47 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 31.82%-ია - ცესკო

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 31.82%-ია, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

15:00 საათიანი მონაცემების თანახმად, არჩევნებზე მივიდა 664 573 ადამიანი.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 45.4 პროცენტს.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-თიანეთშია – 26.9 %.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 30.8%-ს შეადგენს, რაც 308 856 ამომრჩეველია.

ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა 34,2% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი 27,4% ისანში.

30.10.2021 14:23 „კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ისტორიაში, სააკაშვილის პატიმრობის საკითხი უნდა გადაიჭრას“ - გიორგი მარგველაშვილი

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მაინც ხალხის ნებაა.

„ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს. რომელიღაც პოლიტიკოსს ეჩვენება ხოლმე, რომ შეიძლება გახდეს ხალხზე უფრო მაღალი, მაგრამ უზენაესი საქართველოში მაინც მოქალაქის ნებაა. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მტკიცედ დააფიქსირონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი უნდა გადაიჭრას.

„კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე ქართველებს იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არჩეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს. აი, ამის მტკიცება რომ არ მოგვიხდეს, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით, ეს სირთულე უნდა მოიხსნას და მიმაჩნია, როგორც მესამე პრეზიდენტს, ისე მეოთხეს და განსაკუთრებით ქალბატონ პრეზიდენტს, ამ საკითხის ამ ჭრილში დაინტერესება მართებს“, - აღნიშნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.

30.10.2021 13:35 „იცანი, მიცანი, აჯაფსანდალი, მერე ჩანგალი. წიე, მიე, გამიწიე - აი ეს ხართ თქვენ“ - ნელსონ მონდელა

30.10.2021 13:10 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ია - ცესკო

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,18%-ია. პირველ ტურში აქტივობამ 17,72% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

12 საათიანი მონაცემების თანახმად, არჩევნებზე მივიდა 358 782 ადამიანი.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6 პროცენტს.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-თიანეთშია – 13.2 %.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 16.5%-ს შეადგენს, რაც 164 929 ამომრჩეველია.

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა დიდუბის ოლქი 17,7%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 14,8% ისანშია.

30.10.2021 12:42 „ყველგან მოგიგე არჩევნები... შე არაადამიანო!“ - ზუგდიდში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი გუგა ლაგვილავა და ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

30.10.2021 12:39 „დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა“ - ნიკა მელია

„დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს კონკურენციას, მრავალფეროვნებას, ცვლილებას, შეჯიბრებითობას და ყველაფერს ვაკეთებთ თითოეული თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელი, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩემი აზრით, საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე საკუთარი საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მოიპოვებს.

„გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ღირსეული წევრი დიდ ევროპული ოჯახისა და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ უღიმღამო, პირქუშ წინამძღოლობას, უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებებია.

არის ისტორიული შანსი იმის, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. შევცვალოთ დედაქალაქი და საქართველო უკეთესობისკენ და მრავალფეროვნება არის საწინდარი იმის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული. თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ საქმით დავამტკიცებთ იმას, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზეც“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

30.10.2021 12:31 „მჯერა, ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს, 30 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მისი თქმით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებს.

„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითრებას. ჩვენს ქვეყანას და ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება - მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი მთავარი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი. მჯერა, რომ დღეს ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა, რომ ყველანი ერთად დღეს გავაკეთებთ სწორ არჩევანს. მჯერა, ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. ყველას მინდა მივმართო თხოვნით, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

30.10.2021 12:20 „სრული ნონსენსი და ნაგავი“ - IPSOS-ის აღმასრულებელი დირექტორი გვარამიას ბრალდებას პასუხობს

Ipsos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ პეიჯმა „ტვიტერზე“ გვარამიას ბრალდებას უპასუხა.

ბენ პეიჯი „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომლითაც მან მარკეზე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრულ ნონსენსსა და ნაგავს“ უწოდებს.

30.10.2021 11:40 ზუგდიდში ნიკა ნარსია დააკავეს

30.10.2021 11:35 „დღეს არის არჩევნების დღე და ის მომენტი, როდესაც ხალხმა თავად უნდა გააკეთოს პოლიტიკა“ - კარლ ჰარცელი

„დღეს არის არჩევნების დღე და არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, მე და ჩემნაირებმა, არამედ არის ის მომენტი, როდესაც ხალხმა თავად უნდა გააკეთოს პოლიტიკა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, არჩევნების დროს არა უმრავლესობა წყვეტს რა უნდა გააკეთოს ქვეყანაში, არამედ ის, ვინც მოვა არჩევნებზე და ხმას მისცემს კანდიდატს.

„მოვუწოდებ ამომრჩეველს მოვიდეს და ხმა მისცეს. ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ არჩევანის გაკეთება მშვიდ და მშვიდობიან გარემოში, ასევე, მედიის წარმომადგენლებს, რომ იმუშაოთ მშვიდ გარემოში და მადლობა მოვუხადო ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საარჩევნო სისტემაში,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი აქტიურად მუშაობს და დახმარებას უწევს საქართველოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა.

ასევე, კარლ ჰარცელმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია და მწვავე რიტორიკა ახლავს თან.

„ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი გააუმჯობესებს და ეხმარება საქართველოს, რომ ეს პროცესი იყოს სანდო, ამასთან მინდა დავაფიქსირო წუხილი რომ არის პოლარიზაცია, რომელსაც სდევს მწვავე რიტორიკა.

ამასთანავე, მინდა გამოვხატო ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის ასეთი პოლარიზაცია და ეს პოლარიზაცია იზრდებოდა. ასევე, ამას თან სდევდა ძალიან მწვავე რიტორიკა. ეს კი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ხდებოდა. საქმე იმაშია, რომ როგორც არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და ისე არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის, იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგი ექნება არჩევნებს, რადგან ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და ამისთვის საჭიროა კონსოლიდაცია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესს აკვირდება ოდირის სრულფასოვანი მისია და მათთან ერთად მუშაობს ასევე ევროპარლამენტარების მისია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ოდირის სრულფასოვანი მისია არის ადგილზე და მათთან ერთად მუშაობს ასევე ევროპარლამენტარების მისია, რომლებიც ახლა სხვადასხვა შეხვედრას ატარებენ. მათი წარმომადგენლები არიან როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. დაველოდებით მათ შეფასებებს იმისთვის, რომ შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად განვიხილოთ, თუ რა ხდება, როგორია საარჩევნო შედეგები“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

30.10.2021 11:25 ზუგდიდში საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

30.10.2021 11:20 აქ რა ხდება?

30.10.2021 11:19 „სააკაშვილის მიმართ უკრაინის ინტერესი დაცული უნდა იყოს“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში საარჩევნო უბნებზე არსებულ სიტუაციას აკვირდება. კელი დეგნანმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ყურადღებით, როგორ აქ, ასევე, საქართველოში.

„რა თქმა უნდა, შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებით ყურადღებით, როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, რომ მას გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მომსახურება.

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მოვუწოდოთ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე, უკრაინის დაინტერესება არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნეს დაცული. კვლავ გავაკეთებთ მოწოდებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ პროფესიული სამედიცინო წარმომადგენლები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

30.10.2021 11:10 „დედა შემაგინა და დავუჯიკავე“ - დაძაბულობა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

30.10.2021 11:24 „პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, თუ ასე არ იქნება, ამით ხეირობს მხოლოდ ჩვენი მეზობელი“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა პოლარიზაციის დასრულება, რათა ამით არ ისარგებლოს ქვეყნის მტერმა.

„ხმა მივეცი სიმშვიდეს და სიწყნარეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება. ამ ქვეყნისთვის ეს უნდა დასრულდეს, თუ ასე არ იქნება, ამით ხეირობს მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

30.10.2021 11:04 „ჩემი ხმა ეკუთვნის კახა კალაძეს, რომელმაც ეს ქალაქი 4 წელიწადში სხვანაირი გახადა“ - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც მან განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დღეს მოქალაქეები სრულ მობილიზებას გამოაცხადებენ, ოცივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება გარანტირებული იქნება.

„ხმა მივეცი ამ ქალაქის განვითარებას, ჩემი ხმა ეკუთვნის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, რომელმაც ეს ქალაქი 4 წელიწადში სხვანაირი გახადა და ხელშესახები გახადა ის პროგრესი, რაც ამ ქალაში არის, ამის დაუნახაობა შეუძლებელია.

მთელი საქართველოს მასშტაბით ეს არის ღირებულებითი არჩევანი. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც დგას სიმართლის მხარეს თავისი ხარვეზებით და პატარ-პატარა პრობლემებით, მაგრამ შეუძლიათ საქმის კეთება, გუნდის წევრები არიან პროფესიონალები და თავიანთ მუნიციპალიტეტებში აქვთ იმის ძალა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რომ ემსახურონ მოქალაქეებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

30.10.2021 10:31 „ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების“ - კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კახი კალაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც მან განაცხადა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს განვითარებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქალაქს.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს მოქალაქეების თანადგომის.

„ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე 41 ნომერი, იმისთვის, რომ 2017 წლიდან ის აღმშენებლობა და განვითარება რაც გვაქვს დაწყებული დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს.

ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება.

მინდა მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესები გახდეს და ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება, რაც სჭირდება დედაქალაქს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი თანადგომა და ჩვენს კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა კახი კალაძემ.

30.10.2021 10:20 „როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, ხმას არცერთს არ მივცემ“ - გიორგი გახარია

30 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იყო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე ცუდი.

„ეს არჩევნები სამწუხაროდ არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო. დარწმუნებულია ვარ, ეს იყო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები. საერთოდ ჩვენ ყველანი თუ არ დავფიქრდით - არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით ადმინისტრაციული რესურსის როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ შეიძლება არჩევნებმა აზრი დაკარგოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვას საქართველოსთვის არის ნიკა მელია თუ კახი კალაძე? „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ შემდეგნაირად უპასუხა:

„როდესაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია ვიდრე თვითონ და საერთოდ გვაიძულებენ არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი, რა თქმა უნდა, არცერთს ხმას არ მივცემ“ - დასძინა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

30.10.2021 09:27 „იმედი მაქვს, დღეს საღამოს იზეიმებს დემოკრატია“ - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც ის აღნიშნავს, ხმა მისცა ქალაქის განვითარებას, თანადგომასა და სიკეთეს.

„2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები და ამიტომ, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ საარჩევნო უბნებთან. მე პირადად ხმა მივეცი ამ ქალაქის განვითარებას, თანადგომას სიკეთეს, ხმა მივეცი კახა კალაძეს.

ჩვენი ოპონენტების მხრიდან პირველი ტურის დროსაც იყო გარკვეული მცდელობა დესტრუქციის და როგორც დამკვირვებლების, ასევე, ჩვენი სამართალდამცველების ძალისხმევა ამას არ დაუშვებს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს იზეიმებს დემოკრატია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

30.10.2021 10:11 არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ მზად ვართ ქვეყნის მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მისი თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მზად არის ქვეყნის მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა.

„კარგია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან ორგანიზებულად დაიწყო დღე, საარჩევნო უბანზე ძალიან მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს და მხარდამჭერებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ „ქართული ოცნება“ მზად ვართ ქვეყნის მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისაკენ, ვინაიდან ჩვენი ხმა განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. დარწმუნებული ვარ როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მასშტაბით, მეორე ტურებში ჩვენი თანაგუნდელები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

30.10.2021 09:57 „სააკაშვილი სამარცხვინო კაცია“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

კობახიძის თქმით, არეულობის მცდელობებს ფინალი არასდროს არ ექნება.

ამასთან, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ცუდად გახდომას მიხეილ სააკაშვილი დღეს აპირებს.

„არეულობის მცდელობებს არასდროს არ ექნება ფინალი. თქვენი ბელადი სააკაშვილი ციხეშია, თქვენი მეორე კუმირი - მეგის ქარდავა არის ციხეში. სააკაშვილის და მეგის ქარდავას პარტია საქართველოში დამთავრდება, „ნაცობა“ არის სირცხვილი.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.

შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ. ამის გამო მან კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს, ეს არის სამარცხვინო კაცი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

30.10.2021 09:41 „დღეს არჩევანი ძალიან მარტივია, როგორც კანდიდატებს, ასევე, ორ პოლიტიკურ ძალას შორის“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მე-19 საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე საუბრობდა.

„დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე, ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთ მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობასა და ქაოსს. მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. თბილისში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და გამუდმებით ხულიგნობდა. მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე და აქვს ქალაქის განვითარების გეგმა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

30.10.2021 09:09 ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის რაიონში საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.

30.10.2021 08:41 „ არსად არ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ - თეა წულუკინი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება პროვოკაციებს რადგან მარცხდებიან.

„ყველას მოვუწოდებ უპრეცედენტო მობილიზებისკენ. რა თქმა უნდა, თბილისში დღეს ჩვენ ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს. არსად არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“, ის არ უნდა დაბრუნდეს. ერთ მხარეს არის - საქმე, პროგრესი და პერსპექტივა, მეორე მხარეს არის - არეულობის და სისხლის ღვრის გეგმები. ამიტომაც არჩევანი არის მარტივი. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს არ არის სახლში დარჩენის დრო, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ცხოვრებაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

30.10.2021 08:25 კახა კუჭავა: ხმა მივეცი კახი კალაძეს

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„რა თქმა უნდა ხმა მივეცი კახი კალაძეს, რომელსაც ვთვლი, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ კიდევაც მის გამარჯვებაში. ყველას ვურჩევდი უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი.

აუცილებელია შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და ეს ზუსტად წინასაარჩევნო გარემოთი იწყება.“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი:

„რაც შეეხება სააკაშვილს, თუ აღმოჩნდება, რომ არ არის დაწესებულებაში შესაბამისი აღჭურვილობა, ან მოვლის ხარისხი, მოხდება მისი გადაყვანა სხვაგან. თუ გაჩნდება კონკრეტული აუცილებლობა და იმ დაწესებულებაში არ ხდება ამის გაკეთება ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. მაგრამ ჯერ ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

30.10.2021 08:01 საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა. დღეს საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერებსა და საკრებულოს მაჟორიტარებს ირჩევენ.

საქართველოს მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

ამჟამად კენჭისყრაში მხოლოდ 2-2 კანდიდატი მონაწილეობს ისინი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

ყველგან ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. თიანეთში კი ერთმანეთს „ქართული ოცნება“ და „ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი დაუპირისპირდება.