მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დათვლილია ხმების 96.2% - თბილისში მეორე ტური გაიმართება

თბილისის მერი - 96%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96,2%, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს, თუმცა, მეორე ტური ჩატარდება.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 33.94%

👉N25 „საქართველოსთვის“ გიორგი გახარია - 9.33%

👉N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო კახა კალაძე - 44.96%

👉N48 „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ანა დოლიძე - 4.64%

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.