მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“ - ნიკა გვარამია

გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პოსტს აქვეყნებს.

გვარამია, ბიძინა ივანიშვილს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

„ბატონო ბიძინა, ნუღარ აყოვნებთ. გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები. იცით, რომ ეს გარდაუვალია. მოგიწევთ მაინც მალე. ჯობია სწრაფად, ღირსეულად და სახის შენარჩუნებით. ყოველგვარი ნიშნის მოგების და ცინიზმის გარეშე.

ღირსეული დამარცხება გამარჯვების ფორმაა. უღირსი დამარცხება - სოციალური სიკვდილის. გამოდით“, - წერს ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში“ - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

რომელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაიმართება არჩევნების მეორე ტური