მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში“ - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში - მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისშიც, თუმცა, ეჭვი არ გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ცესკოს მონაცემების თანახმად, უმრავლესობა საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში - მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას ხმების“ 47,75% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.93%.

დათვლილია საარჩევნო უბნების 62.3%.

ამავე თემაზე:

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი