მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამეგრელოში შეხვედრებს აგრძელებენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში ავრცელებენ.

პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე წალენჯიხაში, მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.
დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში.