მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთობა გრძელდება - ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე გუშინ“ - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

„ერთობა გრძელდება - კოალიცია იდეაა და არა ტაქტიკური სვლა“, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ერთობა გრძელდება.

„არჩევნებზე მიმართული მოლოდინების და დახარჯული ენერგიის ფონზე ბევრის განწყობა მესმის, დაღლილობის განცდაც, კითხვებიც, რეფლექსია, პრეტენზიებიც. ოღონდ დავსვათ, ჩემი აზრით, მთავარი კითხვები:

- მოულოდნელი იყო რაც მოხდა? - არა

- ამიტომ არ უნდა გვებრძოლა თუ გაყალბებას ველოდებოდით? რა თქმა უნდა, კი.

- ოპოზიციამ წააგო? ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით ნამდვილად არა. გაფორმება, რაც რეჟიმს დაასრულებდა, ჯერ ვერ შევძელით.

- რეჟიმი დასუსტდა? ჩემი აზრით, კი.

- all in, შესული ლიდერები დაზარალდნენ? არანაირად, რადგან პერსონალური პრესტიჟი თუ პოზა არც ყოფილა საერთოდ სათვალავში. პირიქით, შედეგი მათ შორის ამან მოიტანა.

- ერთობა გრძელდება? რა თქმა უნდა კი, იმიტომ, რომ ერთობაც და კოალიციაც იდეაა და არა ტაქტიკური სვლა.

მოკლედ ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ და ამ სიძლიერეს ხალხის მხარდაჭერა განსაზღვრავს და არა წულუკიანის ან ვინმეს სიტყვები. ამიტომ, საერთოდ ვერ ვივლებ თავში ხელების ჩამოყრას, პირიქით წინ და შემართებით.

ამასთანავე, ცხადია ამ ბრძოლის ტაქტიკაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, ნაკლები შეცდომა დავუშვათ და კრიტიკაც უნდა მივიღოთ“, - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თვითმმართველ თემებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“ მცდარია“ - გიგა ბოკერია

👉„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა“ - სოსო ცინცაძე

👉 „სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“ - გია ხუხაშვილი

👉 „განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ! მეორე ტურს რომ გააყალბებდა, ამაში ეჭვი გეპარებოდათ?“ - თაკო ჩარკვიანი

👉 20-დან 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა