მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ჯაფარიძე: სააკაშვილის დაკავებამ პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია მოახდინა

ლელოს ლიდერი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში მისი პარტია ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის დაკავებამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია.

„პირველ ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააკაშვილის დაკავებამ პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია მოახდინა. ამან შეცვალა საარჩევნო დღის შედეგები, საარჩევნო გარემო და იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე. ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ისინი გადავიდნენ მეორე ტურში.

ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება დიდ ქალაქებში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში“ - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

რომელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაიმართება არჩევნების მეორე ტური

„გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“ - სოსო ცინცაძე