მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრება მიმდინარეობს

აქცია პარლამენტთან 2019

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული შეკრება დაიწყო.

ოპოზიციონერი ლიდერები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაუქმებულია.

მათივე თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები მიისაკუთრა.

„გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თვითმმართველ თემებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“ მცდარია“ - გიგა ბოკერია

👉„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა“ - სოსო ცინცაძე

👉 „სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“ - გია ხუხაშვილი