მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„19:00 საათზე გელოდებით პარლამენტთან“ - ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს, 31 ოქტომბერს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე წარადგენს“, - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა.

„გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და არავინ აპირებს არსებულ მდგომარეობას შეეგუოს. გელოდებით დღეს საღამოს 19:00 საათზე პარლამენტის ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ გაყალბებული, მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს შერჩება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თვითმმართველ თემებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ქუთაისში მერის არჩევნები იოსებ ხახალეიშვილმა მოიგო

👉 ბათუმის მერის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა

👉 „სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“ - გია ხუხაშვილი

👉 თბილისის მერი კახა კალაძე გახდა

👉 20-დან 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა