არჩევნები 2021

„შეიძლება რაღაც დავაკელი, ამისთვის ბოდიში“ - კახა კალაძე

თბილისის მერი  კახა კალაძე
1633250329
დაკოპირებულია

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პატივს სცემს ამომრჩეველთა ნებასა და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ.

„მოგესალმებით ყველას! პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საარჩევნო პროცესში პირველივე დღიდან იყო ჩართული. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ.

ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48 პროცენტიანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ. თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა.

დღეს, არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში.

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას ხმების“ 47,75% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.93%.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში“ - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

რომელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაიმართება არჩევნების მეორე ტური

ლავროვი სააკაშვილზე

ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინა სააკაშვილის გზას არ დაადგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638286643
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის პოზიცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციაა.
1638286050
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638285539
ასოცირებული ტრიოს მინისტრები და შარლ მიშელი

ირაკლი ღარიბაშვილი: საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ლელოს შეფასება ღარიბაშვილის ინიციატივაზე მოწყვეტილია ყველანაირ არა მხ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638279868
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებშ...
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 
ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპრ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობას აპროტესტებს.