მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს

ზუგდიდი

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოს უმრავლესობით სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს.

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით ზუგდიდში საკრებულოს მანდატთა გადანაწილება ასეთია:

„ნაციონალური მოძრაობა“ - 14 მანდატი პროპორციული წესით (15 მაჟორიტარული ოლქიდან საკრებულოში 9 მაჟორიტარი შეიყვანა.) ჯამში, წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში 23 მანდატი აქვს მიღებული.

„ქართული ოცნება“ - 13 მანდატი პროპორციული წესით (5 მაჟორიტარული) შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით ჯამში 18-ს შეადგენს.

„გახარია – საქართველოსთვის“ - 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

იხილეთ აგრეთვე:

📣დათვლილია ხმების 96.2% - თბილისში მეორე ტური გაიმართება

📣დათვლილია 99.9% - საქართველოში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

📣„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას“ - ანა ბუჩუკური

📣„თქვენი ბელადი არის ციხეში, თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ“ - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს (ვიდეო)