მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვატო შაქარიშვილი: არჩევნების შედეგებს ვულოცავ ქართველ ხალხს!

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა ქართულ პოლიტიკაში. კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც დაიწყება სრულიად ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს.

მისი თქმით, დღის წესრიგში მოსახლეობის ინტერესები დაბრუნდება და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა:

„ამდენი წარუმატებლობის და მიღებული უარის შემდეგ, ბოროტების ბუდე - „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება; ბიზნესმენები და სხვა კონფორმისტები, ვინც ძალაუფლების ცვლილებაში ამაოდ დაარწმუნეს, კატის კნუტებივით დაიწყებენ ლაქუცს „ქართულ ოცნებასთან“ და კიდევ ერთხელ შეიცვლიან პოზიციას („ქართული ოცნებაც“ სიამოვნებით მიიღებს მათ). გაზაფხულის თოვლივით გაქრებიან მდიდარი მაგრამ 1%-იანი პარტიები („ლელო“, „სტრატეგია “და ა.შ). ამით გათავისუფლდება სივრცე კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და სუფთა ადამიანებისთვის.

იდეური და ღირებულებითი თანხმიერების საფუძველზე შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფები. ამ რეალობაში გამოირიცხება კრებსითი გუბაზების არსებობა. „ქართულ ოცნებას“ გამოეცლება სასურველი მოწინააღმდეგე და მოუწევს სამართლიან, საფუძვლიან და არგუმენტირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსახლეობის ინტერესები დაბრუნდება დღის წესრიგში, ხალხი ამოისუნთქავს და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. ასე რომ არჩევნების შედეგებს ვულოცავ ქართველ ხალხს!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

თვითმმართველ თემებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა, სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.