ბიზნესი

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის - ლიბერთის ახალი ფილიალი წნორში

ლიბერთი ბანკის ფილიალი წნორში
1652876594
დაკოპირებულია

ლიბერთი განაგრძობს ინფრასტრუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. 

ამჯერად, ლიბერთის ახალი ფილიალი წნორში  (აღმაშენებლის 28) გაიხსნა, სადაც მომხმარებლები სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებენ.

„ახალი ლიბერთის სტრატეგიის  მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს.  ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია,  რომელიც ქვეყანაში  ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი.

საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი.  სერვისცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის  50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიას ვემსახურებით.

ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და  საბანკო პროდუქტების თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას,“- აცხადებს ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

ცნობისთვის, ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.