მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო მიხეილ ლომთაძის ქონება 1,8 მილიარდი დოლარით შემცირდა

ბიზნესმენი

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო მიხეილ ლომთაძის ქონება 34.4%-ით შემცირდა. მისმა დანაკარგმა 1.8 მლრდ დოლარი შეადგინა. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანია Kaspi.kz-ის აქციებზე ფასის ვარდნის შედეგად მისი ქონება 5.2 მილიარდიდან 3.4 მილიარდი დოლარი გახდა.

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ამჟამად ლომთაძე უმდიდრესი ადამიანების სიაში 956-ე ადგილს იკავებს.

მიხეილ ლომთაძე რამდენიმე დღეა Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება.

ინფორმაციისთვის, მიხეილ ლომთაძე მილიარდერთა სიაში 2020 წლის ოქტომბერში, KASPI-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის, ანუ IPO-ს შედეგად გახდა.

მიხეილ ლომთაძე კომპანიაში 23%-იან წილს ფლობს.