ბიზნესი

„მივდევ ძენ ბუდიზმს და მაქვს ჩემი პრაქტიკა, რომელშიც ჩაი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია“ – მამუკა ბერიკა

მამუკა ბერიკა
1659510318
დაკოპირებულია

მუსიკოსი მამუკა ბერიკა რამდენიმე ათეული წელია მოგზაურობს, ამიტომ, მისმა ცხოვრებამ ბევრ ქალაქში გაიარა. როგორც თავად ამბობს, თითოეულ ამ ქალაქს ჩაის სხვადასხვა ისტორია უკავშირდება. თუმცა, ჩაის სმა პირველად მის მშობლიურ ქალაქ სოხუმში დაიწყო და ჩაიზე ყველაზე გამორჩეული მოგონებებიც სწორედ ამ ადგილთანაა დაკავშირებული. მამუკა ბერიკა ამბობს, რომ ყოველი მოგზაურობის შემდეგ ის სოხუმში ბრუნდებოდა და სტუმრობდა სასტუმრო აფხაზეთის პირველ სართულზე მოწყობილ კაფეს, რომლის მასპინძელს, ბიძია კუკურისა და მის შავ ბაიხის ჩაის სოხუმელები კარგად იცნობდნენ.

ჩაი მამუკა ბერიკასთვის დღესაც განსაკუთრებული სასმელია, მეტიც, ის მისი რელიგიური პრაქტიკის ერთ-ერთ მთავარი ელემენტია. ამიტომ, მამუკა ჩაის გემოს, სურნელსა და მისი დაყენების წესს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

ნამდვილი ჩაის დასაგემოვნებლად, თქვენც აუცილებლად უნდა გასინჯოთ „დილმა“. ის რჩეული ცეილონის ჩაია, რომელიც ხელით დაკრეფილი, საუკეთესო ფოთლებისგან მზადდება და აქვს ჩაის ნამდვილი გემო და არომატი.

ევროპროდუქტი“ საქართველოში „დილმას“ ოფიციალური წარმომადგენელია, ამიტომ ჩაის სრული ასორტიმენტის შეძენას მის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. ის, ასევე, ხელმისაწვდომია მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.