ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

თანამედროვე საცხოვრებელი უბანი
1638360370
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“  ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის  პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი ორ 12 სართულიან და ორ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს,  4,800 კვ.მ.ზე მეტ გამწვანებულ სივრცეს და 200 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. ტერიტორიაზე 600 მეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები განთავსდება.

გარდა ამისა, თანამედროვე უბანი გააერთიანებს 7 პენტჰაუსს, 42 ბინას დამოუკიდებელი გასასვლელით გამწვანებულ ეზოში და ცალკე მდგომ კომერციულ ფართს მიწისქვეშა პარკინგით.

„ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, საინტერესო პროექტი ძველი საწარმოს ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის მოწყობას გულისხმობს. უბანი ავტომობოლებისგან თავისუფალ, მყუდრო ტერიტორიაზე 460 ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან და მაცხოვრებლების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გვეძლევა შესაძლებლობა ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ“, - აცხადებს „ლივინ დეველოპმენტის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი, მამუკა წერეთელი.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ „ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, მწვანე  პროექტის განხორციელებას. თანამედროვე უბანი ერთ პროექტში სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, რაც ნამდვილად დიდი კომფროტია მაცხოვრებლებისთვის. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას საკუთარ საქმიანობაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 
1643209985
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1643182594
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზა...

საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა...
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. 
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წა...
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, სრულად გამოხატავს როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას, ასევე სრულად ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტებში - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.