ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს

მადრიდის წიგნის ფესტივალი
1634316992
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

მადრიდის წიგნის საერთაშორისო საქმიანი შეხვედრებითა და სამომავლო გეგმების გამოირჩეოდა.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რაც საქმიან ურთიერთობებს, კიდევ უფრო გააძლიერებს. წელს პირველად, საქართველო ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც უდიდესია ესპანურენოვან სამყაროში. სწორედ მადრიდში გაიმართა ამ ღონისძიების „წიგნის დედაქალაქის“ პროექტის დაგეგმვის ნაწილი.

ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: არა მხოლოდ თბილისში მიმდინარე წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტი და მისი ანგარიში, არამედ საუბარი შეეხო მომავალ თანამშრომლობაზეც.

„კონკრეტულად ვისაუბრეთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლის თებერვალში თბილისისა და გვადალახარას წიგნის მსოფლიო დედაქალაქები მწერლების გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას ერთობლივად განვახორციელებთ. მექსიკელი ავტორი თბილისში, ხოლო, ქართველი ავტორი მექსიკაში იმუშავებს თავის მომდევნო წიგნზე. პანელის მიმდინარეობისას, იან დენისონმა, იუნესკოს ახალი ინიციატივის, წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ნეთვორქის შექმნა დააანონსა.

ნეთვორქი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდების მოპოვების მსურველ ქალაქებს დაეხმარება განაცხადის შევსებაში, გაუზიარებს გამოცდილებას და, რაც მთავარია, დაეხმარება დაფინანსების მოპოვებაში“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

წლევანდელი მადრიდის წიგნის ფესტივალის სტუმარი ქალაქი, გვადალახარა იყო, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს, თბილისისგან, 2022 წლის აპრილში გადაიბარებს.

შეხვედრა გაიმართა გვადალახარას წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთანაც და დაიგეგმა ბაზრობაზე ქართული მწერლობისა და ავტორების წარდგენაც.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკი გენერალური სპონსორობითა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.