ბიზნესი

საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
1638258169
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 100 მლნ. დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. 11 წელზე მეტი ვადის მქონე ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით. მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის გაფართოებისა და მათი მხარდაჭერის გაზრდისთვის.

„მოხარული ვარ, რომ DFC-სთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოში. 2018 წლის შემდეგ ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა DFC-სთან და მოზიდული რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნესს მომხმარებლების ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მრავალი წელია, DFC საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„DFC-ისა და საქართველოს ბანკის შეთანხმების ფარგლებში მოზიდული რესურსით შესაძლებელი იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაძლიერება საქართველოში, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობისთვის. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ინვესტიციას, რომელიც  DFC-ის „2X Women’s Initiative“- ის ფარგლებში  ქალების ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა DFC-ის საგარეო საქმეთა ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა და გლობალური გენდერული თანასწორობის ინიციატივების ხელმძღვანელმა, ალგენ საჯერმა.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 
1643214502
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
1643219552
„უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ყველა დაინტერესებული მხარე „საკუთარ სიმართლეს“ აწვება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. 
1643219314
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე Pia.ge

ზურაბ ქადაგიძე: ჯერ ამაზე გაგვეცით პასუხი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკ...

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.
უცვლელი რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავ...
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტი...
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.