ბიზნესი

საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და  ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი  „გავიღიმოთ“ იწყება
1638167071
დაკოპირებულია

საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებსა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი საქართველო, ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით,  ახალ პროექტს - „გავიღიმოთ“ იწყებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რე ბანკი.

პროექტის  მიზანი  საქართველოს სასკოლო განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების საბაზისო  ჩვევების სწავლებაა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ - პანდემიის ფონზე სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საჭიროებამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა შეიძინა.  2021 წლის თებერვალში BBSA-Georgia-ს მკვლევართა გუნდი  საერთაშორისო შედარებით კვლევაში ჩაერთო, რომელიც ადასტურებს, რომ  პანდემიამ  მოსწავლეთა  ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

„ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების 50% საწყისს იღებს მოზარდობის ასაკში.სკოლა და მასწავლებლები წამყვან როლს თამაშობენ მოზარდთა ჰარმონიული განვითარების პროცესში. სამწუხაროდ, არსებული სასწავლო პროგრამები ამ ამოცანას თავს ვერ ართმევენ. ჩვენი ინიციატივის მიზანია, საქართველოს სასკოლო სასწავლო პროგრამებში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების სასკოლო პროგრამებში მოქმედი პრაქტიკა, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების ბაზისურ ჩვევებს, რაც მოზარდებს დაეხმარება გაცნობიერებულად მართონ სოციალურ-ემოციური პროცესები“, - სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი.

„განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა უკვე მესამე ათწლეულია თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის  მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის სასიხარულოა  განათლების სფეროში ისეთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს სასკოლო პროგრამებში განვითარებული ევროპული ქვეყნების სასარგებლო პრაქტიკას დაამკვიდრებს და მოზარდებს ასწავლის ემოციების მართვას, სოციალური ურთიერთობების ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში  დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, პროსოციალურ ქცევასა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე“, - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელი.

„გავიღიმოთ“  ჩეხეთის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხორციელდება. პროექტის განხორციელების პროცესში დარგის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები არიან ჩართულები, მათ შორის სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი; პეტრ ვინკლერი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (პრაღა) წარმომადგენელი; პროფესორი თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), Baltic to Black Sea Alliance – Georgia თავმჯდომარე, “ღიას” დამფუძნებელი და სხვა მოწვეული სპეციალისტები.

პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება  „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის  და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა

„რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს...

დასავლელი ექსპერტებისა და კიევის მაღალი რანგის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთს ამჟამად არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა.
„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5%-მდე შეგვიმცირდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 
1643207252
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
განვლილმა პერიოდმა ნათლად გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის ელექტრონული საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
1643220475
26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
1643220322
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყანა დატოვონ

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუ...

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
ირაკლი ლატარია: რეზოლუცია არ მოეწონათ ნაცებს, რატომ? იმიტომ, რომ იქ არ...
„საკმაოდ სწორი რეზოლუციაა, კონკრეტული, მყარი და ამავე დროს, ობიექტური... ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს.... ძალიან მიყვარს უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია. 
ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უ...
„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.