ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

განახლება მთავარი ეკონომისტისგან
1632131405
დაკოპირებულია

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა.

პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა და აშშ დოლარში წ/წ 14.7% შეადგინა.

მიზეზების მხრივ, საბაზო ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში გადადებული მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზება, თუმცა ასევე ექსპორტისათვის დამახასიათებელი ყოველთვიური მერყეობა. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის დინამიკა აგვისტოშიც წინა თვის მსგავსი იყო 2020 წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რაც შიდა მოთხოვნის მზარდ დონეზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დანაზოგების შემცირება შიდა მოთხოვნას დამატებით აძლიერებს და ლარზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს, ისევე როგორც გზავნილების მზარდ მაჩვენებლებს.

გასული კვირა ასევე საყურადღებო იყო სების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე შენარჩუნდა. მართალია ფასების ზრდა მაღალია, თუმცა თიბისი კაპიტალი იზიარებს მომდევნო წელს ინფლაციის შემცირების პროგნოზს იმის გათვალისწინებით, რომ ლარი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები სტაბილური იქნება.

სხვა არგუმენტებთან ერთად, როგორც ჩანს ამავე მიმართულებით მიუთითებს მე-2 კვარტალის ხელფასების დინამიკაც. მართალია, მატება 15.5% იყო, თუმცა დანახარჯები სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის მაღალი ზრდის გამო შემცირდა.

საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა მშპ-ის მე-2 კვარტალის უკვე კვარტალური შეფასება. უფრო ადრინდელი, ყოველთვიური შეფასებების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა და ზრდამ კვლავ რეკორდულად მაღალი - 29.9% შეადგინა, რაც სხვა არგუმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალს საშუალებას აძლევს 2021 წლისათვის 10%-ზე მეტი ზრდის მოლოდინი შეინარჩუნოს.

თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - Tbccapital.ge

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0991 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0909 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0082 თეთრი შეადგინა.
1638968928
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო,  მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
1638966394
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნას“ ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
1638964103
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს

ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საქართველოს ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები...
2021 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა. 
„პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების...
„2021 წელს რეალური მშპ-ის 10%-იან ზრდას მოველით. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი  შიდა მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: პატრიოტულ მიდგომას დღეს უდიდესი მნიშ...
თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.