ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალი
1632463635
დაკოპირებულია

თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, ვებინარზე მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებული სამომავლო მოლოდინები.

მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის 7 თვეში მშპ-ის ზრდაში ფულადი გზავნილების, დაკრედიტების, ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იყო. ტურისტული შემოსავლების დაბალი წვლილი 1-ლი კვარტალის უარყოფითმა დინამიკამ განაპირობა. რეალური მშპ-ის ზრდა 2019 წელთან შედარებითაც დადებითი იყო და დაახლოებით 4.8% შეადგინა.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ტურიზმის აღდგენა შენელდა. ქვეყნების მხრივ, ძირითადი კლება ისრაელიდან შემოსავლების ვარდნის შედეგია. აგვისტოს შემოდინებებში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირზე მოდიოდა. სრული 2021 წლისათვის 2019 წელს მიღებული შემოსავლების 37.5%-ის აღდგენაა მოსალოდნელი.

პანდემიის დროს მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობების დანაზოგები გაიზარდა. 2021 წლის მე-2 კვარტალში კი, ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა.

თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს 2021 წლისათვის 10%-ზე მაღალი ზრდის პროგნოზს. 2022 წლისათვის კი, ადრინდელი 6.5%-იც ნაცვლად, ეკონომიკის 6%-იანი მატებაა გათვალისწინებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წელსაა მოსალოდნელი. ინფლაცია მაღალია, როგორც სამომხმარებლო, ასევე სამრეწველო პროდუქციის მიხედვით. ბოლო პერიოდში სამრეწველო ფასების ზრდა დასტაბილურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზებაზე მიუთითებს.

საბაზო სცენარი 2022 წლის მეორე კვარტალიდან ლარის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებია: ინფლაციის კლება, პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ტურისტული შემოსავლების აღდგენა, ლარის კურსის დასტაბილურება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2021 წელს სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი დადებითი იქნება, რაც სავაჭრო ბალანსის, ტურიზმის, FDI-ის, გზავნილების, მთავრობის საგარეო ვალისა და სავალუტო დაკრედიტების პროგნოზს ეყრდნობა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2021 წელს ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისწინებს, 2022 წელს კი მცირედი გამყარების მოლოდინია.

პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, 2021 წელს არაერთი სექტორი გადააჭარბებს პანდემიამდელ ნიშნულს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ფარმაცია, FMCG და ჯანდაცვა, 2019 წლის ნიშნულებს 10%-ზე მეტით გადააჭარბებს ნომინალური ბრუნვით. ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები, HORECA, კომერციული უძრავი ქონება, 2021 წელს ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება შენელებულია. შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ. აღსანიშნავია შიდა ტურიზმის წვლილი სასტუმროების დატვირთულობისა და საშუალო დღიური ფასის აღდგენაში. ინდუსტრია 2019 წლის დონეს 2023-ში მიუახლოვდება.

საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი აღდგენას განაგრძობს. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. მოთხოვნა იზრდება დიდუბეში, ისანსა და სამგორში. ჯამურად, ტრანსაქციების რაოდენობამ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 1.2%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს. პანდემიამ ბათუმზე მეტად იმოქმედა. ფასებისა და ტრანსაქციების მიხედვით, 2022 წლიდან, ბათუმში სექტორი შედარებით სწრაფად გაიზრდება, ვიდრე თბილისში.

ლავროვი სააკაშვილზე

ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინა სააკაშვილის გზას არ დაადგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638284568
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. 
1638284152
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
1638284077
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

დავით ზალკალიანი: სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, რომელიც ჩვენი პრემ...

„ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მაღალი მოლოდინები არის ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებით“, -  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფორმატში გაიმართა.
პუტინის განცხადებით, ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრ...
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
„ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი წარმოშობს საგადასახადო რისკებს და გა...
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ გამოხმაურებაზე განცხადებას აკეთებს. 
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთ...
საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები დააკავა. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.