მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ კამპანიას იწყებს

ლიბერთი საერთაშორისო ფულად  გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს

ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: „თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების განახლებული პირობებით, საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიმღები და/ან გამგზავნი ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად და გარანტირებულად იღებს ფულად საჩუქარს, 10 ლარს. ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღებენ და/ან გააგზავნიან ან ყველაზე დიდი მოცულობის გზავნილს დააკონვერტირებენ, 500 და 200 ლარით დასაჩუქრდებიან.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიღებისას ან/და გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთის ფილიალებსა და დისტანციურ არხებში სარგებლობენ ვალუტის გაცვლის სპეციალური, საუკეთესო კურსით.

ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში საერთაშორისო გზავნილის მიღება და/ან გაგზავნა ლიბერთის ნებისმიერ სერვისს ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

„საერთაშორისო ფულადი გზავნილები ახალი ლიბერთის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ჩვენთან ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. გარდა ამისა, გზავნილის მიმღებ მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას ისარგებლოს სამომხმარებლო სესხით, მარტივად - მხოლოდ გზავნილიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით.

ვფიქრობთ, ჩვენი კამპანია განახლებული პირობებით, მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს როგორც ფულადი საჩუქრების, ასევე თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებლისა და კომფორტული გამოცდილების მისაღებად“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

როგორც მომენტალური, ასევე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge. აქციის პერიოდი: 2021 წლის 25 ნოემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

მათთვის, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge