მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტალის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტალის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

წმინდა მოგება გაზრდილია დაახლოებით 54%-ით, ხოლო თითო აქციაზე მოგება - 2.86 ევროთი.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტალის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს ყველა საკვანძო პარამეტრში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიღწეულმა ციფრებმა გადააჭარბა 2019 წელს, პანდემიამდე პერიოდში მიღებულ შედეგებს. ამგვარად, ჯგუფმა შეძლო და  წლის დასაწყისიდანვე სტაბილურად დადებითი შედეგი აჩვენა. 

„სამწუხაროდ, ჯერ კვლავ გლობალური პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ბაზარზე სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ჩვენი მრავალფეროვანი პოზიციონირებით  და ადგილობრივ ბაზრებზე სწრაფი ქმედებებით  შევძელით წარმატებულად გვემართა სადაზღვევო ბიზნესის ტენდენციები. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“  რთულ სიტუაციებშიც სთავაზობს მომხმარებელს და პარტნიორებს  დაცულობას და სტაბილურობას. ჩვენს რეგიონში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკაც უფრო პოზიტიურად განვითარდა, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო ნავარაუდევი. დარწმუნებული ვართ რომ ჯგუფის 2021 წლის მიზნებს მივაღწევთ და გადავაჭარბებთ კიდეც,  მოზიდული პრემიის საპროგნოზო მოცულობას - 10.4 მილიარდ ევროს“, - ელიზაბეტ შტადლერი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

პრემია გაიზარდა 8, 391 მილიონ ევრომდე. - მოზიდული პრემია გაიზარდა 5.1%-ით 8, 391 მილიონ ევრომდე. აღსანიშნავია რომ წინა კვარტალებში, ბიზნესის ყველა ხაზი, გარდა სიცოცხლის დაზღვევისა, მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. განსაკუთრებული პროგრესია ქონების და უბედური შემთხვევის დაზღვევის მიმართულებით, რომელიც 7,4%-ით 4.1 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლის ზრდაზე იმოქმედა კორპორაციულმა ბიზნესმა, რომელიც ანგარიშის მიხედვით 13%-იანი პრემიის ზრდას აჩვენებს, 1,1 მილიარდ ევრომდე.  რთულ საბაზრო პირობებში ჩვენ წარმატებით გამოვიყენეთ ჩვენი გამოცდილება და  მომხმარებლის ხედვა, რომ გაგვეფართოებინა ბაზრის ლიდერობა ავსტრიაში და გაგვემყარებინა ჩვენი პოზიციონირება, როგორც უდიდესი ინდუსტრიული მზღვეველისა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სიცოცხლის დაზღვევა გაიზარდა 2.8%, 2 მილიარდ ევრომდე. მესამე პირის პასუხისმგებლობა გაიზარდა 4.9%-ით 1,2 მილიარდ ევრომდე, ხოლო ავტოდაზღვევა (კასკო) - 8.6%-ით 1.1 მილიარდ ევრომდე. პანდემიამ გაზარდა საზოგადოების ცნობადობა ჯანმრთელობის საკითხების მიმართ და ადამიანებს გაუჩინა სურვილი ჯანმრთელობა დაზღვეული ჰქონდეთ. ამან კი გამოიწვია ჯანმრთელობის დაზღვევაში პრემიის ზრდა, 4.5%-ით, მოზიდულმა პრემიამ 545.2 მილიონი ლარი შეადგინა. პრემიის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩეხეთში, პოლონეთში და რუმინეთში.

მოგება გადასახადებამდე - 371.1 მლნ ევრო

გადასახადებამდე მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 41.2 %-ით 376.1 მილიონი ევრო შეადგინა.

სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური პარამეტრები

ფინანსური შედეგები ასევე გაიზარდა 3,5%-ით 530.7 მილიონ ევრომდე (კაპიტალის მეთოდით აღრიცხული კომპანიების ჩათვლით). კაპიტალზე უკუგება გადასახადებამდე გაუმჯობესდა 8.1%-დან 10.8%-მდე.

კომბინირებული რაციო  95.2% .

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ კომბინირებული რაციო (combined ratio) გახდა 95.2%, 0.9 პროცენტით უკეთესი, ვიდრე წინა წელს. ამინდთან დაკავშირებული ზარალები ამ წელს დაკომპენსირდა გადაზღვევის ყოვლისმომცველი პროგრამით და 2020 წლის დღის წესრიგის ფარგლებში განხორციელებული სტრატეგიული ღონისძიებების დადებითი ეფექტით.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პერსპექტივები 2021 წლისთვის.

ვენის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით რეგიონში ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად დიდია ზოგადად ევროპის მაჩვენებელზე, სადაც საპროგნოზო ციფრი 4.8%-ა. ეს აჩვენებს რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა უფრო სწრაფად ახერხებს ეკონომიის აღდგენას, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ეკონომიკის ზრდის კუთხით, ეს რეგიონი საშუალოდ დაუბრუნდა კრიზისამდე მაჩვენებლებს. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ვენის სადაზღვევო ჯგუფი ელის, რომ მიაღწევს 2021 წლის სამიზნე მაჩვენებელს და გაზრდის პრემიის მოცულობას 10,4 მილიარდ ევრომდე და ოდნავ გადააჭარბებს კიდეც.  ჯგუფის გათვლებით, გადასახადებამდე მოგება 450 და 500 მილიონ ევროს შორის იქნება. კომბინირებული რაციო კი მოსალოდნელია, რომ 95%-მდე გაიზარდოს.

კვარტალის შედეგების შეჯამება 1-ელ და მე-3 კვარტალში მომზადდა საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით. შედეგების ნახვა შესაძლებელია „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ვებგვერდზე: www.vig.com/events

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ არის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფი ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 ქვეყნის 50-მდე სადაზღვევო კომპანია ქმნის ჯგუფს, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ტრადიცია, ძლიერი ბრენდები და მჭიდრო ურთიერთობა მომხმარებლებთან. 25 000 თანამშრომელზე მეტი ზრუნავს 22 მილიონი მომხმარებლის ყოველდღიურ ფინანსურ და სადაზღვევო საჭიროებებზე. VIG- ის აქციები ივაჭრება ვენის საფონდო ბირჟაზე 1994 წლიდან A+ რეიტინგში. ეს არის ყველა კომპანიის საუკეთესო რეიტინგი. ვენის სადაზღვევო ჯგუფს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერსტე ჯგუფთან, უდიდეს საცალო ბანკთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.