COVID-19

1 290 გარდაცვლილი - ჩინეთში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?

პაციენტი ჩინეთში
1587102205
დაკოპირებულია

ჩინეთში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 1 290 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ეს მაჩვენებლები, ჩინეთში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებას მიუთითებდეს, რადგან ეს რიცხვი ბოლო პერიოდში, ქვეყანაში ინფექციის შედეგად დაფიქსირებული გარდაცვალების ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ზომები შერბილებულია. მათ შორის, მოხსნილია გადაადგილების შეზღუდვა. 8 აპრილს საკარანტინო რეჟიმი დასრულდა ქალაქ უჰანში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა.