მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 359 თბილისი, 202 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1620198195
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 315 913-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.27%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა.

✔️ აჭარა - 135

✔️ იმერეთი - 202

✔️ ქვემო ქართლი - 83

✔️ შიდა ქართლი - 82

✔️ გურია - 48

✔️ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118

✔️ კახეთი - 54

✔️ მცხეთა-მთიანეთი - 70

✔️ სამცხე-ჯავახეთი - 13

✔️ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, მძიმე პაციენტია 839 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი.

ამავე თემაზე:

✔️ 2171 ინფიცირება, 1074 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა