მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 383 თბილისი, 536 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

European Best Destinations საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
1637737015
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 588 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 098 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 822 383-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12,04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 383

⭕ აჭარა - 141

⭕ იმერეთი - 536

⭕ ქვემო ქართლი - 187

⭕ შიდა ქართლი - 244

⭕ გურია - 111

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 263

⭕ კახეთი - 155

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 60

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 93

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 592, აჭარაში - 525, იმერეთში - 1 416.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 126, იმერეთში - 505.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი,  მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 44, იმერეთში - 39.

1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 212 - აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ დელტა შტამი ბევრი მუტაციის შემდეგ შესაძლოა „თვითგანადგურებამდე“ მიდიოდეს - იაპონელი მეცნიერები

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვაქცინის მესამე დოზა ხანგრძლივად მუშაობს“ - ამირან გამყრელიძე

⚫ „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

 „კორონა ყველა აუცრელს მონახავს“ - პაატა იმნაძე

 გრიპის ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - ამირან გამყრელიძე

 ხანგრძლივი კოვიდი და მისი რისკები