COVID-19

1 412 თბილისი, 873 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა
1635318156
დაკოპირებულია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 703 281-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 137 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 642 701.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი -1 412

⭕ აჭარა -115

⭕ იმერეთი - 873

⭕ ქვემო ქართლი - 356

⭕ შიდა ქართლი - 362

⭕ გურია -92

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი -279

⭕ კახეთი -614

⭕ მცხეთა-მთიანეთი -108

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 89

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -37

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 681 საიდანაც: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 542 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პაციენტი. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 43 457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 206 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე: 👇

✅ევროპა მეორე კოვიდზამთრისთვის ემზადება

✅„ვაქცინაცია ეს არ არის ვერცხლის ტყვია, ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია,“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

✅„რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.