მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 444 თბილისი, 472 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

ფორბსმა პოსკორონავირუსულ პერიოდში მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილები დაასახელა, რომელშიც თბილისი პირველ ადგილზეა.
1639550747
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 585 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  898 079-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.96%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 844 875.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 879 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 444

⭕ აჭარა - 189

⭕ იმერეთი - 472

⭕ ქვემო ქართლი - 175

⭕ შიდა ქართლი - 286

⭕ გურია - 81

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 231

⭕ კახეთი - 188

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 86

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 103

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299 საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 336, აჭარაში - 509, იმერეთში - 1 240.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 472 პირი, მათ შორის, თბილისში - 592, აჭარაში - 124, იმერეთში - 443. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი,  მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 38, იმერეთში - 32.

1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 261 - აჭარაში. 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ „ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ „ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

„ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მძლავრი ტალღა დაიწყება - ნათია გორდაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ „გრიპის შემთხვევები წელს გაცილებით მეტი იქნება“ - ივანე ჩხაიძე

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი