საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი, ხოლო 2 646 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 602 065-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 550 443 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 711 პაციენტი ემსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
⭕ თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილიანობა იქნება 7-ზე მეტი, გადავდგები - თენგიზ ცერცვაძე
⭕ აქვთ თუ არა უფრო მაღალი იმუნიტეტი კოვიდგადატანილებს? - კულუმბეგოვის განმარტება